რა გავლენას ახდენს თუთიის ნაკლებობა ჩვენს ორგანიზმზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა გავლენას ახდენს თუთიის ნაკლებობა ჩვენს ორგანიზმზე

ნიორი, მზესუმზირა, კაკალი, თხილი, გოგრის თესლი, მუხუდო და ა.შ. ხშრად, არაბალანსირებული კვების ან კუჭ-ნაწლავის პრობლემების გამო, თუთიის ათვისება მცირდება და ვითარდება მისი დეფიციტი.

თუთია მიჩნეულია ორგანიზმში უჯრედული განახლების ხელშემწყობ მინერალად, ასევე მონაწილეობას იღებს სხვა ქსოვილების მინერალიზაციაშიც. ყველაზე მეტად, თუთიას მიაწერენ იმუნური სისტემის მხარდამჭერ მოქმედებას. მიუხედავად იმისა, რომ ახალი კორონავირუსის მიმართ ამ ეტაპზე კლინიკური კვლევების მონაცამები არ გვაქვს, თუთია კარგად არის შესწავლილი სხვა მარტივი კორონავირუსული ინფექციების დროს. კვლევებით დადასტურებულია, რომ თუთიის მიღება ამაღლებს იმუნიტეტს ვირუსული ინფექციების მიმართ, რადგან მისი უჯრედშიდა კონცენტრაცია არ აძლევს ვირუსს საშუალებას, ჩვენი დნმ-ი საკუთარი ცილის გამრავლებისთვის გამოიყენოს. ანუ, თუთია აფერხებს ვირუსის გამრავლებას მასპინძელ როგანიზმში. ასევე, თუთია ამოკლებს ავადობის ინტერვალს და ხდის უფრო მსუბუქს იმ კლინიკურ გამოვილინებებს, რომელიც მარტივ გაციებას ახლავს თან.

თუთიის დეფიციტს განსაკუთრებული მკვეთრი გამოვლინება აქვს პედიატრიულ პაციენტებში, რაც ზრდაში ჩამორჩენითა და რეგენერაციული პროცესების შეფერხებით ვლინდება.

რატომ არის მნიშვნელოვანი ადამიანის ორგანიზმისათვის მიკროელემენტი თუთია?

თუთია რომ შეუცვლელი მიკროელემენტია, მჟღავნდება იმითაც, რომ იგი მონაწილეობს მხედველობის, გემოვნების რეცეპტორების, კოგნიტური ფუნქციის, უჯრედების გაყოფისა და გამრავლების, ზრდისა და განვითარების პროცესებში. თუთია მონაწილეობს მეტაბოლიზმის გააქტიურებაში. იგი შედის მრავალი პროტეინისა და ზრდის ფაქტორის, ციტოკინების, უჯრედთა რეცეპტორების და ენზიმების შემადგენლობაში. ის ადამიანის ორგანიზმში უამრავ ბიოქიმიურ პროცესში მონაწილეობს - აძლიერებს იმუნური სისტემის ფუნქციონირებას, აჩქარებს ჭრილობების შეხორცებას. თუთია მონაწილეობს სამასამდე ფერმენტის მეტაბოლიზმში; ასევე გემოს და სუნის შეგრძნებაში.

რატომ არის მნიშვნელოვანი თუთიის აუცილებელი დონე სხეულის ნორმალური მასის შენარჩუნებისას?

მსოფლიოს პრობლემა ჭარბი წონა და სიმსუქნეა. ამ პრობლემის მოსაგვარებლად უამრავი კვლევა, დიეტა, ვარჯიში და მეთოდია დანერგილი. მსოფლიოს აბსოლუტური უმრავლესობა გამუდმებით ებრძვის ჭარბ კილოგრამებს. ჭარბწონიანობის სამკურნალოდ შერჩეული დიეტისას მნიშვნელოვანია, რომ შეიცავდეს საკმარისი რაოდენობით თუთიის შემცველ პროდუქტებს.

სიმსუქნის მართვა გულისხმობს კალორაჟის შემცირებას. არაბალანსირებული დაბალკალორიული რაციონი შეიძლება გახდეს საჭირო მიკრო- და მაკრონუტრიენტების დეფიციტის მიზეზი. ნებისმიერი დიეტის დროს საკვები პროდუქტები უნდა იყოს შერჩეული სწორად და ბალანსირებულად.

თუთიით მდიდარი პროდუქტების რაციონში ჩართვით, როცა სრულად ხდება თუთიის დეფიციტის შევსება, უმჯობესდება სხეულის მასის ინდექსი, მცირდება წელის გარშემოწერილობა. თუთია აუმჯობესებს ლიპიდურ პროფილს, პერიფერიული სისხლის მიმოქცევას.

ეს მიკროელემენტი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მეტაბოლიზმზე. თუთიის დეფიციტის დროს ხშირია წონის უმიზეზო მატება, საერთო სისუსტე და ადვილად დაღლა. ასევე, გაძნელებულია წონის კლება, დიეტის მიუხედავად.

რა როლს ასრულებს თუთია დერმატოლოგიაში?

თუთიას აქტიურად იყენებენ დერმატოლოგიაში კანის მოვლისას. აკნე კანის საკმაოდ ხშირი პრობლემა და თმის ფოლიკულებისა და ცხიმოვანი ჯირკვლის პათოლოგიაა. აკნეს დროს ცხიმოვანი ჯირკვლების მიერ ჭარბი რაოდენობით გამოიყოფა სეკრეტი, რომელიც ახშობს ფოლიკულებს და იწვევს სახეზე მრავლობით გამონაყარს. აკნეს მრავალმხრივი მიზეზების მიუხედავად, ამ მიკროელემენტის დადებითი ეფექტი ნებისმიერი ეტიოლოგიის აკნეს შემთხვევაშია გამოხატული. თუთია ახდენს ბაქტერიების ზრდა-განვითარების ინჰიბირებას და შედეგად აკნეს შემცირებას.

თუთია აუმჯობესებს კოლაგენის სინთეზს. ეხმარება კანს აღდგენაში, შესაბამისად, კარგი მინერალია კანის მთლიანობის დაზიანებისა და წყლულების შესახორცებლად. თუთიის ეფექტურობა გამოხატულია ეგზემის, როზაცეის, სებორეული დერმატიტის დროსაც.

აქვს თუ არა კავშირი თუთიას იმუნურ სისტემასთან?

თუთიის დეფიციტისას შესუსტებულია იმუნური სისტემის პასუხი გარკვეულ გამღიზიანებელ ფაქტორებზე. თუთია აძლიერებს იმუნური სისტემის უჯრედების მდგომარეობას და ამცირებს ოქსიდაციურ სტრესს, ასევე აუმჯობესებს თავის ტვინის მენტალურ ფუნქციას. თუთიის შემცველი პროდუქტის მიღება ამცირებს ინფექციების განვითარების რისკს და გამოხატულად აძლიერებს იმუნიტეტს ნებისმიერი ასაკის პირებში. თუთიის გავლენით მცირდება ავადობა პნევმონიით და სხვა ინფექციებით, რადგან გაუმჯობესებულია იმუნური სისტემა.

როგორ აისახება თუთიის დეფიციტი მხედველობაზე?

თუთიის როლი დიდია ნორმალური მხედველობის შესანარჩუნებლად. ჩატარებულია დიდი კვლევა, სადაც 4 ათასზე მეტი ადამიანი იღებდა მედიკამენტებს E ვიტამინის, C ვიტამინის, ბეტა კაროტინის და 80 მგ თუთიის შემცველობით. კვლევაში მონაწილე ადამიანებს გაუუმჯობესდათ მხედველობა და მნიშვნელოვნად შეუმცირდათ მაკულის ასაკობრივი დეგენერაცია. მაკულის ასაკობრივი დეგენერაცია სიბრმავის საკმაოდ ხშირი მიზეზია, რომლის დროსაც ბადურას ცენტრალურ უბანში, მაკულაში მიმდინარეობს ქრონიკული დეგენერაციული პროცესი. ეს პროცესი ასაკის მატებასთან ერთად იწვევს მხედველობის ეტაპობრივ გაუარესებას. თუთიის გავლენით კი შესაძლებელია აღნიშნული პროცესი შედარებით შენელდეს და შემცირდეს მაკულის დაზიანება. თუთიას აქვს უნარი დაახლოებით 20-25 %-ით შეამციროს მხედველობის დაქვეითება.

როგორ განისაზღვრება თუთიის დღიური ნორმა?

მამაკაცებს ქალებთან შედარებით თუთიაზე მოთხოვნილება ოდნავ მეტი აქვთ - 1-2 მგ-ით. თუთიის დღიური ნორმა განსხვავებულია თუთიის დეფიციტის შემთხვევაში. თუთიის პრეპარატების დოზირება დამოკიდებულია კონკრეტული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

თუთიის უამრავი დადებითი თვისების მიუხედავად, ასევე საყურადღებოა მისი სიჭარბე. დიდი რაოდენობით თუთიის მიღების შემთხვევაში ხდება სპილენძის შეწოვის გაძნელება. თუთია გავლენას ახდენს გარკვეული ჯგუფის ანტიბიოტიკებზეც, პენიცილინამინაზაზე, თიაზიდურ შარდმდენ მედიკამენტებზე.

mkurnali.ge

თუ მსგავსი პრობლემა თქვენც გაწუხებთ გირჩევთ მიიღოთ სანატური სპირუ თუთია, შეიცავს მხოლოდ ორგანულ კომპონენტებს. სანატური სპირუ თუთია 100% ბუნებრივი პროდუქტია - მცენარეული გუავას ფოთლებიდან; კომბინირებულია აკაციის ბოჭკოსთან; გლუტენის, ლაქტოზის, იოდის, დანამატების გარეშე; ხოლო კაფსულის მცენარეული გარსი - ალერგენების გარეშე.

სანატური სპირუ თუთია უზრუნველყოფს:

• იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას

• კანის, თმის და ფრჩხილების სიჯანსაღეს

• ძვლოვანი სტრუქტურის სიმყარეს

• მეხსიერების გაუმჯობესებას

• რეპროდუქციული ფუნქციის მოწესრიგებას

• სისხლში ტესტოსტერონის დონის ნორმალიზებას

რეკომენდებული დოზირება: მიიღება ჭამის შემდე დღეში 2 კაფსულა, შესაბამისი ოდენობის სითხის მიყოლებით. მკურნალობის კურსი 1-3 თვე.

სანატური სპირუ თუთიას ყველა შემადგენელი კომპონენტი შემოწმებულია დამოუკიდებლად: პესტიციდებზე, მძიმე მეტალებზე და გავლილი აქვს მიკრობიოლოგიური ტესტირება.

სანატური სპირუ თუთიით მკურნალობის შემთხვევაში ასევე რეკომენდებულია პარალელურად მცირე დოზით სანატური სპილენძის დამატება.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

R