2020 წლის 10 ძირითადი მოვლენა მსოფლიო მედიცინაში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

2020 წლის 10 ძირითადი მოვლენა მსოფლიო მედიცინაში

კორონავირუსის SARS-CoV-2 პანდემიაც იქცევა ერთდროულად ტრაგედიად და მომავალი პროგრესის საფუძველადაც.

1. კორონავირუსის ძირფესვიანი შესწავლა

გასული წლის იანვარში, უმრავლესობა ფიქრობდა, რომ შორეული ჩინეთის პროვინციაში, უცნობი ინფექციის აფეთქება მხოლოდ ერთერთი ლოკალური ეპიდემია იყო. თუმცა კვლევითმა ორგანიზაციებმა ძალიან სწრაფად მოახდინეს ძალების მობილიზება ახალი კორონავირუსის, სახელად SARS-CoV-2 კვლევისათვის. მისი გენომი გაშიფრული იქნა გამომწვევის გამოვლენიდან (2019 წ. 31 დეკემბერი, ჩინეთი ქალაქი ვუჰანი) რამოდენიმე კვირაში. თებერვლის დასაწყისში საჯაროდ ხელმისწვდომი გახდა ელექტრონული მიკროსკოპით გადღებული ახალი კორონავირუსის სურათები და ზოგადად გასაგები გახდა ადამიანზე მისი მოქმედების მექანიზმი.

2. ტესტები კორონავირუსზე

პანდემიის პირველი თვეების კვლევები და ამ მონაცემებზე ხელმისაწვდომობა გახდა იმის საფუძველი, რომ მარტი-აპრილისთვის გამოჩნდა კორონავირუსსა და მის ანტისხეულებზე საკმაოდ საიმედო ტესტები. pjr/PCR ტესტები კვლევის ძირითად მეთოდად რჩება, მაგრამ მნიშვნელოვანია ტესტის სიმარტივე და სიჩქარეც.

3. კორონავირუსის ვაქცინა-რეკორდულ ვადებში

ზაფხულის ბოლოს, მთელი მსოფლიოში, ახალ ამბებში გაჩნდა ვაქცინის შემუშავებასთან დაკავშირებული იმედის ნოტები. მუშაობა მიმდინარეობს ა.შ.შ-ში, ჩინეთში, დიდ ბრიტანეთში, რუსეთსა და სხვა ქვეყნებში. ნოემბრის შუა პერიოდიდან ამ მარათონში გამოიკვეთა რამოდენიმე ლიდერი: ამერიკული ფარმკომპანიის Pfizer და გერმანული ბიოტექნოლოგიური სტარტაპის BioNTech კოლაბორაცია, ამერიკული ბიოტექნოკლოგიური კომპანია Mოდერნა და ბრიტანული ფარმკომპანია Aსტრაძენეცა ოქსფორდის უნივერსიტეტთან ერთად.

კლინიკური კვლევის მესამე ფაზის მონაცემების თანახმად, ვაქცინის ეფექტურობა 70-95%-ის ფარგლებში მერყეობს და 2021 წელს სამყარო შეხვდა ამ პრეპარეტების მიმართ დიდი იმედებით.

4. გარღვევა ტელემედიცინაში

უკვე 20 წელია, რაც ონლაინ-მედიცინა იმყოფება ჩანასახოვან მდგომარეობაში. სწორედ 2020 წელს, კარანტინის, ლოკდაუნის და თვითიზოლაციის პერიდში, ექიმთან დისტანციური ურთიერთობის აუცილებლობა ნათელი გახდა. ტელემედიცინის სერვისები ჩაუშვეს ათეულობით ორგანიზაციამ და Iთ-კომპანიამ.

5. ჩღIშPღ-ჩას ტექნოლოგიამ ნობელის პრემია დაიმსახურა.

2020 წლის ნობელის პრემია ქიმიაში მიენიჭათ ფრანგ მეცნიერს ემანუელ შარპანტიეს და ამერიკელ ჯენიფერ დაუდნეს. მათ შექმნეს ჩღIშPღ/ჩას9 გენომის რედაქტირების მეთოდი. ეს ტექნოლოგია საშუალებას იძლევა ნებისმიერი ორგანიზმის (ვირუსიდან დაწყებული ადამიანით დამთავრებული) დნმ-ში შეიტანოს წერტილოვანი ცვლილებები. მეცნიერები ამ აღმოჩენას უკავშირებენ მრავალ დაავადებაზე, მათ შორის აივ-ინფექციასა და შიდსზე გამარჯვების იმედებს.

6. აივ-ის განკურნება შესაძლებელი იქნება?

2020 წელი გახდა ამ დაავადების მკურნალობაში გარღვევის პერიოდი. AIDS-2020-ის 23-ე საერთაშორისო კონფერენციაზე, სან-პაულუს (ბრაზილია) ფედერალური უნივერსიტეტის მეცნიერებმა გააკეთეს მოხსენება პაციენტთან დაკავშირებით, რომელიც განთავისუფლდა ვირუსისაგან წამლებით მკურნალობის შედეგად. მანამდედაც იყო ორი ადამიანის განკურნების შემთხვევა-ე.წ. ბერლინელი და ლონდონელი პაციენტების, რომლებმაც დაამარცხეს აივ-ი. მაგრამ მათ გადაუნერგეს ძვლის ტვინი. "ბრაზილიელი პაციენტი" გახდა პირველი, რომელიც სწორად მოფიქრებული АРВ-თერაპიის წყალობით გამოჯანმრთელდა.

7. ახალი ანტიბიოტიკი

ანტიბიოტიკორეზისტენტობის პრობლემა შეიძლება გახდეს ერთერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა უახლოეს მომავალში. COVID-19-ის პანდემიამაც, შეიძლება შეასრულოს ამაში თავისი სახიფათო როლი. პრობლემის არსი იმაში მდგომარეობს, რომ რაც უფრო აქტიურად ვიყენებთ ანტიბიოტიკებს, მით უფრო სწრაფად ხდებიან ბაქტერიები მათ მიმართ მდგრადები.

2020 წელს ანტიბიოტიკების მოძიებას მეცნიერებმა დიდი ძალისხმევა მოანდომეს. თებერვალში მასაჩუსეტის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს ქელიცინი, ხოლო დეკემბერში გამოქვეყნდა სტატია, სადაც აღწერილი იქნა ორმაგი მოქმედების ანტიბიოტიკების ახალი კლასი. მათ გააჩნიათ "სუპერმიკრობების" მიმართ აქტივობა. "სუპერმიკრობები" ის ბაქტერიებია, რომლებსაც გამოუმუშავდათ მდგრადობა არსებული პრეპარატების მიმართ.

8. კიბოს გამოვლენა სისხლის ანალიზით შეიძლება გახდეს შესაძლებელი

ონკოლოგიური დაავადებები მთელ მსოფლიოში სიკვდილიანობის ერთერთი ხშირ მიზეზს წარმოადგენს, ხოლო კიბოს ადრეული გამოვლინების პრობლემა ყველაზე მწვავედ დგას დღევანდელ მედიცინაში.

2020 წელს დიდ ბრიტანეთში სტარტი აიღო სისხლის უნივერსალური ანალიზის კვლევამ, რომელიც 50 ტიპის ონკოდაავადების ადრეულ სტადიაზე გამოვლენის საშუალებას იძლევა. კვლევა დასრულდება 2023 წლისთვის და თუ ის ეფექტური აღმოჩნდა, სულ მალე, კიბოს ადრეული დიაგნოსტიკისთვის სისხლის ანალიზი გახდება მასობრივი, რაც უზარმაზარი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

9. გაფანტული სკლეროზის სამკურნალო ახალი პრეპარატი

როგორც ეს ხშირად ხდება, პრეპარატი ოფატომუმაბი FDA თავდაპირვალად, 2009 წელს დაამტკიცა როგორც ქრონიკული ლიმფოლეიკოზის სამკურნალო საშუალება, ხოლო 2020 წელს გადაპროფილდა გაფანტული სკლეროზის მორეციდივე ფორმის სამკურნალო საშუალებად.

10. ალცჰაიმერის დაავადების პროგნოზირება გახდება შესაძლებელი.

ალცჰაიმერის დაავადებაზე სისხლის ანალიზი- 2020 წლის კიდევ ერთი პატარა სამედიცინო რევულუციაა. მეცნიერებმა გამოავლინეს შესაბამისი ბიომარკერები სისხლის პლაზმაში, დაავადების პირველი სიმპტომების გამოვლენამდე დაახლოებით ოთხი წლით ადრე. ეს იმას ნიშნავს, რომ სისხლის ამგვარი ანალიზი არაერთ სიცოცხლეს გადაარჩენს მომავალში.