რამდენად აქტუალურია პოსტკოვიდური მდგომარეობის რეაბილიტაციის სწორად დაგეგმვა და მართვა? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რამდენად აქტუალურია პოსტკოვიდური მდგომარეობის რეაბილიტაციის სწორად დაგეგმვა და მართვა?

გარდა ამისა, დროულმა რეაბილიტაციამ შეიძლება თავიდან აგვაცილოს მოსალოდნელი გართულებების განვითარება.

დღეს განსაკუთრებით აქტუალურია იმ ადამიანთა სწორი რეაბილიტაციის ორგანიზება, ვინც კორონავირუსული ინფექცია გადაიტანა და განკურნების შემდეგაც, ხანგრძლივი დროის განმავლობაში, რჩება უამრავი სიმპტომი, რომელთაც დამოუკიდებლად თავს ვერ აღწევს.

ამ საკითხზე გვესაუბრება  სადიაგნოსტიკო-რეაბილიტაციის ცენტრის ექიმი, მედიცინის დოქტორი მანანა ჩახნაშვილი:

- რისთვისაა საჭირო პოსტკოვიდური რეაბილიტაცია?

- აქამდე თითქმის არავინ საუბრობდა იმ ადამიანებზე, ვინც გადაიტანა კორონავირუსული ინფექცია და გაწერეს საავადმყოფოებიდან. რაკი ისინი აღარ არიან ვირუსის გადამდები - ყველას ავიწყდება მათი არსებობა? სამწუხაროდ ასეთ ადამიანებს ხშირად აღენიშნებათ ზოგადი სისუსტე, თავის ტკივილი, სუნთქვის პერიოდული გაძნელება, ხშირი ოფლიანობა; ბევრს ფიზიკური დატვირთვისას სუნთქვა უჭირს, ზოგიერთს ყნოსვა და გემოვნება არ უბრუნდება, ან ისევ აქვს ტემპერატურა; და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია - უმრავლესობა ფსიქოლოგიურად არის დათრგუნული.

დიდი მნიშვნელობა აქვს ყურადღება მივაქციოთ ფსიქოლოგიურ და ალბათ ფილოსოფიურ მომენტებსაც. სასურველია გვესმოდეს, რომ კლინიკიდან გაწერამდე პაციენტებმა ცხოვრების რთული ეტაპი გაიარეს და ბოლომდე გამოსაჯანსაღებლად, მათ სამედიცინო რეაბილიტაცია ესაჭიროებათ.

დაავადება, ჩვენი ცხოვრების გზაზე, იძულებითი გაჩერებაა, რომელიც გვეძლევა იმისთვის, რომ შევჩერდეთ, გარშემო მიმოვიხედოთ, ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ ცხოვრობთ - გადავაფასოთ ჩვენი განვლილი გზა.

კრიზისის დროს ადამიანი ბევრ რამეს ახლებურად გაიაზრებს, ესმის, თუ რა არ გააკეთა ისე, როგორც საჭირო იყო და რა უნდა შეცვალოს საკუთარ თავში. ხოლო დაავადება - ესეც ხომ იგივე კრიზისია - ერთგვარი გაფრთხილება, განგაშის ზარი, შანსი გამოასწორო რაღაც, თუნდაც ჯანმრთელობისადმი საკუთარი დამოკიდებულების შეცვალის მცდელობა. ამ პერიოდში ხდება ღირებულებების მკაცრი გადაფასება.

შეიძლება ბევრმა არ იცოდეს, მაგრამ კორონავირუსი ორგანიზმში, ლორწოვანის გარსის და ფილტვების გარდა, სხვა ორგანოთა სისტემებზეც - მ.შ. ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და ტვინის გარსზეც ახდენს გავლენას.

უკვე დადასტურებულია, რომ ახალმა ვირუსმა გამოავლინა ნეიროტროპიულობა და ნეიროტოქსიკურობა - ამ ბოლო დროს აქტიურად გამოვლენილი ანოსმიის (ყნოსვის უეცარი დაკარგვა) და აგევზიის (გემოვნების უეცარი დაკარგვა) განვითარებით, ასევე გამოხატულია შემეცნებითი დარღვევები - მეხსიერების და გონებრივი მუშაობის შემცირების სახით, დეპრესიული მდგომარეობა, თავის ტკივილი, ძილის დარღვევა და სხვ. ყველა ეს გამოვლინება დაიკვირვება იმ პაციენტებში, რომლებსაც ახალი კორონავირუსული ინფექცია თუნდაც მსუბუქი ფორმით გადაიტანეს.

- რატომ ხდება ეს?

- ნერვული და იმუნური სისტემები მჭიდროდაა დაკავშირებული და ქმნის სხეულის კონტროლის ერთ სისტემას. ეს კავშირი ხორციელდება ციტოკინებისა და ნეიროპეპტიდების საშუალებით. თავის მხრივ, დეპრესია იწვევს სტრესჰორმონის კორტიზოლის გამოყოფას, რომელიც თრგუნავს იმუნურ სისტემას, ასევე ადრენალინის და ნორადრენალინის გამოყოფას, მათი საშუალებით ითრგუნება ლიმფოციტების აქტივობა. არსებობს მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება, რომ სტრესის პიკში ყველა კლასის იმუნოგლობულინების შემცირება აღინიშნება, ანუ ადამიანი განიცდის იმუნოდეფიციტს.

ექიმები, რომლებიც ინფექციურ საავადმყოფოებში მუშაობენ, ირწმუნებიან, რომ ვისაც მძიმე ფორმის კორონავირუსი ჰქონდა, კლინიკიდან აბსოლუტურად ჯანმრთელი ადამიანი არ გამოდის. ეს დაავადება არ გაივლის შედეგების გარეშე და ზოგიერთი შეგრძნება შეიძლება გაგრძელდეს მრავალი კვირის ან თვეების განმავლობაშიც კი.

- რას წარმოადგენს პოსტკოვიდური სინდრომი და მისი რა შედეგები საჭიროებს რეაბილიტაციას?

- კორონავირუსის შემდეგ წარმოქმნილ უსიამოვნო შეგრძნებებს და გართულებებს პოსტკოვიდის სინდრომი ეწოდება.

mkurnali.ge

მედიცინაში ჯერ არ არის შესწავლილი კორონავირუსული COVID-19 ინფექციის გრძელვადიანი შედეგები.

ექიმების მიერ დასახელებული რამდენიმე ყველაზე გავრცელებულ შედეგი, რომლებიც ხარისხიან რეაბილიტაციას საჭიროებს, ეს არის: უძილობა ან ზედმეტი ძილიანობა; მუდმივი სისუსტე, დაღლილობა; შრომისუნარიანობის დაქვეითება; მეხსიერების დაქვეითება, კოგნიტური დარღვევები (ყურადღების კონცენტრაციის გაძნელება); ასთენიური სინდრომი (ჩვეულებრივი ფიზიკური დატვირთვაც კი გაუსაძლისი ხდება); არტერიული წნევის ცვალებადობა (ჰიპერტენზია ან ჰიპოტენზია); არითმია, ტაქიკარდია, ბრადიკარდია; რესპირატორული ფუნქციის დარღვევები; ქოშინი; დისპეფსია, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მდგომარეობის გაუარესება; დეპრესია;

თუ დაავადება რთულად მიმდინარეობდა, მაშინ შედეგები შეიძლება ძალიან სერიოზული იყოს: ფილტვის ფიბროზი; ინფარქტი; ინსულტი; თრომბოზი და ა.შ.

სამწუხაროდ, პაციენტებს, რომლებიც COVID-19-ის გამო სტაციონარულ მკურნალობას გადიოდნენ, განსაკუთრებით თუ იგი ტარდებოდა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, მათაც შეიძლება განუვითარდეთ ე.წ. ინტენსიური თერაპიის შედეგების შემდგომი სინდრომი.

ამ სინდრომთან დაკავშირებული გართულებები შესაძლებელია იყოს:

  • შემეცნებითი - კოგნიტიური (მეხსიერების, ყურადღების, მართვითი ფუნქციების დარღვევა);
  • ფსიქიკური (დეპრესია, პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, შფოთვა, შიში, პანიკის შეტევები);
  • ვეგეტატიკური (ცირკადული რითმის დარღვევა, გრავიტაციული გრადიენტის დარღვევა);
  • ნეიროკუნთოვანი (განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს კუნთის სისუსტეს, რომელიც რეანიმაციის და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში განვითარდა, კრიტიკული მდგომარეობის პოლინეიროპათიას);
  • ფილტვისმიერი (ფილტვების სუნთქვითი მოცულობის და სასიცოცხლო მოცულობის შემცირება, სისხლის ჟანგბადით გაჯერების შემცირება);
  • ფიზიკური მდგომარეობა (ყოველდღიური ცხოვრების აქტივობის შემცირება, დატვირთვის ტესტის მაჩვენებლების შემცირება);
  • ინტუბაციის შემდეგ ყლაპვის და კვების დარღვევა;
  • ცხოვრების ხარისხის დაქვეითება;
  • ჯანმრთელობის გაუარესება, ასაკთან დაკავშირებული ან თანმხლები დაავადებების გამწვავება - განსაკუთრებით შაქრიანი დიაბეტი და გულისა და სისხლძარღვების დაავადებები.

აღსანიშნავია, რომ ხანდაზმული და თანმხლები დაავადებების მქონე პაციენტები შეიძლება უფრო დაუცველნი იყვნენ გადატანილი მძიმე დაავადების შედეგებისგან და რეაბილიტაცია განსაკუთრებით სასარგებლო იქნება მათი ინფექციამდე არსებული მდგომარეობის დონემდე დასაბრუნებლად.

- რა წარმოადგენს რეაბილიტაციის მიზანს?

აღმდგენი/სარეაბილიტაციო პროცედურები უნდა დაეხმაროს ადამიანს ნორმალური „კოვიდამდელი“ ცხოვრების აღდგენაში. რეაბილიტაცია არაერთ მნიშვნელოვან მიზანს ისახავს:

  • ფილტვების და სუნთქვის ფუნქციის სრულფასოვანი აღდგენა;
  • ფილტვების სასიცოცხლო მოცულობის გაზრდა;
  • პნევმოფიბროზის თავიდან აცილება;
  • შეხორცებითი პროცესების თავიდან აცილება;
  • იმუნური სისტემის გაძლიერება;
  • ქრონიკული დაღლილობის სინდრომის აღმოფხვრა;
  • ძილის ჯანსაღი წესის აღდგენა;
  • არტერიული წნევის და გულის რითმის ნორმალიზება;
  • საჭმლის მონელების გაუმჯობესება;
  • დათრგუნული ფსიქიკური მდგომარეობის და დეპრესიის აღმოფხვრა;
  • ყველა ნარჩენი მოვლენების ლიკვიდირება;
  • ორგანიზმის გამძლეობისა და შრომისუნარიანობის ამაღლება.

- რა დროს არის სასურველი რეაბილიტაციის დაწყება?

- პირველ რიგში, რეაბილიტაცია უნდა იწყებოდეს ინტენსიური თერაპიის და რეანიმაციის პალატებში - ნაწოლების, თრომბოზის, კუნთების ატონიის პრევენციის მიზნით. სპეციალისტები ცდილობენ რაც შეიძლება ადრე დაიწყონ რეაბილიტაცია, მაშინაც კი, როდესაც პაციენტი ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზეა.

როგორც ავღნიშნეთ, კორონავირუსის შემდეგ რეაბილიტაცია აუცილებელია ყველასთვის, ვინც გამოჯანმრთელდა და სახლში გაეწერა, დაავადების სიმძიმის მიუხედავად. მის ახლობლებს უნდა ესმოდეთ, რომ რეაბილიტაცია შეიძლება საკმაოდ დიდხანს გაგრძელდეს - სამი თვიდან ერთ წლამდეც კი და მხარი უნდა დაუჭირონ მას. საერთოდ, ახლობლების როლი, რეაბილიტაციის პერიოდში, ძალიან მნიშვნელოვანია. მაგალითად, ორ-სამსაათიანი გასეირნების მოწყობა პაციენტისთვის, თუნდაც პარკებში ან ქალაქგარეთ - დასაწყისისთვის კარგია ნელი სიარული. ცოტა მოგვიანებით, როდესაც ადამიანი მოღონიერდება შეიძლება უფრო აქტიური სიარული, ზომიერი დატვირთვები. ასევე სასარგებლოა ცურვა, რომელიც მყარ გამაჯანსაღებელ ეფექტს იძლევა; მაგრამ ეს უნდა იყოს წყალში აქტიური მოძრაობა და ა.შ. - სხვა გამაჯანსაღებელი ფიზიკური აქტივობები.

mkurnali.ge

ყველაზე უპრიანი იქნება თუ ასეთ რებილიტაციის ეტაპებს რომელიმე შესაბამისი სამედიცინო ცენტრის გამოცდილი ექიმი რეაბილიტოლოგები ადგენდნენ და თვალყურსაც ადევნებდნენ. ალბათ უკვე დროა (თუ დაგვიანებულიც არ არის) ვიფიქროთ ამ მიმართულების სამკურნალო/სარეაბილიტაციო ცენტრის შექმნაზე, რომელიც პოსტკოვიდური სტრესის დაძლევაში დაეხმარება ადამიანებს. ასეთ ცენტრებში სხვადასხვა სპეციალობის კვალიფიციური ექიმი-რეაბილიტოლოგები უნდა იყვნენ თავმოყრილი.

- არსებობს ეფექტური სამკურნალო საშუალებები, რომლებიც დაგვეხმარება პაციენტების მგომარეობის სწრაფად აღდგენაში?

- რა თქმა უნდა არსებობს ასეთი საშუალებები. ჩვენ ხშირად ვურჩევთ ამ საშუალებებს ჩვენს პაციენტებს და ისინი კმაყოფილები არიან. ამასვე ადასტურებს ევროპული არაერთი ქვეყნის გამოცდილებაც. ეს პრეპარატებია გერმანული კომპანია ჰეელის სამკურნალო/პროფილაქტიკური საშუალებები. საინტერესოა ისიც, რომ მათი ზემოქმედება არ იწვევს დამატებით ფარმაკოლოგიურ ტოქსიკურ დატვირთვას ორგანიზმზე. რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პოსტკოვიდის შემთხვევაში. მათი გამოყენებით შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ სხვადასხვა ნარჩენი მოვლენები:

  • ორგანიზმის გასუფთავების ხელშეწყობა, მასზე ვირუსის ზემოქმედების შემდგომ არსებული ცვლის ნარჩენი პროდუქტებისგან/ტოქსინებისგან - ლიმფომიოზოტი (უნიკალური სადეტოქსიკაციო და სადრენაჟო თვისებები - ორგანიზმის საერთო ინტოქსიკაციის აღმოფხვრა, ორგანიზმის ლორწოვან გარსებთან ასოცირებული ლიმფოიდური ქსოვილის გააქტივება, ლიმფის წარმოქმნის და ცირკულაციის გაუმჯობესება);
  • ლორწოვანი გარსის დაზიანებისას - აღსადგენად - მუკოზა კომპოზიტუმი (უანალოგო, უნიკალური შემადგენლობის პრეპარატი, რომელიც ერთროულად რამოდენიმე მიმართულებით მუშაობს: ბარიერული - ორგანიზმის ლორწოვანი გარსების ფუნქციის გაუმჯობესება, რეპარაციული - ლორწოვანის მთლიანობის აღდგენა, დამცველობითი - იმუნური სისტემის მოდულაცია, დეტოქსიკაციური, ანთების საწინააღდეგო და სხვ.);
  • სისუსტის, დაღლილობის, შრომისუნარიანობის დაქვეითების, ასთენიური სინდრომისას - რომელიც ენერგეტიკულ დისბალანსზე მიუთითებს - უბიქინონ კომპოზიტუმი და კოენზიმ კომპიზიტუმი, (ენერგეტიკული მეტაბოლიზმის კორექცია - კომპლექსური ზემოქმედება ენერგეტიკული ცვლის ყველა პროცესზე; უჯრედშიგა ფერმენტული სისტემების მუშაობის რეგულაცია; ორგანოების და სისტემების ფუნქციური მდგომარეობის გაუმჯობესება; ორგანიზმის არასფეციფიკური რეზისტენტობის ამაღლება; სტრესული ზემოქმედებისადმი მდგრადობის ამაღლება; იატროგენული ზემოქმედების გვერდითი ეფექტის ინიმუმამდე დაყვანა);
  • მეხსიერების დაქვეითების, კოგნიტური დარღვევების შემთხვევაში - ცერებრუმ კომპოზიტუმი (მარეგულირებელი მოქმედება ცნს-ის ყველა ფუნქციაზე - ნოოტროპული, ანქსიოლიტური, ნეიროლეპტური მოქმედების შეხამება; სისუსტის, ძილის დარღვევის, დაღლილობის, გაღიზიანებადობის, აფექტური თავშეუკავებლობის და სხვ. შემცირება; კოგნიტიური ფუნქციების გაუმჯობესება და ა.შ.);
  • სტრესის, დეპრესიისას - ნეურექსანი (სტრესთან ასოცირდებული სიმპტომების შემცირება; ზოგადი ნერვიულობის / შფოთვის და ჯანმრთელობის სუბიექტური შეფასების გაუმჯობესება; ძილის დარღვევების მოწესრიგება - მისი ბუნებრივი ციკლის აღდგენა; სტრესის ბიომარკერების რაოდენობრივი შემცირება).

და ბოლოს - რებილიტაციის სწორი დაგეგმვა და დროული დაწყება დაგვეხმარება სწრაფად დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რითმს.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

R