მკვლევარებმა სიმსუქნის საწინააღმდეგო ახალი საშუალება აღმოაჩინეს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მკვლევარებმა სიმსუქნის საწინააღმდეგო ახალი საშუალება აღმოაჩინეს

როგორც წესი, სემაგლუტიდის ყოველდღიური ინექციები ინიშნება ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის დროს, შაქრის დონის დასაქვეითებლად, მადის, შიმშილის გრძნობის და საბოლოო ჯამში მოხმარებული კალორიების მოცულობის შესამცირებლად.

ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯში გამოიკვლიეს სემაგლუტიდი წონის კლების მიზნით. ცნობილია, რომ კვლევის მესამე ფაზაში მონაწილეობდა 2000 ადამიანი სამხრეთ და ჩრდილეთ ამერიკის, აზიისა და ევროპის 16 ქვეყნიდან. ყველა მონაწილეს ჰქონდა ჭარბი წონა ან სიმსუქნე, თუმცა ტიპი 2 დიაბეტი არ აღენიშნებოდათ.

მონაწილეთა 50% უკეთდებოდა სემაგლუტიდის ინექცია, დანარჩენებს კი პლაცებო. ყოვლე 4 კვირაში მონაწილეები ხვდებოდნენ დიეტოლოგებს კვების და ცხოვრების წესის საკონტროლოდ. 1,5 წლის განმავლობაში ძირითადმა ჯგუფმა დაიკლო 15 კგ-ით, საკონტროლო ჯგუფმა კი 2,6 კგ.

ძირითადი ჯგუფიდან, 75%-მა დაიკლო საწყისი წონის 10%, ხოლო 35%- 20%-ზე მეტი. ეს შედეგები შეიძლება მხოლოდ კუჭის შუნტირების ოპერაციის შედეგებს შევადაროთ.

მნიშვნელოვანია, რომ სემაგლუტიდის ინექციის შედეგად მონაწილეებში შემცირდა გულ-სისხლძარღვთა სისტემის და ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის დაავადებებთან დაკავშირებული რისკები. კერძოდ, კვლევის მონაწილეებში შემცირდა წელის გარშემოწერილობა, სისხლში დაქვეითდა ცხიმებისა და გლუკოზის დონე, მოწესრიგდა არტერიული წნევა. ამ საშუალების ხანგრძლივი მიღება არ იწვევდა სერიოზულ გვერდით ეფექტებს.