როგორ დავამარცხოთ ტკივილი და რატომ არის კეტონალი დუო „ჭკვიანი კაფსულა“? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ დავამარცხოთ ტკივილი და რატომ არის კეტონალი დუო „ჭკვიანი კაფსულა“?

ქალბატონო ლალი, ყოველდღიურად მილიონობით ადამიანი იტანჯება ტკივილის შეგრძნებით. რა არის ტკივილი და რატომ წარმოიშვება ის?

ტკივილი არის პირველი სიმპტომი, რომელიც წარმოიქმნება ორგანიზმში მიმდინარე პათოლოგიური პროცესების დროს. ტკივილი ასევე არის პირველი შეგრძნება, რომელიც გვაიძულებს დავუკვირდეთ საკუთარ სხეულს.

მსოფლიოში დღემდე არ წყდება დავა იმის შესახებ, ტკივილი კარგია თუ ცუდი. ​ფაქტი ერთია: რომ არა ტკივილი, შეუძლებელი იქნებოდა უამრავი დაავადების დროული, სწორი დიაგნოსტიკა, სწორი მკურნალობის დანიშვნა და დაავადების მიმდინარეობის პროგნოზირება.

რა მახასიათებლები გააჩნია ტკივილს და როდის ვითარდება ის?

ტკივილი შეიძლება იყოს მწვავე და ქრონიკული, ლოკალური და გავრცელებული ასევე გადაცემითი, ანუ ირადირებული. თუმცა გამომწვევ მიზეზებს შორის მხოლოდ ორია ძირითადი: ანთება და მექანიკური ფაქტორი.

ტკივილის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზი რევმატიული დაავადებაა. ტკივილით იწყება და მიმდინარეობს ისეთი დაავადებები როგორიცაა: ოსტეოართრიტი, ოსტეოპოროზი, შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაავადებები, სახსრების ინფექციური და მეტაბოლური დაავადებები. ტკივილთან ასოცირდება მოძრაობის შეზღუდვა, გადაადგილების პრობლემა, მაღალი ხარისხის ინვალიდიზაცია. ამიტომ ტკივილის მართვა ცენტრალური პრობლემაა მედიცინაში.

როგორ ვმართოთ ტკივილი?

მთელს მსოფლიოში ყოველწლიურად ხდება ტკივილის საწინააღმდეგო პრეპარატების კვლევა, სინთეზი, კლინიკური გამოცდა და პრაქტიკაში დანერგვა. აშშ-სა და ევროპის განვითარებულ ქვეყნებში ყველაზე გაყიდვად მედიკამენტთა ტოპ-ათეულში პირველი ადგილი სწორედ ტკივილგამაყუჩებელ პრეპარატებს უკავიათ.

ქალბატონო ლალი, როგორი ტიპის ტკივილსაწინააღმდეგო პრეპარატები არსებობს?

ტკივილსაწინააღმდეგო პრეპარატების ჩამონათვალი საკმაოდ დიდია. მათ გამოყენებას საფუძვლად უდევს როგორც ანთებისსაწინააღმდეგო, ასევე ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი. პრეპარატები გამოიყენება ტაბლეტების, კაფსულების, ინექციების და ადგილობრივად მოქმედი მალამოების სახით. დამეთანხმებით, რომ ძნელად მოიძებნება ოჯახი, სადაც პირად აფთიაქში ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტი არ იყოს, თუმცა ეჭვი მეპარება, რომ საოჯახო აფთიაქში სხვა ისეთი, „ჭკვიანი“ წამალი გქონდეთ, როგორიც არის კეტონალი დუო.

რა უპირატესობები გააჩნია ,როგორც თქვენ უწოდეთ „ჭკვიან“ მედიკამენტს, კეტონალ დუოს?

კლინიკური კვლევებით დადგინდა, რომ ანთებისსაწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები, (რომლებიც პირველი რიგის პრეპარატებად გამოიყენება ტკივილის სინდრომის, კერძოდ კი რევმატოლოგიური დაავადებების დროს), განსხვადებიან ერთმანეთისგან სახსარში შემავალ ხრტილზე თავისი პოზიტიური, ან ნეგატიური ზემოქმედებით.

დადგენილია, რომ ზოგიერთი მედიკამენტი, მაგალითად ინდომეტაცინი, პიროქსიკამი, ნიმესულიდები - შემთხვევათა დიდ ნაწილში იწვევენ ხრტილის დეგენერაციას. მათგან განსხვავებით, დადგენილია კეტოპროფენის (კეტონალ დუოში შემავალი აქტიური ნივთიერება) ქონდროპროტექტორული ზეგავლენა ხრტილზე და პოზიტიური ზემოქმედება ხრტილის მეტაბოლიზმზე. ასე რომ, პრეპარატების შერჩევის დროს, ეს ფაქტი აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული.

ახლა რატომ „ჭკვიანი“ მედიკამენტი: კეტონალი დუო განსაკუთრებული ტექნოლოგიით შექმნილი ანთების საწინააღმდეგო პრეპარატია, მიღების დროს, კაფსულა ახდენს აქტიური ნივთიერების - კეტოპროფენის სწრაფ და ამავდროულად ხანგრძლივ გამონთავისუფლებას. ამიტომ, კეტონალ დუოს აქვს ე.წ „ორმაგი“ ეფექტი, რითიც უზრუნველყოფს ტკივილის სწრაფ მოხსნას და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტის ხანგრძლივად შენარჩუნებას.

გარდა ამისა, მისი გამაღიზიანებელი ზემოქმედება კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე მინიმალურია და რაციონალური გამოყენების შემთხვევაში აქვს მაღალი უსაფრთხოების პროფილი.

ჩემთვის, როგორც ექიმისათვის, ადვილია კეტონალი დუოს რეკომენდაცია პაციენტებისათვის, ვინაიდან მას ზურგს უმაგრებს მტკიცებულებები, რომ კეტონალ დუო-ს აქვს ერთ-ერთი ყველაზე მკაფიოდ გამოხატული ანალგეზიური - ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი, შვეიცარიული სიზუსტე და მაღალი ხარისხი.

ტკივილის გარეშე ცხოვრება უკეთესია!

mkurnali.ge

R