„თბილისი მედიკი“ ლიდერი კომპანია სამედიცინო ინჟინერიის სფეროში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

„თბილისი მედიკი“ ლიდერი კომპანია სამედიცინო ინჟინერიის სფეროში

ის უზრუნველყოფს პარტნიორებისა და მომხმარებელთათვის მომსახურების მაღალ ხარისხს.

უკვე 10 წელია კომპანიის პრიორიტეტია გაყიდვების მომხმარებლებზე ორიენტირებული სისტემა, მიწოდების სისწრაფე და რეალიზაციის უწყვეტი ჯაჭვი.

ხარისხიანი სერვისი თბილისი მედიკის ძლიერი მხარეა. კომპანია ბიზნესს აწარმოებს ტექნოლოგიებსა და ხარისხზე დაყრდნობით, რომელიც დაარსების დღიდან უცვლელია.

„თბილისი მედიკი“ მომწოდებლებს სთავაზობს საიმედო თანამშრომლობას, საკუთარ თანამშრომლებს კი - პროფესიული ზრდის საშუალებას აძლევს.

კომპანიის სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე გვესაუბრება TBILISI MEDIC-ის გენერალური დირექტორი გიორგი რუსიტაშვილი.

ბატონო გიორიგი, კომპანია Tbilisi Medic საქართველოში რამოდენიმე წელია მოღვაწეობს და სამედიცინო სფეროში დამკვიდრდა როგორც სანდო, ღირსეული და ინოვაციურ მიდგომებზე ორიენტირებული კომპანია. რას მოიცავს კომპანიის საქმიანობა?

კომპანია Tbilisi Medic საქართველოში სამედიცინო პროდუქციის ფართო ასორტიმენტის იმპორტსა და რეალიზაციას უკვე 10 წელზე მეტია ახორციელებს.

ჩვენ ვპოზიციონირებთ, როგორც B2B ასევე B2C მიმართულებით.

აღსანიშნავია, რომ ჩვენ ვმოღვაწეობთ მზარდ, კონკურენტულ ბაზარზე. სამედიცინო პროდუქციის იმპორტსა და რეალიზაციას საქართველოში არაერთი კომპანია ახორციელებს. ამ კომპანიების პოზიციონირების განსხვავებული ხედვები და სტრატეგიები ქმნიან კონკურენტუნარიან ბაზარს. ასეთ გარემოში, რომ უკვე 10 წელია, იქმნება წარმატების ისტორია, ნიშნავს, რომ სწორი ბიზნეს სტრატეგიით ვიკავებთ მოწინავე პოზიციებს კონკურენტებთან მიმართებით.

საქართველოში სამედიცინო აპარატურის, ტექნიკისა და ავეჯის შეძენისას, ბევრი მომხმარებელი აწყდება მათი მონტაჟის, ტექნიკური მომსახურების, თუ რემონტის პრობლემას. რას სთავაზობს თქვენი კომპანია მომხმარებელს სამედიცინო აპარატურისა და ავეჯის საინჟინრო მომსახურების კუთხით?

ჩვენი სერვისი არა მხოლოდ გაყიდვასა და მიწოდებას, არამედ შემდგომ ექსპლუატაციაში დახმარებასაც გულისხმობს. გვყავს კვალიფიციური საინჟინრო გუნდი, რომელიც ყოველთვის მზადაა უპასუხოს მომხმარებლის მოთხოვნებს. არსებობს არაერთი მაღალტექნოლოგიური აპარატურა, რომელსაც მუდმივი ინსპექტირება სჭირდება. ჩვენ შეგვილია კომპანიებს სისტემატიური საინჟინრო მომსახურებაც შევთავაზოთ. აპარატურას გარკვეული პერიოდულობით სიზუსტის დასადგენად შემოწმება სჭირდება, რომ თუ გარკვეული ცდომილებები არსებობს, ტექნიკური ჩარევა და მისი მწყობრში მოყვანა დროულად მოხდეს. ეს არის პერმანენტული საქმიანობა. ასევე, მომხმარებელს საშუალება აქვს ისარგებლოს ტექნიკური მომსახურებით. ჩვენი საინჟინრო გუნდი უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს სამედიცინო აპარატურის შეკეთებას.

დღეს მწვავედ დგას სამედიცინო ინჟინერიის პროფესიული კადრის საკითხი. თქვენ როგორ მოახერხეთ ამ პრობლემის გადაჭრა?

სამედიცინო ინჟინერიის მიმართულებით კვალიფიციური გუნდის შექმნა ნამდვილად რთული საკითხი იყო. მიუხედავად ამისა, ჩვენ შევძელით და შევქმენით პროფესიოონალთა გუნდი, რომლებიც უზრუნველყოფენ, როგორც ევროპული, ასევე აზიური და ამერიკული წარმოების პროდუქციის მონტაჟსა და მის შემდგომ მომსახურებას.

კომპანიის საინჟინრო გუნდი რეგულარულ საერთაშორისო გადამზადებას გადის და პროფესიულ-ტექნიკურ კომპეტენციებს მუდმივად ავითარებს.

პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების გათვალისწინებით, რამდენად და როგორაა შესაძლებელი  TBILISI MEDIC-ის პროდუქციის შეძენა და მის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება?

პანდემიით გამოწვეული სირთულებიის მიუხედავად, კომპანიისა და მისი გუნდის დამსახურებით ქვეყანაში როგორც ფიზიკური, ასევე კორპორაციული კლიენტებისთვის არაერთი სახის სამედიცინო პროდუქტი მყისიერადაა ხელმისაწვდომი და თანაც, საკმაოდ მოქნილი სერვისით. სხვადასხვა ტიპის აპარატურა, ავეჯი, სახარჯი მასალა, ქირურგიული ინსტრუმენტები, პაციენტის მოვლისა და რეაბილიტაციის საშუალებები და სხვა, შეგიძლიათ, კომპანიის ახალი პლატფორმის, shop.tbilisimedic.ge -ს მეშვეობით შეიძინოთ და მას მთელი საქართველოს მაშტაბით ადგილზე მიიღებთ. შემდგომ კი უკვე საჭიროებისამებრ, აპარატურის მონტაჟითა და საინჟინრო-საკონსულტაციო მომსახურებითაც შეგიძლიათ ისარგებლოთ.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საინჟინრო მომსახურებით სარგებლობა შეუძლიათ არამხოლოდ კლინიკებს და ორგანიზაციებს, არამედ საცალო მომხმარებელსაც, ადამიანებს, რომელთაც სახლის პირობებში სჭირდებათ სამედიცინი აპარატის მონტაჟი ან ტექნიკური მხარდაჭერა.

აპარატურის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად მომხმარებელი უნდა დაგვიკავშირდეს საკონტაქტო ნომერზე ან მოგვწეროს ფეისბუქ გვერდის პირად შეტყობინებაში.

სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ და რას პირდებით თქვენს მომხმარებლებს?

ჩვენი სამომავლო გეგმები კომპანიის უწყვეტ ზრდას უკავშირდება, როგორც პროდუქციის ასორტიმენტის, ისე გუნდის თვალსაზრისით. ჩვენი განაცხადი - ყველა სამედიცინო პროდუქტი ერთ სივრცეში, გულისხმობს, რომ გარდა ასორტიმენტის რაოდენობისა, ნაშთებიც მუდმივად შევსებადი უნდა იყოს. გამართული ბიზნესი მოითხოვს, რომ პროდუქტი ყოველთვის ადგილზე გვქონდეს, მიუხედავად ყველა იმ სირთულისა, რაც შეზღუდვების, ახალი რეგულაციებისა და გადატვირთული ლოჯისტიკური ჯაჭვის გამო შესაძლოა მოხდეს. პირველი კომპანია ვიყავით ჩვენს სფეროში, რომელმაც პროდუქცის შესყიდვა მომხმარებლებს ონლაინ პლატფორმის shop.tbilismedic.ge -ს მეშვეობით შესთავაზა და სიახლეებს მომავალშიც განვაგრძობთ. საკმაოდ არაპროგნოზირებადია, რა კუთხით გაიზრდება გაყიდვები სამომავლოდ, რადგან ამ მხრივ გარემო სწრაფად ცვალებადია. ამიტომ, ანალტიკურ სამუშაოებს ყოველდღიურად ვაწარმოებთ. მეტი სიახლის, გაყიდვების მასშტაბურობის ზრდისა და არაერთი პროცესის გაციფრულებისთვის კი მუდმივად ვმუშაობთ, რადგან ეს როგორც ჩვენი თანამშრომლების, ასევე მომხმარებლების უსაფრთხოებისთვის აუცილებელი ფაქტორი, ქვეყნისთვის კი კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხია.

R