წამლების ფასი ქვეყანაში ყველაზე დიდი პრობლემაა - რას ამბობს გამოკითხულთა 46% - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2021

წამლების ფასი ქვეყანაში ყველაზე დიდი პრობლემაა - რას ამბობს გამოკითხულთა 46%

წამლების ფასი ქვეყანაში ყველაზე დიდი პრობლემაა - რას ამბობს გამოკითხულთა 46%
NDI-ის უახლესი კვლევის თანახმად, ჯანდაცვის სისტემის ყველაზე დიდ პრობლემად წამლების საფასური სახელდება. როგორც კვლევის შედეგებშია აღნიშნული, ჯანდაცვა ერთ-ერთი ეროვნული დონის გამოწვევაა და გამოკითხულები ამ კატეგორიაში ყველაზე დიდ პრობლემებად წამლების საფასურსა (46 პროცენტი) და კორონავირუსთან დაკავშირებულ საკითხებს (41 პროცენტი) ასახელებენ.

კერძოდ, კვლევის თანახმად, პრობლემებს შორის სახელდება საავადმყოფოების ხელმისაწვდომობა კოონავირუსთან მიმართებაში (16 პროცენტი); ექიმების და სამედიცინო პერსონალის პროფესიონალიზმის ნაკლებობა (14 პროცენტი); საავადმყოფოების და სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა (13 პროცენტი); სამედიცინო მომსახურების/ექიმთან ვიზიტის საფასური ( 13 პროცენტი); ექიმების ხელმისაწვდომობა კორონავირუსთან დაკავშირებით ( 12
პროცენტი); 9 პროცენტი კი ამბობს, რომ ჯანდაცვის სისტემაში პრობლემა არაა. რაც შეეხება პანდემიას, მოქალაქეების უმრავლესობა (60 პროცენტი) ამბობს, რომ მთავრობა პანდემიას ეფექტურად უმკლავდება. თუმცა, საზოგადოების 39 პროცენტი ფიქრობს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით ყველაზე ცუდი ჯერ კიდევ წინ არის.

ცნობისთვის, NDI-ის კვლევა 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით
2,053 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
კატეგორიის სხვა სტატიები
შესაძლოა, ბებიებისგან გსმენიათ ფრაზა „ნიკრისის ქარი“ ან „მეფეების დაავადება“ - ეს პოდაგრას ხალხში გავრცელებული სახელებია,
დღე დაძინების მოთხოვნილება ძირითადად განპირობებულია ჩვენი ბიოლოგიით
სპეციალიზებული ბავშვთა სასწრაფო სამედიცინო დახმარება „პედიატრი“ პაციენტებსა და მათი ოჯახის წევრებს „სასწრაფო პედიატრის“ გამოძახების შემთხვევაში კოვიდ-დიაგნოსტიკას ბინაზე მისვლით, სრულიად უსასყიდლოდ სთავაზობს.
სემაგლუტიდი წარმოადგენს ადამიანის ჰორმონის ხელოვნურ ანალოგს. აღნიშნული ჰორმონი სისხლში გადმოისროლება ჭამის შემდეგ.
გავრცელებული კვლევები ოჯახის დაგეგმვისას ან ორსულობის პირველ ტრიმესტრში
უახლესი ლაზერული აპარატით,რომელიც კლინიკა "ახალმა მზერამ" მიიღო გრანტის წესით, შესაძლებელია გლაუკომის სკრინინგი,
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად