მკვლევარებმა სიმსუქნის საწინააღმდეგო ახალი საშუალება აღმოაჩინეს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2021

მკვლევარებმა სიმსუქნის საწინააღმდეგო ახალი საშუალება აღმოაჩინეს

მკვლევარებმა სიმსუქნის საწინააღმდეგო ახალი საშუალება აღმოაჩინეს
სემაგლუტიდი წარმოადგენს ადამიანის ჰორმონის ხელოვნურ ანალოგს. აღნიშნული ჰორმონი სისხლში გადმოისროლება ჭამის შემდეგ.
როგორც წესი, სემაგლუტიდის ყოველდღიური ინექციები ინიშნება ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის დროს, შაქრის დონის დასაქვეითებლად, მადის, შიმშილის გრძნობის და საბოლოო ჯამში მოხმარებული კალორიების მოცულობის შესამცირებლად.


ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯში გამოიკვლიეს სემაგლუტიდი წონის კლების მიზნით. ცნობილია, რომ კვლევის მესამე ფაზაში მონაწილეობდა 2000 ადამიანი სამხრეთ და ჩრდილეთ ამერიკის, აზიისა და ევროპის 16 ქვეყნიდან. ყველა მონაწილეს ჰქონდა ჭარბი წონა ან სიმსუქნე, თუმცა ტიპი 2 დიაბეტი არ აღენიშნებოდათ.


მონაწილეთა 50% უკეთდებოდა სემაგლუტიდის ინექცია, დანარჩენებს კი
პლაცებო. ყოვლე 4 კვირაში მონაწილეები ხვდებოდნენ დიეტოლოგებს კვების და ცხოვრების წესის საკონტროლოდ. 1,5 წლის განმავლობაში ძირითადმა ჯგუფმა დაიკლო 15 კგ-ით, საკონტროლო ჯგუფმა კი 2,6 კგ.


ძირითადი ჯგუფიდან, 75%-მა დაიკლო საწყისი წონის 10%, ხოლო 35%- 20%-ზე მეტი. ეს შედეგები შეიძლება მხოლოდ კუჭის შუნტირების ოპერაციის შედეგებს შევადაროთ.


მნიშვნელოვანია, რომ სემაგლუტიდის ინექციის შედეგად მონაწილეებში შემცირდა გულ-სისხლძარღვთა სისტემის და ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის დაავადებებთან დაკავშირებული რისკები. კერძოდ, კვლევის მონაწილეებში შემცირდა წელის გარშემოწერილობა, სისხლში დაქვეითდა ცხიმებისა და გლუკოზის დონე, მოწესრიგდა არტერიული წნევა. ამ საშუალების ხანგრძლივი მიღება არ იწვევდა სერიოზულ გვერდით ეფექტებს.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
კატეგორიის სხვა სტატიები
დღე დაძინების მოთხოვნილება ძირითადად განპირობებულია ჩვენი ბიოლოგიით
სპეციალიზებული ბავშვთა სასწრაფო სამედიცინო დახმარება „პედიატრი“ პაციენტებსა და მათი ოჯახის წევრებს „სასწრაფო პედიატრის“ გამოძახების შემთხვევაში კოვიდ-დიაგნოსტიკას ბინაზე მისვლით, სრულიად უსასყიდლოდ სთავაზობს.
გავრცელებული კვლევები ოჯახის დაგეგმვისას ან ორსულობის პირველ ტრიმესტრში
ფარმადეპო, უკვე 12 წელია, მომხმარებელს სთავაზობს საუკეთესო ფასს მედიკამენტების შეძენისას.
დემენციის ახალი, იშვიათი გენეტიკური ფორმა აღმოაჩინეს პენსილვანიის უნივერსიტეტის მკვლევრებმა.
უახლესი ლაზერული აპარატით,რომელიც კლინიკა "ახალმა მზერამ" მიიღო გრანტის წესით, შესაძლებელია გლაუკომის სკრინინგი,
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად