მუხის ზედაპირს უნიკალური თვისება აღმოაჩნდა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მუხის ზედაპირს უნიკალური თვისება აღმოაჩნდა

მეცნიერები ცდილობენ ისეთი ზედაპირების მოძიებას, რომელზედაც ბაქტერიები მაქსიმალურად არაკომფორტულად იგრძნობენ თავს. ნანტის უმაღლესი სკოლის მეცნიერებმა ჩაატარეს სხვადასხვა ტიპის ზედაპირების კვლევა, რომელზედაც სამედიცინო დაწესებულებებში შეიძლება აღმოჩნდეს წამლის მიმართ მდგრადი ბაქტერიები.

მეცნიერებმა შეადარეს დაუმუშავებელი მუხა, ალუმინი, პოლიკარბონარი და უჟანგავი ლითონი. სპეციალისტების გასაკვირად, მუხა, სხვა მასალებისგან განსხვავებით, უფრო ეფექტურად თრგუნავდა ბაქტერიების ზრდას, რაც დაადასტურა მთელ რიგ პათოგენებზე - Acinetobacter baumannii, Enterococcus faecalis, Klebsiella pneumoniae და Staphylococcus aureus - ჩატარებულმა ექსპერიმენტმა. ბაქტერიების უჯრედების სიცოცხლისუნარიანობა მოწმდებოდა ექსპერიმენტის 1-ლ, მე-2, მე-6, მე-7 და მე-15 დღეს.

მეცნიერების გუნდმა აღმოაჩინა, რომ ბაქტერიების რაოდენობა მუხის ზედაპირზე სწრაფად მცირდებოდა მუხის განივ და ტანგენციალურ ჭრილზე. განივ ჭრილზე ხეს უფრო მაღალი ფორიანობა აქვს ტანგენციალურთან შედარებით. მაგრამ მიუხედავად ამისა, მეცნიერებმა განსაკუთრებული სხვაობა, ბაქტერიების ზრდის დათრგუნვის თვალსაზრისით, ვერ ნახეს.

მეცნიერების ახსნით ხის მასალა ჰიგროსკოპიულია, რაც იმას ნიშნავს რომ მისი ბოჭკოები იწოვენ ტენს, რის შედეგადაც მიკრობები ვეღარ იღებენ საკმარისი რაოდენობით წყალს. გამოშრობის ეფექტის ხარჯზე ხდება ბაქტერიების ზრდის შეზღუდვა ან განადგურება. ამას გარდა, ხეს გააჩნია მიკრობებისგან ქიმიური დაცვის მექანიზმი ექსტრაქტული ნივთიერებების სახით. აღნიშნულ ნაერთებს გააჩნია ანტიმიკრობული აქტივობა.