„რომპეტროლ საქართველოს“ გუნდმა, პროექტის განხორციელებისთვის საჭირო თანხა - 13000 ლარი „რომპეტროლის“ საერთაშორისო საახალწლო კონკურსში გამარჯვებით მოიპოვა. კორპორატიულ კონკურსში ყველა ის ქვეყანა
მონაწილეობდა, სადაც „რომპეტროლი“ ოპერირებს.

„რომპეტროლი“ ყოველ წელს გრანდიოზულ საახალწლო ღონისძიებას აწყობს, რომელიც რუმინეთში იმართება და მას სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული კომპანიის 5000-მდე თანამშრომელი ესწრება. კოვიდ პანდემიის გამო, წელს ღონისძიებამ უჩვეულო ფორმატი შეიძინა. ის ონლაინ რეჟიმში ჩატარდა, სადაც ყველა ქვეყანამ თანამშრომლების მონაწილეობით შექმნილი კლიპების ჩვენება გამართა საკონკურსო
„რომპეტროლ საქართველოს“ გუნდმა ონლაინ ღონისძიებაზე, სხვა ქვეყნების მსგავსად, თანამშრომლების მონაწილეობით შექმნილი საკონკურსო კლიპი წარადგინა, რომელმაც ხმათა უმრავლესობით გამარჯვება მოიპოვა.
„საკონკურსო კლიპის გმირი ჩვენი ჩამსხმელი ოპერატორია, რომელიც სამსახუროებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ბენზინგასამართ სადგურზე სრულიად მარტო ელის შობის დადგომას, თუმცა მისი სევდიანი განწყობა უეცრად იცვლება, როდესაც მოულოდნელად „რომპეტროლის“ თანამშრომლები უერთდებიან და შობას მასთან ერთად ხვდებიან.“ - აცხადებენ კომპანიაში.

„რომპეტროლ საქართველომ“ პანდემიის პერიოდში სამედიცინო სფეროს დასახმარებლად მიმართული სხვა პროექტებიც განახორციელა. კომპანიამ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, თავისი წვლილი შეიტანა კოვიდ 19-თან ბრძოლაში და აპრილსა და მაისში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს 60000 ლიტრი საწვავი უსასყიდლოდ გადასცა. დეკემბრის თვეში კი „რომპეტროლი“ მოხუცებულთა ჰოსპისს - „ფერისცვალება“-ს დაეხმარა და 500 ლიტრი საწვავი საჩუქრად გადასცა. შედეგად, პანდემიის პერიოდში დაწესებულების ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულების - შინ ზრუნვის პროგრამის შეუფერხებლად განხორციელება უზრუნველყო.
„რომპეტროლი საქართველო“ ადგილობრივ ბაზარზე მე-15 წელია სტაბილურად და წარმატებით ვითარდება, წარმოადგენს საწვავის ერთ-ერთ უმსხვილეს იმპორტიორს საქართველოში და მომხმარებელს საუკეთესო ხარისხის - ევრო 5 სტანდარტის საწვავს სთავაზობს. მისი მფლობელი ჯგუფი KMG International-ი კი, 6000 თანამშრომლით, ევროპისა და ცენტრალური აზიის 11 ქვეყანაში ოპერირებს და წარმოადგენს შავი და ხმელთაშუა ზღვების რეგიონებში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ მოთამაშეს.
R