ჰემოროიდული დაავადება ანუ ბუასილი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჰემოროიდული დაავადება ანუ ბუასილი

სიმპტომებით გამოწვეული სერიოზული დისკომფორტის მიუხედავად, პაციენტების დიდი ნაწილი ექიმთან მიმართვას და სიმპტომებზე ღიად საუბარს ერიდება. პროფესიონალებთან საუბრის ნაკლებობა კი ხშირად მცდარი შეხედულებების და არასწორი ქმედებების საფუძველი ხდება. სწორედ ამიტომ ჩვენ ვაგრძელებთ პროფესიონალებთან საუბარს, რათა გავიგოთ, საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებული მოსაზრებებიდან რომელია მითი და რომელი - რეალობა ბუასილის შესახებ. დღეს ამის გარკვევაში კლინიკა „ინიციოს“ პროქტოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი, ქირურგი, პროქტოლოგი - ბ-ნი ბექა კევლიშვილი დაგვეხმარება.

მოსაზრება 1: ალისფერი სისხლდენა ყოველთვის ბუასილის მანიშნებელია

მითია! სისხლდენის ფერს, საზოგადოდ, დაზიანების მდებარეობა განსაზღვრავს: რაც უფრო ახლოს არის ის უკანატანთან, ანუ რაც უფრო ქვევით არის დაზიანება, სისხლდენას უფრო ღია, ალისფერი ფერი აქვს. სწორედ ამიტომ ალისფერი სისხლი ძალიან დამახასიათებელია ბუასილისთვის. მას პაციენტი ტუალეტის ქაღალდზე/ავზში ან ფეკალურ მასებზე გარედან შერჩენილი წვეთების ან ზოლების სახით აღმოაჩენს ხოლმე. თუმცა, საყურადღებოა ისიც, რომ უკანა ტანთან ახლოს ნაწლავის დაზიანებას სხვა პათოლოგიებიც იწვევს, როგორებიც არის ნახეთქი, პოლიპი, სიმსივნე. სტატისტიკურად ცნობილია, რომ სწორი ნაწლავიდან სისხლდენის შემთხვევათა დიდ ნაწილში - 75%-ში მისი მიზეზი ბუასილია, დანარჩენ 25%-ში კი - სხვა პათოლოგიები. სწორედ ამიტომ ალისფერი სისხლდენის არსებობისას, განსაკუთრებით, მისი პირველად აღმოცენების შემთხვევაში, აუცილებელია სწორედ ამ პათოლოგიების გამორიცხვა. ეს მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მკურნალობა ეფექტურად წარიმართოს და სიცოცხლისთვის საშიში პათოლოგია (როგორიც სიმსივნეა) არ გამოიპაროს. სწორედ ამიტომ სისხლდენის პირველად აღმოცენებისას ექიმის კონსულტაცია აუცილებელია.

მოსაზრება 2: ბუასილის მკურნალობისთვის ქირურგიული ჩარევა აუცილებელია

მითია! სინამდვილეში ქირურგიული ჩარევა მხოლოდ შორსწასული ფორმების დროს ხდება საჭირო. სხვა შემთხვევაში, თუ პაციენტი დროულად მიმართავს ექიმს, მკურნალობა მედიკამენტური და ადგილობრივი საშუალებების გამოყენებით, გარკვეულ შემთხვევებში კი ასევე მინიინვაზიური პროცედურებით შემოიფარგლება. ამ ყველაფერთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია კვების მოწესრიგება და ცხოვრების სწორი რეჟიმის ჩამოყალიბება.

ადგილობრივი საშუალებები (სანთლები, მალამოები), როგორც წესი, სიმპტომების დროებით შემსუბუქებას და თვითშეგრძნების გაუმჯობესებას უზრუნველყოფს. რაც შეეხება მედიკამენტურ მკურნალობას, აქ იგულისხმება ლაქსაციური (ანუ საფაღარათე) საშუალებები, რომელიც ყაბზობის, როგორც მაპროვოცირებელი ფაქტორის, მოხსნას ემსახურება და ვენოტონური საშუალებები. ეს უკანასკნელი დაავადების ძირითად პათოლოგიურ მექანიზმებზე მოქმედებს, ანუ ამცირებს შეგუბებასა და ანთებით პროცესს ჰემოროიდულ კვანძებში. სწორედ ამიტომ ის აუცილებელ, საბაზისო მკურნალობად არის მიჩნეული დაავადების ნებისმიერ სტადიაზე. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ვენოტონური მედიკამენტების ჯგუფი არაერთგაროვანია: ისინი მოქმედების მექანიზმითა და კლინიკური ეფექტით განსხვავდება. დღეს ყველაზე მეტი მტკიცებულება და დიდი რეკომენდაცია ბუასილის მკურნალობისათვის ფრანგულ პრეპარატ დეტრალექსს აქვს. დეტრალექსი სწრაფად ხსნის მწვავე ეპიზოდით გამოწვეულ სიმპტომებს: სისხლდენას, ტკივილს, დისკომფორტს, გამონადენს და ამასთან (გახანგრძლივებული - 2 თვის მანძილზე მიღების შემთხვევაში) განმეორებითი ეპიზოდების განვითარებას უშლის ხელს. მწვავე ეპიზოდის მკურნალობისთვის დღეს ხელმისაწვდომია დეტრალექსის სპეციალური 18-ტაბლეტიანი ფორმა, რომელიც კოლოფზე დატანილი სპეციალური დოზირების რეჟიმით უნდა მიიღოს პაციენტმა მწვავე ეპიზოდისაგან სწრაფად გასათავისუფლებლად.

რაც შეეხება კვებისა და ცხოვრების რეჟიმის მოდიფიკაციას, ის აუცილებლად უნდა შეასრულოს ბუასილის მქონე ნებისმიერმა პაციენტმა, რათა თავიდან აიცილოს სიმპტომების გამწვავება და დაავადების დამძიმება. ეს, პირველ რიგში, მოიაზრებს ბუასილის გამომწვევი რისკფაქტორების მინიმიზაციას; კვების რეჟიმის მოწესრიგებას; უჯრედისით მდიდარი საკვები პროდუქტების, საკმარისი რაოდენობის სითხის (1.5-2 ლ) რეგულარულად მიღებას; დეფეკაციის მოწესრიგებას (ყოველდღე ერთსა და იმავე დროს), რეგულარულ ზომიერ ფიზიკურ აქტივობას და წონის დაკლებას.

R