უჩვეულო ხსნარი - ახალი სიტყვა დაავადებების მკურნალობასა და კვების პრინციპებში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

უჩვეულო ხსნარი - ახალი სიტყვა დაავადებების მკურნალობასა და კვების პრინციპებში

ეს კი საკვების მონელების ნორმალიზაციის საშუალებას იძლევა, ასევე ხელს უწყობს დიაბეტის და სხვადასხვა ინფექციის მკურნალობას. მეცნიერებმა შეძლეს დაეფარათ ნაწლავები განსაკუთრებული შემადგენლობით, რის შედეგადაც შეცვალეს სასარგებლო ნივთიერებების შეწოვა.

კერძოდ, მეცნიერებმა შეძლეს საფარველის საშუალებით გაემარტივებინათ წამლების მიწოდება, რომელთა მიღებაც დღის განმავლობაში რამდენჯერმეა საჭირო, ასევე ნაწლავში ლაქტაზის მიწოდება, რომელიც რძის პროდუქტების მოსანელებლადაა აუცილებელი და ელემენტი, რომელიც გლუკოზის შეწოვას ბლოკავს.

ამდენად, საფარველი შედგება დოფამინის მოლეკულის ბაზაზე შექმნილი პოლიმერისაგან. მნიშვნელოვანია, რომ მისი შეყვანა ორგანიზმში შესაძლებელია ხსნარის სახით. როგორც კი ხსნარი აღწევს წვრილ ნაწლავამდე, მოლეკულები გადადიან პოლიმერულ მდგომარეობაში იმ რეაქციის წყალობით, რომელიც კატალიზდება წვრილი ნაწლავის ფერმენტის საშუალებით.

მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ფერმენტი, სახელწოდებით კატალაზა, შეიძლება გამოიყენონ დოფამინის მოლეკულების პოლიმერად გარდაქმნისთვის. კატალაზა მთელ საჭმლის მომნელებელ ტრაქტშია. ღორების მაგალითმა აჩვენა, რომ თხევადი სახით დოფამინის შეყვანისას მცირე რაოდენობით წყალბადის ზეჟანგთან ერთად (უსაფრთხო დოზით) წვრილ ნაწლავში კატალაზას ზემოქმედებით იშლება წყალბადის ზეჟანგი წყლად და ჟანგბადად. წარმოქმნილი ჟანგბადი დოფამინის მოლეკულებს პოლიმერად გარდაქმნაში ეხმარება. შედეგად რამდენიმე წუთში წარმოიქმნება თხელი აპკი, რომელიც ფარავს წვრილი ნაწლავის ლორწოვან გარსს.

პოლიმერი საკმაოდ ძლიერად ემაგრება ნაწლავის კედელს, ამ პოლიმერს კი შეიძლება უკვე მიუერთდეს სხვადასხვა ნივთიერება. კერძოდ, ლაქტაზა, ლაქტოზის უკეთ შეწოვისათვის. ასევე მეცნიერები წარმატებით უმაგრებდნენ პოლიმერს ანტიპარაზიტულ პრეპარატს, რამაც წამლის მიღების სიხშირე დღეში 3-დან 1-მდე შეამცირა. ამ მიდგომამ იმუშავა ანტიბიოტიკებთანაც.

პოლიმერით შესაძლებელი გახდა განსაკუთრებული ელემენტების ჩანერგვა, რომლებიც გლუკოზისათვის გაუმტარი აღმოჩნდა. თეორიულად ამგვარი მოდიფიკაცია მეცნიერებს დიაბეტთან, სიმსუქნესა და მთელ რიგ მეტაბოლურ დარღვევასთან გამკლავების საშუალებას მისცემს. საფარველი ნარჩუნდება 24 საათის განმავლობაში, რის შედეგადაც აშრევდება ნაწლავის ლორწოვანი გარსი იმ უჯრედებთან ერთად, რომლებიც თანდათანობით განიცდიან განახლებას.