მომენტალური მოქმედების ინსულინი გადის გამოცდას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მომენტალური მოქმედების ინსულინი გადის გამოცდას

მეცნიერების განმარტებით, მათი პროტოტიპი 4-ჯერ უფრო სწრაფად იმოქმედებს, ვიდრე არსებული სწრაფად მოქმედი პრეპარატები.

არსებობს მონომერული ინსულინი, რომელიც გამოირჩევა მუშაობის მაღალი სიჩქარით. თუმცა, ის საკმაოდ არასტაბილურია პრაქტიკული გამოყენებისათვის. ამ პრობლემის გადასაჭრელად მეცნიერებმა დაუმატეს პოლიმერი სტაბილიზაციისათვის. როგორც კვლევამ აჩვენა, ერთ პოლიმერს შეუძლია სტრესულ სიტუაციაში მონომერული ინსულინის სტაბილიზაცია ერთ დღე-ღამეზე მეტი პერიოდით. ახალი ინსულინის ზესწრაფი მოქმედება დამტკიცდა ღორებზე ჩატარებული ექსპერიმენტებით.

შედარებისთვის, კომერციული სწრაფადმოქმედი ინსულინი სტაბილური რჩება დაახლოებით 6-9 საათის განმავლობაში. ის, როგორც წესი, შეიცავს მონომერების, დიმერების და ჰექსამერების ნარევს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მონომერები უფრო სასარგებლოა ორგანიზმში, თუმცა, მათ გადაწყვიტეს მეტი ეფექტურობისათვის მოდიფიცირებული მონომერის გამოყენება.