7 რამ რაც უნდა იცოდე კბილების გათეთრების შესახებ
ქ. ხიზანიშვილის სტომატოლოგიური ცენტრი გთავაზობს კბილების ქიმიური გათეთრების პროცედურას ცივი ნათების, იგივე Zoom-ის აპარატით. აპარატს აქვს განსაზღვრული სინათლის ტალღის სიგრძე, რაც სპეციალურ მათეთრებელ გელზე დანათებისას ააქტიურებს მას და წარმოქმნისთავისუფალჟანგბადს, რაც თავის მხრივ, ქმნის გათეთრების ეფექტს.
რა უპირატესობა აქვს ზუმის აპარატს?
ქიმიური გათეთრების სხვა მეთოდებთან შედარებით, ზუმის აპარატი არის ყველაზე უსაფრთხო- არ აზიანებს კბილის ქსოვილსა და გარშემო სტრუქტურებს და ასევე, გამოირჩევა მყისიერი ეფექტითა და მდგრადი შედეგით.
პროცედურა და მისი ხანგრძლივობა
კბილების გათეთრების პროცედურის დაწყებამდე ხდება კბილების ფოტოგრაფირება, რომ პროცედურის დასრულების შემდგომ პაციენტმა შეძლოს შედეგის ნახვა. ამის შემდეგ, ღრძილებზე ხდება დამცავი გელის დატანა,რის შემდეგაც ხდება კბილებზე მათეთრებელი გელის წასმა და აპარატით დანათება.მათეთრებელი გელის მშრალად მოშორება და ისევ დადება ხდება სამჯერ, 15 წუთის ინტერვალით. ჯამში, პროცედურა გრძელდება 45 წუთი.
რამდენი ტონით ხდება ემალის გათეთრება?
ემალის გათეთრება ხდება საშუალოდ 5-დან 8 ტონამდე. თუმცა, ინდივიდუალურია და დამოკიდებულია პაციენტის კბილის ემალის შემადგენლობასა და კბილის ფერზე.
რა არის საჭირო გათეთრების პროცედურამდე?
გათეთრების პროცედურამდე აუცილებელია, პაციენტს ჰქონდეს ჩატარებული კბილების ჰიგიენური წმენდა.
თუ კბილები უმნიშნველოდ გასაწმენდია, შესაძლებელია, წმენდა და გათეთრება ერთ სეანსში ჩატარდეს. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს აქვს ქვები და დიდი რაოდენობით ნადები, მაშინ გაწმენდის პროცედურა აუცილებლად რამდენიმე დღით ადრე უნდა ჩატარდეს.
შესაძლებელია თუ არა გათეთრება ბჟენების შემთხვევაში?
თუ პაციენტს აქვს ბჟენი, გათეთრება შესაძლებელია, თუმცა ბჟენის გამოცვლა იქნება საჭირო, ვინაიდან გათეთრების პროცედურის შემდეგ კბილები გათეთრდება, ბჟენს კი შეუნარჩუნდება საწყისი ფერი.
გათეთრების ეფექტი და მდგრადობა
გათეთრების პროცედურის ეფექტი გაცილებით ხანგრძლივია, თუ პაციენტი დაიცავს სტომატოლოგის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს. მაგალითად, აუცილებელია გათეთრებიდან 7-10 დღის განმავლობაში „თეთრი დიეტის“ დაცვა, რაც გულისხმობს მფერავი ნივთიერებების ამოღებას (ყავა, ჩაი, სიგარეტი ა.შ.).
სახლის პირობებში სტომატოლოგები გვირჩევენ მათეთრებელი კბილის პასტის გამოყენებასაც. აღნიშნული რეკომენდაციების გათვალისწინების შემთხვევაში, გათეთრების ეფექტი ნარჩუნდება 1 წლის განმავლობაში.
რეკომენდირებულია სახლის ხაზის გამოყენებაც. პაციენტისთვის ხდება ანაბეჭდის აღება, რის საფუძველზეც მზადდება სილიკონის რეზერვუარები - კაპები. აღნიშნულ კაპებში თავსდება მათეთრებელი გელი და ექიმის მიერ ინდივიდუალურად შერჩეული სქემის მიხედვით ხდება კაპების კბილებზე მოთავსება. საოფისე გათეთრების შედეგი არათუ ნარჩუნდება, უმჯობესდება კიდეც. ამ პროცედურის წელიწადში რამოდენიმეჯერ ჩატარებისას საოფისე გათეთრებასთან ერთად 3-4 წელი შენარჩუნდება გათეთრების ეფექტი.
შეხვდი ახალ წელს ქათქათა კბილებით
თუ კბილების გათეთრება გადაწყვიტე, ქ. ხიზანიშვილის სტომატოლოგიური ცენტრი დეკემბრის ბოლომდე გთავაზობს 100-ლარიან ფასდაკლებას როგორც საოფისე - Zoom-ის აპარატით გათეთრებაზე, ასევე სახლის ხაზზეც. თითოეულის შემთხვევაში 350 ლარის მგარივრად 250 ლარს გადაიხდით.
ორივე ტიპის გათეთრების პაკეტურად აღებისას გადაიხადე 700 ლარის ნაცვლად 500 ლარიდა შეხვდი ახალ წელს თეთრი ღიმილით!
შეგახსენებ, რომ ქ. ხიზანიშვილის სტომატოლოგიურ ცენტრში შეგიძლიაისარგებლო საქართველოს ბანკის განვადებით.
კბილების გათეთრების რეალური შედეგების სანახავად გაეცანი ფოტომასალას ქ. ხიზანიშვილის სტომატოლოგიური ცენტრისFacebook და Instagram გვერდებზე:
Facebook: https://www.facebook.com/khizanishvilidentalcenter/
Instagram: http://bit.ly/instagram-khizanishvili
დროა, გაილამაზო ღიმილი