პროსტატის კიბოს სკრინინგისა და მკურნალობის ცენტრი MMT-ჰოსპიტალში - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2021

პროსტატის კიბოს სკრინინგისა და მკურნალობის ცენტრი MMT-ჰოსპიტალში

პროსტატის კიბოს სკრინინგისა და მკურნალობის ცენტრი MMT-ჰოსპიტალში
პროსტატა – „მამაკაცის მეორე გული“, როგორც ხშირად უწოდებენ წინამდებარე ჯირკვალს, მნიშვნელოვან ბიოლოგიურ ფუნქციებს ასრულებს მამაკაცის ორგანიზმში. პროსტატის ესა თუ ის პათოლოგია, ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, ბევრი მამაკაცის პრობლემაა.

პროსტატის კიბო სიხშირით მესამე ადგილზეა საქართველოში, სარძევე ჯირკვლისა და ფილტვის კიბოს შემდეგ.

შესაბამისად, ძლიერი სქესის წარმომადგენელები ხშირად დგებიან ფაქტის წინაშე, როცა მათი „მეორე გული“ შველას ითხოვს.

ვის უნდა მიმართოთ ასეთ დროს, რომელ კლინიკას მიაკითხოთ პრობლემის მოსაგვარებლად?

საუკეთესო და ყველაზე სწორი არჩევანი – გურამ ქარაზანაშვილის უროლოგიური ჰაბია, რადგან MMT-ჰოსპიტალში პროსტატის კიბოს სკრინინგისა და მკურნალობის განსაკუთრებული
ცენტრია!

დიდი გამოცდილების მქონე პროფესიონალ სპეციალისტებთან ერთად, ამ ცენტრში ულტრათანამედროვე ტექნოლოგიები და მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი მკურნალობის მეთოდებია!


რითია გამორჩეული პროსტატის კიბოს სკრინინგისა და მკურნალობის ცენტრი MMT-ჰოსპიტალში?

  • ამ ცენტრში
    პროსტატის კიბოს სკრინინგის უნიკალური ტექნოლოგიაა!
    დსთ-სა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში MMT-ჰოსპიტალი პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი კლინიკაა, რომელიც პროსტატის კიბოს სკრინინგს ულტრათანამედროვე მიკროულტრაბგერის საშუალებით ახორციელებს. მიკროექოსკოპია 300 %-ით აუმჯობესებს პროსტატის დაავადებათა დიაგნოსტიკასა და მკურნალობას. ამ აპარატს აქვს მაგნიტურ რეზონანსულ ტომოგრაფიაზე მაღალი სენსიტიურობა პროსტატის კიბოსადმი. მიკრო-ექოსკოპია არის პროსტატის კიბოს სკრინინგისათვის მოწოდებული ყველაზე ზუსტი და სრულყოფილი ტექნოლოგია, უაღრესად დახვეწილი ულტრათანამედროვე სისტემა, რომელიც შექმნილია სპეციალურად წინამდებარე ჯირკვლის ქსოვილთა უჯრედულ დონეზე (70 ნმ-სიზუსტით) შესასწავლად. ულტრაბგერითი გამოკვლევით ვლინდება როგორც წინამდებარე ჯირკვალში მიმდინარე ანთებითი პროცესი (პროსტატიტი), ასევე პროსტატის ახალწარმონაქმნები; კერძოდ, დიაგნოსტირდება პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია (ადენომა) და ავთვისებიანი სიმსივნეები.
  • საქართველოსა და მთელი რეგიონის მასშტაბით მხოლოდ MMT ჰოსპიტალში ტარდება პროსტატის დამიზნებითი ბიოფსია!
    დამიზნებითი ბიოფსია გულისხმობს ქსოვილოვანი მასალის მიზანმიმართულად მხოლოდ სიმსივნური უბნებიდან აღებას, მაშინ როცა, სისტემური ბიოფსიის დროს პროსტატის რამდენიმე უბნიდან წარმოებს საკვლევი მასალის მოპოვება. იმის გამო, რომ ჩვეულებრივი, ტრადიციული ექოსკოპიით ვერ ხერხდება სიმსივნური კერების სრულფასოვნად იდენტიფიკაცია და მიზანმიმართულად მხოლოდ სიმსივნური უბნებიდან მასალის მოპოვება, საქართველოსა და რეგიონის სხვა კლინიკებში, სადაც არ არსებობს მიკროექოსკოპი, როგორც წესი, პაციენტებს 12 ბიოპტატს უღებენ, წინამდებარე ჯირკვლის 12 სხვადასხვა უბნიდან;

თუმცა, ბრმა, უმართავი და დაუმიზნებელი ბიოფსიების ეპოქა საქართველოშიც დასრულდა!

მიკროექოსკოპით ჩატარებული ბიოფსია 300 %-ით უფრო ზუსტია და ხშირ შემთხვევაში აღარ საჭიროებს ძვირადღირებული რადიოლოგიური კვლევების დამატებით ჩატარებას;

MMT-ჰოსპიტალში პაციენტებს შეუძლიათ უახლესი მიკროექოსკოპით უპრობლემოდ ჩაიტარონ დამიზნებითი ბიოფსია, მიზანმიმართულად მხოლოდ სიმსივნური უბნებიდან, აირიდონ ზედმეტი ჩხვლეტა და უსიამოვნებანი!

  • MMT-ჰოსპიტალში პროსტატის კიბოს მსოფლიოს ყველაზე უკანასკნელი სტრატეგიების გამოყენებით მკურნალობენ, მათ შორის შორსწასულ და მეტასტაზურ კიბოს. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ცენტრში წარმატებით მკურნალობენ და სიცოცხლეს უხანგრძლივებენ პროსტატის კიბოთი დაავადებულ პაციენტებს, დაავადების მძიმე ფორმების დროსაც კი (მე-3 და მე-4 სტადია), როდესაც სიმსივნე გამოსულია პროსტატის ფარგლებს გარეთ, ჩაზრდილია შარდის ბუშტსა და სწორ ნაწლავში. რაც მთავარია, პროსტატის კიბოს ოპერაციები შარდის შეკავების უნარისა და პოტენციის შენარჩუნებით ხორციელდება.

პროფესორი, უროლოგი გურამ ქარაზანაშვილი პროსტატის კიბოს რადიკალური ოპერაციების დროსაც საკუთარ, ანტიგრადულ-რეტროგრადულ მეთოდიკას იყენებს, რომელიც ამ ოპერაციების ყველაზე ხშირი გართულებების – იმპოტენციისა და შარდის შეუკავებლობის არიდებას უზრუნველყოფს.

აღსანიშნავია, რომ ასეთი ოპერაციები MMT-ჰოსპიტალში მაღალეფექტურად ტარდება, მიუხედავად დაავადების სტადიისა და მეტასტაზების არსებობისა, მაშინ როცა, უცხოეთშიც კი ყველა კლინიკაში არ ახორციელებენ მსგავს ქირურგიულ ჩარევებს, რთული და არასტანდარტული ოპერაციებით განსაკუთრებული ცენტრებია დაკავებული.

  • სულ მალე MMT-ჰოსპიტალში დაინერგება პროსტატის კიბოს არაინვაზიური მკურნალობის უახლესი ტექნოლოგია HIFU.

ეს არის ულტრათანამედროვე, საოცრად დახვეწილი სისტემა, მოწოდებული პროსტატის კიბოს ადრეულ სტადიებზე არაინვაზიური მეთოდით (უოპერაციოდ, უსისხლოდ) მკურნალობისთვის. HIFU-ს მოქმედება ეფუძნება მაღალი ინტენსივობის ულტრაბგერითი ტალღების ფოკუსირებას უშუალოდ პროსტატის კიბოს უჯრედებზე და სითბური ეფექტის შექმნით სიმსივნური კერის განადგურებას. მკურნალობის ამ ულტრათანამედროვე მეთოდით შესაძლებელია ძირითად გართულებათა (იმპოტენციისა და შარდის შეუკავებლობის) მაქსიმალურად არიდება. უშუალოდ სიმსივნურ კერაზე ფოკალურად, მიზანმიმართულად ზემოქმედების გზით მინიმუმამდე დაიყვანება პროსტატის ირგვლივი ქსოვილებისა და ნერვების დაზიანება, რაც თანმხლები გართულებების არიდების საშუალებას იძლევა.

mkurnali.ge

2015 წლის ოქტომბერში HIFU – Sonablate ტექნოლოგიამ პროსტატის ქსოვილთა აბლაციისთვის FDA-ს ნებართვა მიიღო. 2021 წელს კი ის საქართველოშიც ხელმისაწვდომი იქნება!

პროსტატის კიბოს სკრინინგისა და მკურნალობის ცენტრი MMT-ჰოსპიტალში

ყველაზე სწორი არჩევანი

ულტრათანამედროვე მეთოდებით და მსოფლიო სტანდარტებით მკურნალობისთვის!

R


გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
კატეგორიის სხვა სტატიები
შესაძლოა, ბებიებისგან გსმენიათ ფრაზა „ნიკრისის ქარი“ ან „მეფეების დაავადება“ - ეს პოდაგრას ხალხში გავრცელებული სახელებია,
დღე დაძინების მოთხოვნილება ძირითადად განპირობებულია ჩვენი ბიოლოგიით
სპეციალიზებული ბავშვთა სასწრაფო სამედიცინო დახმარება „პედიატრი“ პაციენტებსა და მათი ოჯახის წევრებს „სასწრაფო პედიატრის“ გამოძახების შემთხვევაში კოვიდ-დიაგნოსტიკას ბინაზე მისვლით, სრულიად უსასყიდლოდ სთავაზობს.
სემაგლუტიდი წარმოადგენს ადამიანის ჰორმონის ხელოვნურ ანალოგს. აღნიშნული ჰორმონი სისხლში გადმოისროლება ჭამის შემდეგ.
გავრცელებული კვლევები ოჯახის დაგეგმვისას ან ორსულობის პირველ ტრიმესტრში
უახლესი ლაზერული აპარატით,რომელიც კლინიკა "ახალმა მზერამ" მიიღო გრანტის წესით, შესაძლებელია გლაუკომის სკრინინგი,
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად