მუხის ზედაპირს უნიკალური თვისება აღმოაჩნდა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2021

კითხვა-პასუხი

მუხის ზედაპირს უნიკალური თვისება აღმოაჩნდა

მუხის ზედაპირს უნიკალური თვისება აღმოაჩნდა
მსოფლიოს ერთერთი უმწვავესი პრობლემა მდგრად ბაქტერიებს უკავშირდება. გარდა ახალი წამლების ძიებისა, მეცნიერები ცდილობენ ისეთი ზედაპირების მოძიებას, რომელზედაც ბაქტერიები მაქსიმალურად არაკომფორტულად იგრძნობენ თავს. ნანტის უმაღლესი სკოლის მეცნიერებმა ჩაატარეს სხვადასხვა ტიპის ზედაპირების კვლევა, რომელზედაც სამედიცინო დაწესებულებებში შეიძლება აღმოჩნდეს წამლის მიმართ მდგრადი ბაქტერიები.

მეცნიერებმა შეადარეს დაუმუშავებელი მუხა, ალუმინი, პოლიკარბონარი და უჟანგავი ლითონი. სპეციალისტების გასაკვირად, მუხა, სხვა მასალებისგან განსხვავებით, უფრო ეფექტურად თრგუნავდა ბაქტერიების ზრდას, რაც დაადასტურა მთელ რიგ პათოგენებზე - Acinetobacter baumannii, Enterococcus faecalis, Klebsiella pneumoniae და Staphylococcus aureus - ჩატარებულმა ექსპერიმენტმა. ბაქტერიების უჯრედების სიცოცხლისუნარიანობა
მოწმდებოდა ექსპერიმენტის 1-ლ, მე-2, მე-6, მე-7 და მე-15 დღეს.

მეცნიერების გუნდმა აღმოაჩინა, რომ ბაქტერიების რაოდენობა მუხის ზედაპირზე სწრაფად მცირდებოდა მუხის განივ და ტანგენციალურ ჭრილზე. განივ ჭრილზე ხეს უფრო მაღალი ფორიანობა აქვს ტანგენციალურთან შედარებით. მაგრამ მიუხედავად ამისა, მეცნიერებმა განსაკუთრებული სხვაობა, ბაქტერიების ზრდის დათრგუნვის თვალსაზრისით, ვერ ნახეს.

მეცნიერების ახსნით ხის მასალა ჰიგროსკოპიულია, რაც იმას ნიშნავს რომ მისი ბოჭკოები იწოვენ ტენს, რის შედეგადაც მიკრობები ვეღარ იღებენ საკმარისი რაოდენობით წყალს. გამოშრობის ეფექტის ხარჯზე ხდება ბაქტერიების ზრდის შეზღუდვა ან განადგურება. ამას გარდა, ხეს გააჩნია მიკრობებისგან ქიმიური დაცვის მექანიზმი ექსტრაქტული ნივთიერებების სახით. აღნიშნულ ნაერთებს გააჩნია ანტიმიკრობული აქტივობა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
კატეგორიის სხვა სტატიები
NDI-ის უახლესი კვლევის თანახმად, ჯანდაცვის სისტემის ყველაზე დიდ პრობლემად წამლების საფასური სახელდება.
შიდსიც რომ პანდემიაა, ამის შესახებ მსოფლიოს და მათ შორის, საქართველოს მოსახლეობამ უკვე კარგად იცის.
ადამიანი მუდმივად მზად უნდა იყოს სეზონურ, ვირუსულ ინფექციებთან საბრძოლველად და მუშაობდეს საკუთარი იმუნური სისტემის გაძლიერებაზე,
ბოლო პერიოდში, D ვიტამინის დეფიციტის გავლენა ჩვენს ჯანმრთელობაზე ერთ-ერთი პოპულარული თემა გახდა.
მხატვრული რესტავრაცია ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროცედურაა, რადგან ამ მანიპულაციის საშუალებით პაციენტს აქვს საშუალება გაილამაზოს ღიმილი მხოლოდ ერთ ვიზიტში.
რეაბილიტაცია მნიშვნელოვანი რგოლია თანამედროვე ჯანდაცვის სფეროში, ის ხელს უწყობს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას და ადამიანის დაბრუნებას ან დაახლოებას იმ მდგომარეობასთან, რომელიც დაავადებამდე იყო.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად