გაურთულებელი საშარდე გზების ინფექცია - უსაფრთხო მართვის პრინციპები
ყოველ მეორე ქალბატონს ცხოვრების მანძილზე აღენიშნება თუნდაც ერთი ეპიზოდი. ძირითადი გამომწვევი ნაწლავის ჩხირია (E. Coli), კერძოდ, მისი უროპათოგენური შტამები. ეს შტამები, გარკვეული ხელშემწყობი პირობების (თუნდაც - დისბაქტერიოზის) ფონზე, მრავლდება მსხვილ ნაწლავში, შემდეგ კი ვრცელდება შორისის მიდამოში და საშოში. საშოდან (მით უმეტეს, თუ საშოს ფლორა არის დარღვეული) ინფექცია ადვილად ვრცელდება შარდის ბუშტში, შარდსადენი მილის გავლით. აქ ხაზი მინდა გავუსვა ორ გარემოებას - ნაწლავის და საშოს ფლორის დისბიოზს. ეს ორი გარემოება ხელს უწყობს ნაწლავის ჩხირის უროპათოგენური შტამების პირველ ხაზზე წამოწევას, რაც საშარდე გზების ინფექციის დაწყების საბაბი ხდება. შესაბამისად, ამ „კერებს“, რაც, ერთი შეხედვით, შორს არის საშარდე გზებიდან, სათანადო ყურადღება უნდა მივაქციოთ.
როგორც კლინიკური პრაქტიკა აჩვენებს, გაურთულებელი საშარდე გზების ინფექციის დროს ძალიან ხშირია ფართო სპექტრის ანტიბიოტიკების არარაციონალური გამოყენება. ევროპის უროლოგთა ასოციაციის მიერ შედგენილ გზამკვლევში მკაცრად არის გაწერილი მართვის ტაქტიკა.
საქმე შემდეგშია:
1. ფართო სპექტრის ანტიბიოტიკებზე შედარებით ადვილად ვითარდება ნაწლავის და საშოს ფლორის დისბიოზი, ანუ ბაქტერიათა ფიზიოლოგიური თანაფარდობის დარღვევა. ამ პრეპარატების მიღების შემდეგ ხშირია ასევე ანტიბიოტიკასოცირებული დიარეა/ფაღარათი და საშოსმხრივი კანდიდოზის/სოკოს გამწვავება. ჩვენ თავიდანვე ხაზი გავუსვით იმ ფაქტს, რომ წინამორბედი პათოლოგიური ფაქტორების გარეშე საშარდე გზების ინფექცია ვერ დაიწყებოდა. ხოლო ამ ინფექციის გამო დანიშნული ფართო სპექტრის ანტიბიოტიკები კიდევ უფრო აღრმავებს ამ ფარულ წინამორბედ ფაქტორებს. მართალია, ეს მედიკამენტები დროებით ამცირებს კლინიკურ სიმპტომებს (წვა და ხშირი შარდვა მცირე ულუფებით, შარდის ანალიზით ბაქტერიები და ლეიკოციტები), მაგრამ ამავდროულად ამზადებს პირობებს, რომ ინფექციამ კვლავ იფეთქოს. ამ ძალიან მნიშვნელოვან გარემოებას ჩვენ დავუბრუნდებით.
2. ფართო სპექტრის ანტიბიოტიკებზე ძალიან ადვილად ვითარდება ეგრეთ წოდებული ანტიბიოტიკრეზისტენტობა, ანუ უროპათოგენური ბაქტერიები „ეჩვევა, ეგუება“ ანტიბიოტიკს და, მარტივად რომ ვთქვათ, წამალი უძლური ხდება ბაქტერიების წინააღმდეგ.
დღეს, თანამედროვე სტანდარტებით, გაურთულებელი საშარდე გზების ინფექციის პირველი რიგის მკურნალობას წარმოადგენს უროსელექციური სპექტრის პრეპარატები, რომლებიც მიეკუთვნება ნიტროფურანთა ჯგუფს.
ჩემს კლინიკურ პრაქტიკაში ნიტროფურანების ჯგუფიდან უპირატესობას ვანიჭებ პრეპარატ მაკმირორს აბების სახით - ორიგინალ იტალიურ პრეპარატს, რომელსაც აქვს გამოყენების ხანგრძლივი ისტორია. იგი წარმოადგენს ნიტროფურანების ბოლო თაობას, რომლის აქტიური ნივთიერებაა ნიფურატელი. ამასთან, ნიფურატელის გამოყენების 30 წელზე მეტი ხნის მანძილზე რეზისტენტობის არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა. გარდა ამისა, მაკმირორი არ იწვევს ისეთ სერიოზულ გვერდით მოვლენას, როგორიც არის დისბაქტერიოზი, ვინაიდან მაკმირორი, ერთი მხრივ, ანადგურებს პათოგენურ ფლორას, ხოლო, მეორე მხრივ, უსაფრთხოა ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელი მიკროორგანიზმების - ლაქტობაქტერიების მიმართ. მეტიც, მაკმირორი ხელს უწყობს ფლორის ფიზიოლოგიურ აღდგენას საკუთარი ლაქტობაქტერიების ხარჯზე. მაკმირორის აქტიური ნივთიერება - ნიფურატელი ასევე მოქმედებს ისეთ პათოგენებზე, როგორებიც არის ტრიქომონა და Candida-ს ტიპის სოკო.
გაურთულებელი საშარდე გზების ინფექციას ახასიათებს რეციდივები (განმეორებები). აღნიშნულ გარემოებას ჩვენ უკვე შევეხეთ და ვთქვით, რომ ამ პროცესს ფართო სპექტრის ანტიბიოტიკების დანიშვნით ვუწყობთ ხელს, ვაღრმავებთ რა ფლორის ფიზიოლოგიური წონასწორობის დარღვევას. ხშირად რეციდივების პრევენცია/პროფილაქტიკა არის საჭირო და ამ დროს პრეპარატის დაბალი დოზით ხანგრძლივი გამოყენებაა აუცილებელი. ფართო სპექტრის ანტიბიოტიკები, უკვე თქვენთვის კარგად ნაცნობი პოტენციური გვერდითი მოვლენების გამო, ძალიან სახიფათოა. მაკმირორის გამოყენება კი ამ დროს სრულიად მართებულია, თუნდაც ხანგრძლივად, მით უმეტეს, რომ ის უზრუნველყოფს რეციდივების გრძელვადიან პროფილაქტიკას.
ჯანმრთელობას გისურვებთ!
პატივისცემით ალექსანდრე ხელაია
უროლოგი, საქართველოს უროლოგთა ასოციაციის ქალთა უროლოგიის სექციის ხელმძღვანელი.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ექიმს
საკონტაქტო ტელეფონი: 555305051
R