როგორ ვრცელდება შიდსი - დაავადების გადაცემის ძირითადი გზები და პოტენციური რისკჯგუფები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ ვრცელდება შიდსი - დაავადების გადაცემის ძირითადი გზები და პოტენციური რისკჯგუფები

არასამთავრობო ორგანიზაციის შიდსის ჯანდაცვის ფონდი (AHF) საქართველოს წარმომადგენლობამ 2020 წელს, შიდსის მსოფლიო დღის აღნიშვნის მთავარ სლოგანად სწორედ ეს გზავნილი გამოიყენა, რათა კორონავირუსის პანდემიის პირობებში, მოქალაქეებს სხვა პანდემია არ უნდა დაგვავიწყდეს.

აივ ინფექცია/შიდსი 1980-იან წლებში გაჩნდა, მისი განკურნების საშუალება დღემდე არ არსებობს, თუმცა მკურნალობის დროულად დაწყების შემთხვევაში, დაავადება ქრონიკულად მართვადი ხდება. მიუხედავად იმისა, რომ დაავადების გავრცელებიდან უკვე 4 ათეული წელი გავიდა, აივ ინფექცია/შიდსის შესახებ საზოგადოების ცნობადობა მაინც დაბალია და დაავადებასთან დაკავშირებით არსებული სტიგმა საკმაოდ დიდია, რაც თავის მხრივ, იწვევს აივ-ინფიცირებულების თუ პოტენციური ინფიცირებულების დისკრიმინაციას, მათი უფლებების დარღვევას და გარკვეულწილად, დაავადების გავრცელებას. გამომდინარე აქედან, AHF საქართველოს წარმომადგენლობამ აქტიური კამპანია დაიწყო აივ ინფექცია/შიდსის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების, სტიგმის დამსხვრევის და დაავადებულთა ინტერესების დაცვის მიმართულებით. ფონდის წარმომადგენლები მოსახლეობას ახსენებენ, რომ აივ ინფექცია/შიდსი შესაძლოა ნებისმიერ ადამიანს დაემართოს, ამიტომ მნიშვნელოვანია თითოეულმა ადამიანმა ავიღოთ პასუხისმგებლობა საკუთარი თავის და ახლობლების წინაშე და ჩავიტაროთ ტესტირება, რათა ზუსტად ვიცოდეთ ჩვენი აივ სტატუსი, რადგან დაავადების ადრეულად აღმოჩენის და მკურნალობის დროულად დაწყების შემთხვევაში, დაავადებულის ცხოვრების ხარისხი და ხანგრძლივობა ისეთივეა, როგორც ჯანმრთელის. შიდსი განაჩენი არ არის და ეს სრული სიმართლეა. საზოგადოებას გვინდა შევახსენოთ, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის აივ ინფექცია/შიდსზე ტესტირება და მკურნალობა სრულიად უფასო და კონფიდენციალურია.

როგორია დღეისათვის ყველაზე გავრცელებული მითები დაავადების შესახებ და რა არის რეალური ფაქტები? აივ ინფექცია/შიდსის შესახებ მარტივი ფაქტების ცოდნა გვეხმარება დავიცვათ თავი, შევაჩეროთ აივ ვირუსის გავრცელება და ხელი შევუწყოთ ინფიცირებულების მიმართ არსებული სტიგმის დამსხვრევას.

mkurnali.ge

წარმოგიდგენთ აივ/შიდსის შესახებ საზოგადოებაში 10 ყველაზე გავრცელებულ მითს და რეალურ ფაქტს:

⦁ მითი: აივ ინფექცია და შიდსი ერთსა და იმავეს ნიშნავს

ფაქტი: აივი (ადამიანის იმუნოდეფიციტური ვირუსი) ვირუსული ინფექციაა, ხოლო შიდსი (შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი) - აივ ინფექციის ბოლო სტადია, რომელიც იმუნოდეფიციტის ფონზე განვითარებული მძიმე დაავდებებით ხასიათდება.

⦁ მითი: აივ-ინფიცირებული ადამიანების გარემოცვაში ყოფნა საშიშია

ფაქტი: აივ ინფექცია/შიდსი საყოფაცხოვრებო კონტაქტებით არ გადადის. ინფიცირებულ ადამიანთან ხელის ჩამორთმევა, ჩახუტება, კოცნა, საერთო ჭურჭლით და სველი წერტილებით სარგებლობა სრულიად უსაფრთხოა.

აივ ინფექცია/შიდსი გადაეცემა მხოლოდ: ინფიცირებულ ადამიანთან დაუცველი სქესობრივი კონტაქტით, ინფიცირებულის ბიოლოგიური სითხეების (სისხლი, სპერმა, დედის რძე, ვაგინალური გამონადენი) მეშვეობით და ვერტიკალური გზით, დედიდან ნაყოფზე.

⦁ მითი: ადვილი მისახვედრია ინფიცირებულია თუ არა ადამიანი

ფაქტი: საწყის ეტაპზე აივ-ის სიმპტომები სხვა ინფექციური დაავადებებისგან არ განსხვავდება, ამიტომ აივ სტატუსის დადგენის ერთადერთი უტყუარი გზა ტესტირებაა. მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ AHF საქართველოს ტესტირების ცენტრში ჩაიტარონ სწრაფი, უფასო და ანონიმური აივ-ტესტირება და გაიგონ საკუთარი აივ-სტატუსი.

⦁ მითი: შიდსი მხოლოდ სექს-მუშაკების, არატრადიციული ორიენტაციის მქონე პირების და ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლების დაავადებაა

ფაქტი: აივ ინფექცია/შიდსი გლობალური გამოწვევაა, მიუხედავად სქესის, ასაკის, ეროვნებისა თუ სექსუალური ორიენტაციისა.

აივ ტესტირების ჩატარება აუცილებელია იმ შემთხვევაში, თუ: ერთხელ მაინც გქონიათ დაუცველი სქესობრივი კონტაქტი; თქვენი პარტნიორი აივ ინფიცირებულია; მოიხმართ ან წარსულში მოიხმარდით ინტრავენურ ნარკოტიკს; გაქვთ პირსინგი ან ტატუ; ხშირად იტარებთ სამედიცინო მანიპულაცებს.

⦁ მითი: აივ ინფექცია მწერის ნაკბენით გადადის

ფაქტი: აივ ინფექცია გადაეცემა ინფიცირებული ადამიანის ბიოლოგიურ სითხეებთან (სისხლი, სპერმა, ვაგინალური გამონადენი, დედის რძე) კონტაქტით. კბენის დროს მწერი სხვა ადამიანის სისხლს არ გამოყოფს, შესაბამისად მწერის ნაკბენით აივ-ი არ ვრცელდება.

⦁ მითი: აივ ინფექცია ორალური სექსით არ გადადის

ფაქტი: შიდსის ვირუსი ვრცელდება აივ ინფიცირებული ადამიანების სპერმის, პრესემინალური გამონაყოფის და ვაგინალური ლორწოს მეშვეობით. შესაბამისად, თუ აივ ინფიცირებული არ გადის მკურნალობის კურსს, აივ ინფექციის გადაცემა შესაძლებელია როგორც ვაგინალური, ასევე ორალური და ანალური სექსის დროს.

⦁ მითი: აივ-ინფიცირებულს ჯანმრთელი შვილი ვერ ეყოლება

ფაქტი: აივ ინფიცირებული დედიდან ნაყოფზე შიდსის ვირუსის გადაცემის რისკი მინიმუმამდე მცირდება, თუ ორსულს ჩაუტარდება: ანტივირუსული თერაპია, საკეისრო კვეთა და მიიღებს სათანადო კონსულტაციას ბავშვის ხელოვნურ კვებასთან დაკავშირებით.

⦁ მითი: აივ ტესტირება და მკურნალობა ძვირადღირებულია

ფაქტი: საქართველოს მოქალაქეებისათვის უფასოა როგორც აივ-ზე ტესტირება, ასევე აივ ინფექცია/შიდსის მკურნალობა. ადრეული გამოვლენის და მკურნალობის რეჟიმის დაცვის შემთხვევაში, აივ ინფიცრებულის ორგანიზმში ვირუსის კონცენტრაცია იკლებს, სიცოცხლის ხანგრძლივობა და ხარისხი იზრდება.

⦁ მითი: აივ ინფექციისგან განკურნება შეუძლებელია

ფაქტი: დღეისათვის აივ ინფექცია/შიდსი არ იკურნება, თუმცა მკურნალობა ხელმისაწვდომია. შიდსი ქრონიკული, მართვადი დაავადებაა. ადრეული გამოვლენის და დროული მკურნალობის შემთხვევაში აივ ინფიცირებულის სიცოცხლის ხარისხი ისეთივეა, როგორც არაინფიცირებულის.

⦁ მითი: აივ-ინფიცირებულის სქესობრივი პარტნიორი თავადაც დაავადებულია

ფაქტი: აივ ინფიცირებულს შეიძლება ყავდეს ჯანმრთელი პარტნიორი. როგორ მამაკაცის, ასევე ქალის კონდომის გამოყენება მინიმუმამდე ამცირებს აივ ინფექციის სქესობრივი გზით გადაცემის რისკს. დროული და უწყვეტი მკურნალობის პირობებში, აივ ინფიცირებულთან დაუცველი სქესობრივი კავშირით ინფექციის გადასვლის შანსი დაბალია.

რა პრობლემები არსებობს დაავადებულთა სტიგმატიზაციაზე და რამდენად მნიშვნელოვანია აივ ინფექცია/შიდსის შესახებ სტიგმის დამსხვრევა დაავადები პრევენციის მიზნით? ამ და აივ ინფექციის გადადების გზებსა და რისკჯგუფებზე, Mkurnali.ge-ს შიდსის ჯანდაცვის ფონდის (AHF) საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ნინო ხეთაგური ესაუბრება.

mkurnali.ge

„მოგეხსენებათ, შიდსი მსოფლიოში და ასევე, საქართველოშიც, სტიგმასთანაა ასოცირებული რადგან ის მიჩნეულია განუკურნებელ, საშიშ და ადამიანთა კონკრეტულ ჯგუფებთან დაკავშირებულ დაავადებასთან. ამიტომ, ძალიან ბევრი ადამიანი არ იკეთებს ანალიზს დადებითი პასუხის შემთხვევაში, სხვების უარყოფითი დამოკიდებულების შიშის გამო. უნდა ითქვას, რომ საქართველოში, საზოგადოების დიდი ნაწილი, ზოგადად, თავს არიდებს აღნიშნულ თემაზე ღიად საუბარსაც კი. მინდა საზოგადოებამ იცოდეს და კარგად გაითავისოს, რომ შიდსი რომელიმე კონკრეტული ჯგუფის დაავადება არ არის. ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა დაავადება, აივ ინფექცია/შიდსი შეიძლებანებისმიერ ჩვენგანს დაემართოს. შიდსთან ბრძოლა და არსებული სტიგმის დამსხვრევა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ჩვენი ორგანიზაციის. ვინაიდან აივ ინფექცია/შიდსის გამოვლენის ერთადერთი გზა ტესტირებაა, ჩვენი მიზანია, მოვიცვათ საზოგადოების მაქსიმალურად დიდი ნაწილი, ჩავუტაროთ ტესტირება და შევაჩეროთ ქვეყანაში დაავადების გავრცელება. საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით აქტიურად ვმუშაობთ, რათა ყველამ გაითავისოს და იცოდეს, რომ აივ ინფიცირებულიც ჩვეულებრივი ადამიანია, შიდსი ქრონიკულად მართვადი დაავადება, როგორც ბევრი სხვა. როგორც კოვიდია პანდემია, ასეთივე პანდემიაა შიდსი, რომლითაც ყოველწლიურად უამრავი ადამიანი იღუპება და ამიტომ, მასთან ბრძოლისთვის საზოგადოების ერთიანობას, სოლიდარობას და თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

აივ-თან ასოცირებული სტიგმა არა მარტო საქართველოს, არამედ მთელი მსოფლიოს პრობლემაა. ცნობიერების ამაღლება სწორედ იმისთვისაა საჭირო, რომ ვიცოდეთ, რა გზით გადადის აივ ინფექცია და რა გზით - არ გადადის. ყველაზე გავრცელებული მითები, რის გამოც აივ-ინფიცირებულების ეშინიათ, ერიდებიან მათთან ერთ სივრცეში ყოფნას, სამსახურში აყვანას და ა.შ, რაც ხელს უწყობს მათ დისკრიმინაციას, დაავადების გადაცემის გზების არცოდნას უკავშირდება. შიდსი არ გადადის საყოფაცხოვრებო კონტაქტებით, არ გადადის ჩახუტებით, ხელის ჩამორთმევით, თუნდაც, ნერწყვით. ანუ, აივ-ინფიცირებულის ჭურჭლის გამოყენება არ ნიშნავს, რომ მეორე ადამიანი აივ-ით დაინფიცირდება. მოსახლეობას უნდა ახსოვდეს, რომ დაავადების გადაცემის გზებია: დაუცველი სქესობრივი კავშირი აივ-ინფიცირებულთან; სისხლისმიერი გზები, ვინაიდან აივ ვირუსი ცოცხლობს ადამიანის ბიოლოგიურ სითხეებში, როგორიცაა სპერმა, ვაგინალური ლორწო, სისხლი. ეს უკანასკნელი, გაცილებით მაღალ რისკს წარმოადგენს.

სისხლით გადაცემა ხდება მაღალი რისკის ქცევის მქონე ჯგუფებში, როგორიცაა ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლები, იმ შემთხვევაში, თუ ისინი საზიარო, ერთ ნემსს გამოიყენებენ და არა ერთჯერადსა და ინდიციდუალურს. ინფიცირების რისკია ზიარი ჭურჭლიდან ნარკოტიკის საერთო მოხმარება, ვინაიდან თუ ერთი ადამიანი გაიკეთებს ნემსს, რომელსაც ისევ ამ ჭურჭელში ჩადებს და მეორე პირი ამ სითხეს მოიხმარს, თუნდაც ინდივიდუალური ნემსით, გადაცემა მაინც ხდება.

ყველაფერი, რაც სისხლთან შემხებლობაშია, მათ შორის ტატუ და პირსინგი (რადგან ისიც ნემსით კეთდება) სარისკოა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, პიროვნებამ, რომელიც ტატუს იკეთებს, ყურადღება მიაქციოს, რომ ნემსი ერთჯერდადი იყოს, რადგან სტერილიზების შემთხვევაშიც ზუსტად არ ვიცით, რა გზით არის გაკეთებული სტერილიზაცია და რამდენად მოახდინა ვირუსის გაუვნებელყოფა. ანუ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანმა ყურადღება მიაქციოს, რომ ნემსი იყოს ერთჯერადი და მანამდე, ის სხვას არ გამოუყენებია.

აივ ინფექციის გადადება შესაძლებელია სისხლის გადასხმით, რაც ადრე აქტუალური იყო, თუმცა დღეისათვის, საქართველოში, დონორების 100%-ის შემოწემება ხდება და სისხლის გადასხმით გადაცემა, ახლა პრაქტიკულად, 0-მდეა დაყვანილი“, - აცხადებს ნინო ხეთაგური.

მისი თქმით, შიდსის ჯანდაცვის ფონდი აქტიურ ღონისძიებებს ატარებს აივ ინფექცია/შიდსთან დაკავშირებით მსგავსი მითების დამსხვრევის, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ამაღლებისდა სტიგმასთან ბრძოლის მიმართულებით.

„ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის ტესტირების ცენტრი ნებისმიერ მოქალაქეს აივ-ზე სწრაფ, მარტივ და ანონიმურ ტესტირებას სრულიად უფასოდ სთავაზობს. ორგანიზაციის მიზანია, დროულდ მოხდეს აივ-ინფიცირებულების გამოვლენა და აქედან გამომდინარე, მათი მკურნალობაში ჩართვა.

mkurnali.ge

სტიგმასთან ბრძოლას, კოვიდ პანდემიის გათვალისწინებით, სოციალური მედიის საშუალებით ვცდილობთ. ჩვენ საზოგადოებას ვაწვდით ინფორმაციას მითებისა და რეალობის შესახებ, რაც აივ ინფექციასთან არის დაკავშირებული, ვამზადებთ სპეციალურ სტატიებს ონლაინ გამოცემებისთვის, ვაკეთებთ ვიდეორგოლებს და ა.შ ჩვენ ვცდილობთ ხელი შევუწყოთ მოსახლეობის ცნობიერების ზრდას, მეტ ადამიანში იმ პასუხისმგებლობის გაღვიძებას, რაც მათ ტესტირების თამამად გაკეთებას შეაძლებინებს.

პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ჩვენთან მოსულ მოქალაქეებს უფასოდ გადაეცემათ კონდომები, რაც სქესობრივი გზებით გადამდები დაავადებებისგან, მათ შორის შიდსისგან თავდაცვის საუკეთესო საშუალებაა. კოვიდ პანდემიის პერიოდში, ფონდის სპეციალისტები ვატარებთ ვებინარებს რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზეც, სადაც განვიხილავთ აივ ინფექცია/შიდსს და სქესობრივი გზით გადამდებ სხვა ინფექციებს; წელს, ვგეგმავთ ვებინარების ჩატარებას ოჯახის დაგეგმვის მეთოდებზეც. ამასთან, მინდა მოვუწოდო მოსახლეობას, დაგვიმეგობრდით და მოგვწერეთ ფონდის ფეისბუქის გვერდზე (https://www.facebook.com/ahfgeorgia) თქვენთვის საინტერესო საკითხები და ჩვენ ვუზრუნველყოფთ შესაბამის თემებზე ვებინარებს და საჭირო ინფორმაციის მოწოდებას. ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მომართოს ჩვენს ტესტირების ცენტრს და მიიღოს კონსულტაცია რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან და სქესობრივ განათლებასთან დაკავშირებით. ზოგადად, უნდა აღინიშნოს, რომ შიდსის ჯანდაცვის ფონდის მისია მთელს მსოფლიოში, თანამედროვე სამედიცინო მომსახურების მიწოდებაა მოსახლეობის გადახდისუნარიანობის მიუხედავად, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ყველა მომსახურება მოსახლეობისთვის უფასოა. ფონდის გლობალური მიზნებიდან მინდა გამოვყო რამდენიმე - ადამიანების ინტერესების დაცვა და მრავალფეროვნების/განსხვავებულის პატივისცემა. ჩვენთვის ყველა ადამიანი თანასწორია განურჩევლას რასის, რწმენის და სექსუალური ორიენტაციისა. შესაბამისად, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, საშუალება აქვს, მიიღოს ნებისმიერი სერვისი აივ ინფექცია/შიდსთან მიმართებაში უფასოდ და კონფიდენციალურად“, - აღნიშნავს შიდსის ჯანდაცვის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ნინო ხეთაგური.

მართლაც, უნდა აღინიშნოს, რომ შიდსი არა ახალი, მაგრამ სხვა პანდემიაა, რომელიც მსოფლიოს 206 ქვეყანაშია დაფიქსირებული და ოფიციალური მონაცემებით, ვირუსით დაინფიცირებულების რაოდენობა დაახლოებით, 20 მილიონია. აივ ინფექციასთან მიმართებაში არსებული სტიგმების თუ ფობიების დაძლევის საკითხებზე მსოფლიოში ბევრი ორგანიზაცია თუ ცალკეული ადამიანი მუშაობდა და მუშაობს დღესაც. აივ ინფექცია/შიდსის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების აქტიური მხარდამჭრი და ინფიცირებულთა უფლებების დამცველი ერთ-ერთი ყველაზე პირველი და გამორჩეული შემთხვევა იყო პრინცესა დიანა, რომელმაც 1980-იან წლებშივე დაიწყო აქტიური ბრძოლა აივ ინფექცია/შიდსის სტიგმატიზაციის წინააღმდეგ. მაშინ, როდესაც აივ ინფექციით დაავადებულებთან ფიზიკურ კონტაქტს სამედიცინო პერსონალიც კი ერიდებოდა, უელსის პრინცესა მათთან ხელის ჩამორთმევასა და ჩახუტებაზეც არ ამბობდა უარს, რათა გაქარწყლებულიყო შთაბეჭდილება, თითქოს შიდსი ამ გზით გადადის.

მას შემდეგ, 40 წელი გავიდა, ტექნოლოგიები განვითარდა, საზოგადოების წვდომა ნებისმიერი სახის ინფორმაციაზე გაიზარდა, მეცნიერების და სპეციალისტების თავდაუზოგავი მუშაობის შედეგად, აივ ინფექცია/შიდსი განაჩენი აღარ არის და ინფიცირებულ ადამიანებს უკვე ხანგრძლივი, ხარისხიანი ცხოვრების შესაძლებლობა აქვთ. მიუხედავად ამისა, მაინც ძალიან დიდია სტიგმა და დავადებულთა დისკრიმინაცია, რის დასანგრევად საზოგადოების ერთიანობა მნიშვნელოვანია. აუცილებელია, ყველა ჩვენგანმა, შესაძლებლობების შესაბამისად, შევიტანოთ წვლილი და გავუადვილოდ ცხოვრება აივ ინფექცია/შიდსით დაავადებულ ადამიანებს.

ეკა აბაშიძე

R