COVID 19 - ოჯახის ექიმები, რომლებიც თავად გიკავშირდებიან და გიწევენ კონსულტაციას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

COVID 19 - ოჯახის ექიმები, რომლებიც თავად გიკავშირდებიან და გიწევენ კონსულტაციას

მოსახლეობის ჯანმრთელობას როგორც განვითარებულ, ისე განვითარებად ქვეყნებში. საქართველოში ამ მხრივ განსაკუთრებით დამძიმებულია სურათი მიმდინარე პერიოდისათვის და ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა დგას ურთულესი გამოწვევის წინაშე. სულ რამდენიმე დღეა დადასტურებული შემთხვევების რაოდენობით საქართველომ გადაასწრო ჩინეთს და ყოველდღიურად კატასტროფული ტემპით იმატებს ინფიცირებულთა ციფრი. ქვეყანაში სრულად მობილიზებულია სამედიცინო პერსონალი, სატელეფონო კონსულტაციების სისტემა, ჩართულია სადაზღვევო კომპანიების ოჯახის ექიმები, თუმცა შემთხვევათა ძალიან მაღალი რაოდენობის გამო, ძალიან რთულია ყველა პაციენტის საინფორმაციო საჭიროებების მართვა და ხშირად გვესმის მოქალაქეების წუხილი ექიმთან კავშირის პრობლემის გამო. არსებობს უამრავი კითხვა, რომელიც აწუხებს საქართველოს მოსახლეობას და გადავწყვიტეთ გავსაუბრებოდით ოჯახის ექიმებს, რომლებიც გვიპასუხებენ კოვიდ-19-ის პანდემისათან დაკავშირებულ ყველაზე აქტუალურ კითხვებზე, რაც მოსახლეობისგან ესმით ყველაზე ხშირად.

გვესაუბრებიან ოჯახის ექიმები: მაია სიამაშვილი და მარინა პატარიძე.

ორი სიტყვით გვითხარით, როგორ ჩაერთეთ სატელეფონო კონსულტაციების პროგრამაში და რამ განაპირობა თქვენი გადაწყვეტილება?

მარინა:

- ჩვენ ვართ ლიცენზირებული ოჯახის ექიმები, თუმცა საექიმო პრაქტიკის მიმართულებით ბოლო პერიოდში არ ვიყავით დაკავებული. არსებულმა ვითარებამ, როდესაც ვხედავდით რამხელა გამოწვევების წინაშე იდგა საქართველოს ჯანდაცვის სისტემა და რამდენად მაღალი საჭიროება არსებობდა მოსახლეობისთვის დისტანციური კონსულტაციის გაწევის, გადავწყვიტეთ ჩვენი პროფესიული რესურსი გამოგვეყენებინა და თუნდაც მცირედი წვლილი შეგვეტანა არსებული პანდემიის მართვაში. უდიდესი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ფარმაცევტულ კომპანია „სმარტფარმას“, რომლის ორგანიზებითა და მხარდაჭერითაც მოხდა დისტანციური კონსულტაციების დაგეგმვა და განხორციელება.

- როგორ უნდა დაგიკავშირდეთ პაციენტი, როცა მას ესაჭიროება ოჯახის ექიმთან კონსულტაცია?

მაია:

- სწორედ აღნიშნული საკითხის ორგანიზება არის ფარმაცევტული კომპანია „სმარტფარმა“-ს უდიდესი დამსახურება. საწყის ეტაპზე შეიქმნა ონლაინ პლატფორმა კომპანიის ფეისბუქის გვერდზე, საიდანაც მომხმარებლებს შეუძლიათ შეავსონ განაცხადის ფორმა საკუთარი ჩივილების და საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით, რის შემდგომაც ჩვენ მათ ვუკავშირდებით არაუგვიანეს 4 საათისა და ვუწევთ დისტანციურ კონსულტაციას სატელეფონო კომუნიკაციის საფუძველზე. ახლა უკვე ამ ონლაინ პლატფორმას დაემატა „მკურნალის“ ვებგვერდზე არსებული აპლიკაცია: „კონსულტაცია ოჯახის ექიმთან“, რომლის საშუალებითაც ასევე შეუძლიათ მომხმარებლებმა მოგვმართონ კითხვებით, რომლის შემდგომაც ხდება უკუკავშირი სატელეფონო კომუნიკაციის საფუძველზე. უნდა აღინიშნოს, რომ დღიურად უკვე 70- მდე პაციენტის კონსულტაციას ვახორციელებთ, რაც უკიდურესად შრომატევადია, თუმცა ამავდროულად დიდი დადებითი ემოცია მოაქვს, როდესაც ისმენ მადლიერი პაციენტების კომენტარებს, რომლებისთვისაც ზოგჯერ მხოლოდ გულისხმიერი და თბილი სიტყვები სპეციალისტისგან უკიდურესად მნიშვნელოვანია.

სხვათაშორის ხაზგასასმელია, რომ ჩვენთან პაციენტებს შეუძლიათ მიიღონ კონსულტაცია არა მხოლოდ კოვიდ 19-ის ინფექციასთან და მასთან ასოცირებულ ჩივილებთან დაკავშირებით. უამრავი აქტუალური თემა გადაფარა ჩოვიდ-პანდემიამ და უამრავი ადამიანი საჭიროებს კითხვებზე პასუხს პანდემიის მიღმა ჯანმრთელობის პრობლემებთან დაკავშირებით, რაზეც ვცდილობთ მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში.

- გთხოვთ, ვისაუბროთ კოვიდ-ინფექციასთან დაკავშირებულ ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე, რომლებითაც მოგმართავთ მოსახლეობა.

მაია:

ყველაზე ხშირად გვხვდება კითხვა გართულებასთან და მის პრევენციასთან დაკავშირებით, კერძოდ: როგორ არ გამომეპაროს მდგომარეობის გართულება და როგორ მოვიქცე?

საჭიროა სისტემატურად იზომოთ სიცხე, დააკვირდეთ სუნთქვის სიხშირეს, ჰაერის უკმარისობას მოსვენებულ მდგომარეობაში,სისუსტეს,უჩვეულო სიფერმკრთალეს (ტუჩები და სახე). აგრეთვე,ყურადღება უნდა მიექცეს შემდეგ სიმპტომებს: ტკივილი, სიმძიმე ან მოჭერა გულმკერდის არეში; ღებინება ან დიარეა; ხველა - კოვიდს უმეტესად მშრალი ხველა ახასიათებს და ნახველი შესაძლოა თანდართული ბაქტერიული პნევმონიის ნიშანი იყოს. თუ ხვდებით, რომ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან ერთ-ერთი მაინც გაქვთ, შესაძლოა საქმე გვქონდეს გართულებასთან, რაც საჭიროებს სათანადო ყურადღებას და აუცილებლად ექიმის მეთვალყურეობას.

მარინა:

ხშირად გვეკითხებიან: კორონავირუსის დადასტურების შემთხვევაში ხომ არ მივიღოთ ანტიბიოტიკი და სისხლის გამათხლებელი?

ვუპასუხებთ, რომ ექიმის დანიშნულების გარეშე აღნიშნული მედიკამენტების მიღება არ არის რეკომენდებული გამათხელებელი საშუალებებით თუ უკვე გისარგებლიათ გარკვეული პრობლემების გამო, შეგიძლიათ გააგრძელოთ. რაც შეგვიძლია გირჩიოთ სახლს პირობებში პროფილაკტიკისთვის: იკვებეთ სრულფასოვნად, რაციონში ჩართეთ ციტრუსები (ლიმონი, კივი, ფორთოხალი), მიიღეთ თაფლი, რომელიც აძლიერებს იმუნიტეტს, მიაქციეთ ყურადღება ფიზიკურ აქტივობას, დღეში მინიმუმ 15 წუთი სავალდებულოდ ივარჯიშეთ, იარეთ ბევრი, აუცილებელია დიდი რაოდენობით წყლის მიღება - არანაკლებ 2 ლიტრი.

მაია:

მიაქციეთ ყურადღება (განსაკუთრებით, როცა ხართ რისკის ჯგუფი) ისეთ სიმპტომებს როგორიცაა: სუნთქვის უკმარისობა მოსვენებულ მდგომარეობაში, გამოხატული სისუსტე, ცხელება, რომელიც არ ემორჩილება სიცხის დამწევ მედიკამენტებს, გაძლიერებული ხველა ნახველით.

მაია:

აინტერესებთ, როდის უნდა ჩატარდეს კოვიდზე ტესტი.

ტესტირება სასურველია ჩატარდეს ბოლო კონტაქტიდან არა უადრეს 5-7 დღისა. ამ ვადაზე ადრე ძალიან ნაკლებია იმის შანსი, რომ ვირუსი გამოვლინდეს, ხშირად არის ცრუ უარყოფითი პასუხი. არსებობს რისკი, რომ ბოლო კონტაქტიდან 12 დღის ჩათვლით გამოვლინდეს ინფექცია.

mkurnali.ge

მარინა:

კიდევ ერთი აქტუალური კითხვაა: როდის არის ინფექცია გადამდები და როდის ვითვლებით გამოჯანმრთელებულად?

ადამიანი გადამდები ხდება სიმპტომების დაწყებამდე 2 დღით (48 საათით) ადრე.და სიმპტომების გამოვლენიდან პირვლი 6-7 დღე. სიმპტომიანი პაციენტის შემთხვევაში მკურნალობა დასრულებულია და ითვლება გამოჯანმრთელებულად თუ სიმპტომების გამოვლენიდან გასულია მინიმუმ 10 დღე და დამატებით 3 უსიმპტომო დღე. თუ დაავადება მიმდინარეობდა სრულიად უსიმპტომოდ, პაციენტი 10 დღე იმყოფება იზოლაციაში და მე-11 დღიდან იხსნება მეთვალყურეობიდან.

ნამდვილად შთამეჭდავი და თვალში საცემია პაციენტების გამოხმაურება, გაგვიზიარეთ, რას ნიშნავს თქვენთვის ამ პროექტში მონაწილეობა?

მაია:

პროექტის დაწყებისას ნამდვილად არ გვეგონა თუ ამხელა გამოხმაურება ექნებოდა. პაციენტები ერთმანეთს გადასცემენ ინფორმაციას, განსაკუთრებით რეგიონებში. ძალიან ხშირად მეუბნებიან თქვენი ნომერი ჩემმა მეგობარმა, ჩემმა თანამშრომელმა მომცა იქნებ დამეხმაროთო. მაგალითად წყალტუბოში საიდანაც თავდაპირველად 2 პაციენტი დაგვიკავშირდა, ისე გავრცელდა ეს ინფორმაცია რომ 5 დღეში 40 პაციენტი გვყავდა ამ რეგიონიდან.

მარინა:

პაციენტთან საათზე მეტიც მისაუბრია მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, მაგალითად დღეს დილის 7 საათზე დამირეკა პაციენტმა ძალიან შეწუხებულმა, უამრავი ბოდიში მომიხადა. მეც, რა თქმა უნდა, მოვისმინე მისი პრობლემა და მივეცი რეკომენდაციები.

იყო ესეთი შემთხვევა როცა ჩემმა პაციენტმა ერთ-ერთი სოციალური ქსელის ჯგუფში დაწერა ჩემი პირადი ნომერი და ჯგუფის წევრებს დაეხმარა ჩემთან დაკავშირებაში. იმ დღეს დაახლოებით 30 ზარი შემოვიდა მარტო ამ ჯგუფიდან.

ოჯახის ექიმთან დისტანციური კონსუტლაციის მისაღებად უნდა შეავსოთ განაცხადი, რომელიც მითითებულია შემდეგ გვერდებზე:

www.mkurnali.ge ან მოგვწერეთ სოციალურ ქსელში www.facebook.com/smartpharm

გისურვებთ ჯანმრთელობას!

R