უფასო კოვიდ-დიაგნოსტიკა ბინაზე ანტიგენის დეტექციის სწრაფი ტესტით „სასწრაფო პედიატრის“ გამოძახების შემთხვევაში - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2021

კითხვა-პასუხი

უფასო კოვიდ-დიაგნოსტიკა ბინაზე ანტიგენის დეტექციის სწრაფი ტესტით „სასწრაფო პედიატრის“ გამოძახების შემთხვევაში

უფასო კოვიდ-დიაგნოსტიკა ბინაზე ანტიგენის დეტექციის სწრაფი ტესტით „სასწრაფო პედიატრის“ გამოძახების შემთხვევაში
სპეციალიზებული ბავშვთა სასწრაფო სამედიცინო დახმარება „პედიატრი“ პაციენტებსა და მათი ოჯახის წევრებს „სასწრაფო პედიატრის“ გამოძახების შემთხვევაში კოვიდ-დიაგნოსტიკას ბინაზე მისვლით, სრულიად უსასყიდლოდ სთავაზობს.
აქციის ფარგლებში კოვიდ 19-ის სადიაგნოსტიკო კვლევა აშშ-ს მიერ აღიარებული მაღალი ხარისხის ანტიგენის დეტექციის სწრაფი ტესტით ტარდება, რომელიც მაღალი სანდოობით გამოირჩევა. სერვისით სარგებლობა კი სასწრაფო პედიატრის ბინაზე გამოძახებით ყოველ დღე, 24-საათის განმავლობაშია შესაძლებელი. ტესტის პასუხი ადგილზე, 15 წუთში ხდება ცნობილი, რაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს.

ამასთან, ტესტის განმეორებით ჩატარება ბოლო ტესტირებიდან 72 საათის გასვლის შემდეგ არის შესაძლებელი. კოვიდ 19-ის სადიაგნოსტიკო კვლევა
კი, სურვილის შემთხვევაში, გათვალისწინებულია ოჯახის ყველა წევრისთვის, მიუხედავად ასაკისა. შეთავაზების ფარგლებში „სასწრაფო პედიატრი“ პაციენტებს შესაძლებლობას აძლევს, ექიმ-პედიატრის ბინაზე მომსახურების სერვისით ისარგებლოს, რაც დამატებით კომფორტთან არის დაკავშირებული. აქცია მარტის ბოლომდე გრძელდება.

აღსანიშნავია, რომ ბავშვებში ვირუსთან ასოცირებული გართულებების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, „პედიატრი“ აფართოებს სამიზნე ჯგუფებში კორონავირუსის დროულ და სწრაფ
დიაგნოსტირებას. მით უმეტეს, კოვიდ-ინფექცია ბავშვებში არასტანდარტულად მიმდინარეობს. სასურველია, კოვიდ-დიაგნოსტიკა პატარებში პრაქტიკულად ნებისმიერი ჩივილის დროს (გულისრება, ჭირვეულობა, მუცლის ტკივილი, სიცხე, დიარეა, სისუსტე და სხვა) ჩატარდეს.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ ნომერზე: 16 112

R
ამ ავტორის სხვა სტატიები
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
კატეგორიის სხვა სტატიები
პერდიუს უნივერსიტეტმა წარმოადგინა ახალი ტექნოლოგია, რომელიც სხვადასხვა ტრავმებისა
იელის უნივერსიტეტსა და სოპოროს სამედიცინო უნივერსიტეტში გამოსცადეს ზურგის ტვინის ტრავმის მკურნალობის მეთოდიკა.
დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ თამბაქოს ელექტრონული მოწყობილობები ტრადიციული სიგარეტის საუკეთესო ალტერნატივას წარმოადგენს.
ბოლო პერიოდში მკვეთრად შეიცვალა ჩვენი ცხოვრების წესი და კვების რეჟიმი: ფიზიკური აქტივობა დაქვეითებულია, კვება კი უფრო ინტენსიური და არაბალანსირებული გახდა.
ქართულმა სამედიცინო საზოგადოებამ დიდი დანაკლისი განიცადა - გარდაიცვალა კარგი პროფესიონალი
შესაძლოა, ბებიებისგან გსმენიათ ფრაზა „ნიკრისის ქარი“ ან „მეფეების დაავადება“ - ეს პოდაგრას ხალხში გავრცელებული სახელებია,
უახლესი ლაზერული აპარატით,რომელიც კლინიკა "ახალმა მზერამ" მიიღო გრანტის წესით, შესაძლებელია გლაუკომის სკრინინგი,
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად