ნინო ხეთაგური: „გლობალური სოლიდარობა და საერთო პასუხისმგებლობა მოითხოვს, ახლებურად შევხედოთ ჯანდაცვის გლობალურ კრიზისებს, მათ შორის, შიდსს“ - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2021

კითხვა-პასუხი

ნინო ხეთაგური: „გლობალური სოლიდარობა და საერთო პასუხისმგებლობა მოითხოვს, ახლებურად შევხედოთ ჯანდაცვის გლობალურ კრიზისებს, მათ შორის, შიდსს“


სლოგანით „შიდსი - ესეც პანდემიაა“ შიდსის ჯანდაცვის ფონდის (AHF) წარმომადგენლობა საქართველოში შიდსის მსოფლიო დღეს უერთდება. 1 დეკემბერს, მსოფლიო შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღეს აღნიშნავს. ამ დღეს, ადამიანები მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ერთიანდებიან, რათა მხარი დაუჭირონ აივ ინფიცირებულებს და პატივი მიაგონ შიდსით დაღუპულთა ხსოვნას. წელს, შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, სლოგანით ,,შიდსი - ესეც პანდემიაა“, აქტიურ კამპანიას გეგმავს შიდსის ჯანდაცვის ფონდის (AHF) წარმომადგენლობა საქართველოში. Covid 19-ის პანდემიის ფონზე, 2020 წელს, შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღის მთავარ გზავნილს - „გლობალური სოლიდარობა, საერთო პასუხისმგებლობა“ წარმოადგენს.
საქართველო აღმოსავლეთ
ევროპაში ლიდერია აივ/შიდსით პაციენტების ანტივირუსული მკურნალობით მოცვისა და მკურნალობაზე მყოფ პაციენტებში ვირუსული არაგანსაზღვრადობის (სუპრესიის) მაჩვენებლებით. 2015 წლიდან, საქართველომ, პირველმა აღმოსავლეთ ევროპაში და ერთ-ერთმა პირველმა მსოფლიოში, დანერგა პრინციპი „უმკურნალე ყველას“, რაც გულისხმობს იმას, რომ მკურნალობა უტარდება ყველა აივ ინფიცირებულს იმუნური სტატუსის და დაავადების სტადიის მიუხედავად. ასეთმა
მიდგომამ უკვე გამოიღო მნიშვნელოვანი დადებითი შედეგი, კერძოდ: ბოლო წლებში აივ/შიდსით პაციენტებში 5-ჯერ და მეტად შემცირდა სიკვდილობა და, ასევე, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ბოლო 3 წლის მანძილზე პირველად დაფიქსირდა აივ ახლად ინფიცირების შემთხვევების კლება.

mkurnali.ge
ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში, ნიკოლოზ ჩხარტიშვილის განცხადებით, აივ/შიდსის შემთხვევების გამოვლენის დაბალი მაჩვენებელი სადღეისოდ მთავარი გამოწვევაა საქართველოში. ქვეყანაში აივ ინფიცირებული პაციენტების მხოლოდ 59%-ია გამოვლენილი. ასევე, სერიოზული გამოწვევაა აივ ინფიცირებული პაციენტების გვიანი გამოვლენა. სპეციალისტი ამ სტატისტიკას საზოგადოებაში არსებული სტიგმით ხსნის. სტიგმის დაძლევის პრობლემებზე საუბრობს შიდსით დაავადებულთა დახმარების ფონდის დირექტორი იზა ბოდოკიაც.

mkurnali.ge

„შიდსის პანდემიის დასამარცხებლად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი სტიგმის დამსხვრევა და გულახდილობაა. საზოგადოების მხრიდან მიუღებლობის გამო, დაინფიცირებულს ეშინია და მალავს თავის სტატუსს. რისკჯგუფის წარმომადგენლები, ხშირ შემთხვევებში, ადრეულ ეტაპზე, თავს არიდებენ ტესტირებას, ხოლო როცა სიმპტომი ვლინდება, შემდგომ უკვე ძალიან გვიანია... ეს ყველაფერი, დაავადების შესახებ საზოგადოების ნაკლებად ინფორმირების ბრალია. საზოგადოებამ უნდა იცოდეს ყველაფერი ზოგადად დაავადების შესახებ - როგორ გადადის, რა სიმპტომებია, როგორ დავიცვათ თავი, რა არის პრევენციის გზები და ა.შ. დაავადების პრევენციისთვის, მნიშვნელოვანია, გამოვიმუშავოთ ტესტირების კულტურა - გვქონდა საეჭვო ქცევა ან სარისკო ურთიერთობა პარტნიორთან, აუცილებლად უნდა გავიკეთო ტესტი, დავრწმუნდეთ, რომ დაავადება არ გვაქვს. საქართველოში აივ-ზე ტესტირებაც და მკურნალობაც უფასოა. ეს ყველამ უნდა იცოდეს, საზოგადოებამდე ამ ინფორმაციების მიტანა, განათლებაა საჭირო“, - აღნიშნავს იზა ბოდოკია.

mkurnali.ge

მაინც, ვისთვისაა აუცილებელი შიდსის ანალიზი. აივ-ით (ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით) დაინფიცირების საშიშროება ყველა ადამიანს აქვს, მაგრამ გადადების რისკი იზრდება გარკვეული ქცევების არსებობის შემთხვევაში. ამიტომ, გაიგეთ თქვენი აივ სტატუსი, თუ: ერთხელ მაინც გაგიკეთებიათ ნარკოტიკი, თქვენი მეუღლე/სქესობრივი პარტნიორი არის ან იყო ნარკოტიკის მომხმარებელი, გქონიათ შემთხვევითი დაუცველი სქესობრივი კონტაქტები, გაქვთ ან გქონდათ რომელიმე სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია, გადატანილი გაქვთ ან ამჟამად ავად ხართ B ან C ან D ჰეპატიტის ვირუსით, დაგიდგინდათ ტუბერკულოზი, ხშირად იტარებთ სამედიცინო მანიპულაციებს, გაგიკეთებიათ ტატუირება ან პირსინგი.

ამასთან, აუცილებელია, ადამიანმა იცოდეს საკუთარი აივ სტატუსი, რათა დროულად მოხდეს მკურნალობის დაწყება, რომელიც აჩერებს დაავადების პროგრესირებას და მნიშვნელოვნად ახანგრძლივებს სიცოცხლეს. ინფიცირებულმა ადამიანმა მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს თავის ჯანმრთელობას და თავიდან ააცილოს სხვა ადამიანებს, მათ შორის ახლობლების, ინფიცირება და შესაბამისად, დაავადების გავრცელება.

შიდსის ცენტრის 2020 წლის 10 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში რეგისტრირებულია აივ/შიდსის 8 575 შემთხვევა, მათგან 6 406 მამაკაცია და 2 169 – ქალი. შიდსი განუვითარდა 4 340 პაციენტს და 1 766 გარდაიცვალა. ამჟამად, აივ მკურნალობაზეა 5 379 პაციენტი.

2020 წლის პირველ 10 თვეში უკვე გამოვლინდა აივ/შიდსის 473 ახალი შემთხვევა. აივ ინფექციის გადაცემის გზების მიხედვით, პირველ ადგილზეა ჰეტეროსექსუალური კონტაქტები – 49.2 %, შემდეგ მოდის ნარკოტიკების ინექციური მოხმარება – 36.3%, ჰომო/ბისექსუალური კონტაქტები 12.1%, ვერტიკალური გზით (დედიდან ბავშვზე) დაინფიცირდა 1.3%, აივ ინფიცირებული სისხლის გადასხმით – 0.5%, ხოლო 0.6%-ში დაინფიცირების გზა დაუდგენელია.

mkurnali.ge

ჩხარტიშვილის თქმით, 2018 წლიდან, შიდსის ჯანდაცვის ფონდის (AHF) საქართველოს წარმომადგენლობა აქტიურად საქმიანობს შიდსთან ბრძოლის და პრევენციის მიმართულებით და საქართველოს მოსახლეობას სწრაფი და მარტივი მეთოდით აივ-ზე ტესტირებას სთავაზობს.

როგორც შიდსის ჯანდაცვის ფონდის (AHF) საქართველოს წარმომადგენლობის პროგრამების მენეჯერი ნინო ხეთაგური განმარტავს, Covid 19-ის სწრაფმა გავრცელებამ, ნათლად დაგვანახა, რომ პანდემია დიდ გავლენას ახდენს ადამიანების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე. საზოგადოებრივი ჯანდაცვა მჭიდრო კავშირშია არაერთ მნიშვნელოვან საკითხთან, მათ შორის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებასთან: „ნებისმიერი პანდემიის, მათ შორის კორონავირუსის და განსაკუთრებით, შიდსის პანდემიის დაძლევაში, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საზოგადოების ერთიანობას, პასუხისმგებლობას და სოლიდარობას, ადამიანის უპირველესი უფლების - სიცოცხლის დაცვას, სტიგმასთან და დისკრიმინაციასთან ბრძოლას. სწორედ ამიტომ, მიმდინარე წელს, შიდსის მსოფლიო დღეს, ფონდის მთავარი სლოგანია „შიდსი - ესეც პანდემიაა“. ამით გვინდა შევახსენოთ საზოგადოებას, რომ შიდსთან ეფექტიანი ბრძოლა ჩვენი ერთიანობით და მობილიზებით არის შესაძლებელი. 2015 წელს, მსოფლიომ აიღო ვალდებულება, რომ 2030 წლისთვის შიდსის ეპიდემია უნდა დასრულდეს. ამ პროცესში, შიდსის ჯანდაცვის ფონდი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ყოველწლიურად ათასობით ადამიანის სწრაფი და უფასო ტესტირებისა და დაავადების შესახებ ცნობიერების ამაღლების უზრუნველყოფის გზით”.

mkurnali.ge

მნიშვნელოვანია, რომ ფონდის საქმიანობის ფარგლებში, საქართველოში ხორციელდება უფასო კონდომების დარიგება და გავრცელება. ასევე, ახალგაზრდებში, მაღალი რისკის ქვეშ მყოფი პირებისა და პატიმრების ტესტირება. საერთო ჯამში, შიდსზე სწრაფი ტესტირება ჩაუტარდება 5 000 პირს. იგეგმება თვეში 400 პირის ტესტირება, პრევენცია - ახალგაზრდებში სექსუალური განათლების შესახებ ცნობიერების ამაღლება და კონდომების პოპულარიზაცია (ახალგაზრდა მოხალისეების ჩართულობა, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება რისკ ჯგუფებზე), ქვეყნის მასშტაბით, სარეკლამო და მარკეტინგული კამპანიები ფონდის საქმიანობის და ტესტირების ცენტრის პოპულარიზაციისათვის, სახელმწიფო და კერძო სექტორში გადაწყვეტილებების მიმღებ პირებთან ურთიერთთანამშრომლობა ახალგაზრდებში პრევენციული ღონისძიებების გასააქტიურებლად.

როგორც ნინო ხეთაგური აცხადებს, „გლობალური სოლიდარობა და საერთო პასუხისმგებლობა“ მოითხოვს, ახლებურად შევხედოთ ჯანდაცვის გლობალურ კრიზისებს, მათ შორის აივ/შიდსს. საჭიროა, რომ გავერთიანდეთ და უზრუნველვყოთ, კერძოდ, საყოველთაო ჯანდაცვა. საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების ჩართულობა ამ მიმართულებით უნდა გაძლიერდეს. საჭიროა, არსებობდეს „გლობალური სოლიდარობა და საერთო პასუხისმგებლობა“, რომ არც ერთი ადამიანი, თემი, ან ქვეყანა არ დარჩეს სასიცოხლოდ მნიშვნელოვანი რესურსის გარეშე. „შემოგვიერთდით, ერთად აღვნიშნოთ შიდსის მსოფლიო დღე და გავაკეთოთ მეტი, რათა ვიცხოვროთ ჯანრმთელ საზოგადოებაში.”

mkurnali.ge

ცნობისათვის, 2020 წელს, თბილისში გაიხსნა „AHF საქართველოს“ ტესტირების ცენტრი, სადაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული ტესტების საშუალებით, უფასოდ ხორციელდება აივ-ზე სწრაფი, მარტივი და ანონიმური ტესტირება, როგორც მაღალი რისკის ჯგუფების, ასევე ნებისმიერი მოქალაქისთვის. ცენტრი უზრუნველყოფს შესაბამისი საინფორმაციო მასალის მომზადებას და გავრცელებას, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით ატარებს ვებინარებს აივ-ზე, პრევენციულ მეთოდებსა და სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებზე. გასული წლების მსგავსად, „AHF საქართველოს“ ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს პენიტენციალურ დაწესებულებებში აივ/შიდსის პრევენცია და გამოვლენა. ფონდის პროგრამის ფარგლებში, პენიტენციალური სისტემის თბილისის 10 დაწესებულებაში, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული ტესტების მეშვეობით ხორციელდება აივ-ზე სწრაფი, მარტივი ტესტირება, შესაბამისი საინფორმაციო მასალის (აივ/სგგი, რეპროდუქციული ჯანმრთელობა) და კონდომების დარიგება, რაც ხელს შეუწყობს აივ-ის დროულ გამოვლენას და მკურნალობას, ასევე პრევენციასა და ვირუსის შემდგომი გავრცელების შეჩერებას.

შეგახსენებთ, რომ აივ ტესტირების ჩატარება შეუძლია ნებისმიერ მსურველს შიდსის ჯანდაცვის ფონდის (AHF) საქართველოს ოფისში სრულიად უფასოდ, ანონიმურად და, რაც მთავარია, ტესტის პასუხის ხანგრძლივობა შეადგენს არაუმეტეს 15 წუთისა. მისამართი: თბილის, ი. ჭავჭავაძის გამზ. #37დ.

R
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
კატეგორიის სხვა სტატიები
NDI-ის უახლესი კვლევის თანახმად, ჯანდაცვის სისტემის ყველაზე დიდ პრობლემად წამლების საფასური სახელდება.
შიდსიც რომ პანდემიაა, ამის შესახებ მსოფლიოს და მათ შორის, საქართველოს მოსახლეობამ უკვე კარგად იცის.
ადამიანი მუდმივად მზად უნდა იყოს სეზონურ, ვირუსულ ინფექციებთან საბრძოლველად და მუშაობდეს საკუთარი იმუნური სისტემის გაძლიერებაზე,
ბოლო პერიოდში, D ვიტამინის დეფიციტის გავლენა ჩვენს ჯანმრთელობაზე ერთ-ერთი პოპულარული თემა გახდა.
მხატვრული რესტავრაცია ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროცედურაა, რადგან ამ მანიპულაციის საშუალებით პაციენტს აქვს საშუალება გაილამაზოს ღიმილი მხოლოდ ერთ ვიზიტში.
რეაბილიტაცია მნიშვნელოვანი რგოლია თანამედროვე ჯანდაცვის სფეროში, ის ხელს უწყობს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას და ადამიანის დაბრუნებას ან დაახლოებას იმ მდგომარეობასთან, რომელიც დაავადებამდე იყო.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად