კახეთში "ჯეო ჰოსპიტალსის" ონლაინ კლინიკამ ბინაზე პაციენტების მართვა ვიდეო კონსულტაციების მეშვეობით დაიწყო - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

კითხვა-პასუხი

კახეთში "ჯეო ჰოსპიტალსის" ონლაინ კლინიკამ ბინაზე პაციენტების მართვა ვიდეო კონსულტაციების მეშვეობით დაიწყო

კახეთში "ჯეო ჰოსპიტალსის" ონლაინ კლინიკამ ბინაზე პაციენტების მართვა ვიდეო კონსულტაციების მეშვეობით დაიწყო
გურჯაანის "ჯეო ჰოსპიტალსის" ონლაინ კლინიკა, რომელიც რეგიონში ერთადერთია ბინაზე პაციენტების მართვას
უკვე ვიდეო კონსულტაციებით ანხორციელებს. დღეიდან, კლინიკაში ექიმები ვიდეო კონსულტაციების მეშვეობით შეძლებენ იმ პაციენტების მართვას, რომლებიც მკურნალობას სახლში გადიან.

არსებული ეპიდვითარების ფონზე, ონლაინ კლინიკების ჩართულობა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია როგორც ოპტიმალური მართვის, ასევე დაინფიცირების რისკების შემცირებისა და მედპერსონალის რესურსის შენარჩუნებისთვის.

გურჯაანის სამედიცინო ცენტრში ვიდეო კონსულტაციებისა და ტელემედიცინის ამერიკული პრაქტიკა ადგილობრივ მედპერსონალს გაუზიარა ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა და ტელემედიცინის სპეციალისტმა დავით მრელაშვილმა.

მისი თქმით, სისტემა, რომელიც გურჯაანის სამედიცინო ცენტრში ამოქმედდა, სხვადასხვა რგოლს შორის კომუნიკაციას
კიდევ უფრო გაამარტივებს.

"ვიზიტის უშუალო მიზანი იყო კლინიკის ონლაინ მუშაობის ოპტიმიზაცია და რამდენიმე პროექტის განხორციელება, რომელიც სამედიცინო ცენტრს საშუალებას მისცემს, დისტანციურად მყოფი პაციენტების მდგომარეობა უფრო ეფექტურად მართოს. ასეთი პაციენტების დისტანციურად მართვისთვის მე შევიმუშავე ტელემედიცინის მეთოდი - როგორც აუდიო, ისე ვიდეოზარები და სხვა ციფრული ტექნოლოგიების გ
ამოყენება.

ამ მიზნით გარკვეული ციფრული აპარატურითაც დავეხმარე კლინიკას, რისი მეშვეობითაც ადგილზევე სატესტო რეჟიმში ვნახეთ რამდენიმე პაციენტი და ჯერჯერობით ძალიან პოზიტიური შედეგები გვქონდა. ნამდვილად დაიზოგა დრო, არაერთმა პაციენტმა აღნიშნა, რომ ონლაინ კლინიკის გახსნამდე დღეების განმავლობაში უწევდათ სასწრაფო დახმარების ცხელ ხაზზე დარეკვა.

გურჯაანში ონლაინ კლინიკის მეშვეობით, რომელსაც დავამატეთ ვიდეოკონსულტაციები, უფრო გავზადეთ ინფორმაციის დამუშავების სიჩქარე და ეფექტურობა ", - განმარტა დავით მრელაშვილმა.

ასევე, დავით მრელაშვილმა გურჯაანის სამედიცინო ცენტრს საჩუქრად გადასცა 50 პულსოქსიმეტრი, რომელიც ოჯახის ექიმის გადაწყვეტილებით, პაციენტის მდგომარეობის შეფასების შემდეგ, ბინაზე მკურნალობის დროს მას დროებით სარგებლობაში გადაეცემა. როგორც მედიკოსები აცხადებენ, პულსოქსიმეტრების მეშვეობით ექიმებს შეუძლიათ, სწრაფად შეაფასონ პაციენტების რეალური მდგომარეობა.

კოვიდ პაციენტების მართვის პროცესში სისხლში ჟანგბადის დონე მნიშვნელოვანი პარამეტრია, რადგან ის საშუალებას იძლევა, სწრაფად გაირკვეს, რომელი პაციენტია რეალურად მძიმე და უფრო მეტად რომელ პაციენტში იკვეთება ფსიქოლოგიური ფაქტორები.

როგორც "ჯეო ჰოსპიტალსში" აცხადებენ, ბინაზე მკურნალობის დროს პულსოქსიმეტრებით პაციენტებისთვის ჟანბადის დონის გაზომვა ჰოსპიტალების რესურსის სწორად გამოყენების საშუალებას იძლევა.

გურჯაანის სამედიცინო ცენტრის დირექტორის გელა ორველაშვილის შეფასებით, დავით მრელაშვილის მიერ გაზიარებული გამოცდილება და ერთობლივად აწყობილი ვიდეო კონსულტაციის სერვისი პაციენტების დისტანციურად მართვის პროცესში მნიშვნელოვან და ეფექტურ ცვლილებებს შეიტანს.

"გვსურს, დავით მრელაშვილის მიერ შექმნილი ტელემედიცინის სისტემა კახეთის მასშტაბით დავნერგოთ, რადგან გურჯაანის სამედიცინო ცენტრის ამბულატორიული სამსახური არის კახეთის ონლაინ კლინიკა. პაციენტს თუ აქვს შეკითხვა და ამასთან დაკავშირებით 112-ში რეკავს, ცხელი ხაზი მას ჩვენს ექიმთან ამისამართებს, შემდეგ ჩვენი ექიმი უკავშირდება პაციენტს და აძლევს შესაბამის რჩევებს.

რადგან ასეთი ზარები ძალიან დიდი რაოდენობით შემოდის და ექიმები ყველასთან მუდმივად დაკავშირებას ვერ ასწრებენ, დისტანციური კომუნიკაციის გასამარტივებლად დავით მრელაშვილმა ააწყო სისტემა, რომელშიც ჩავწერეთ პაციენტების ბაზა და მათთან დაკავშირებას უფრო სწრაფად შევძლებთ", - აღნიშნა მან.

"ჯეო ჰოსპიტალსის" სამედიცინო ცენტრის ახალი სისტემა, რაც პაციენტების ბაზის მართვას კიდევ უფრო ეფექტურს ხდის, წარმატებით დაიტესტა და დისტანციურად მართვის პროცესში უკვე ინტენსიურად ჩაეშვა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
დაბერების კვალად, ადამიანის ორგანიზმში საჭმლის მომნელებელი ჯირკვლებისა და ნაწლავების ფუნქცია თანდათანობით ქვეითდება.
აკნეს განვითარებაზე მოქმედებს: გენეტიკურ განწყობა, ჰორმონული ცვლილებები, ბაქტერიების ჭარბი ზრდა,
კატეგორიის სხვა სტატიები
კომპანიის Microsoft დამფუძნებელი, პლანეტის ერთერთი უმდიდრესი ადამიანი ბილ გეითსი თვლის, რომ მსოფლიოში ახალი პანდემიისთვის მოსამზადებელი ღონისძიებები
როგორც კვლევამ აჩვენა, CD 38 გენის გარკვეული ვარიანტი უფრო მეტად ავლენს გრძნობებს და ახდენს მადლიერების დემონსტრირებას.
ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის მეცნიერებმა აღმოაჩინეს გენი, რომელიც, სავარაუდოდ, იწვევს გულის იშემიურ დაავადებას,
ცნობილია, რომ სტრესის ფონზე ადამიანს შეიძლება შეუმცირდეს თმის რაოდენობა.
ლევენის კათოლიკურმა უნივერსიტეტმა წარმოადგინა ახალი თაობის იმპლანტირებადი სმენის აპარატი.
ტეხასის უნივერსიტეტში დაადგინეს, რომ ციტიზინი (ხელს უწყობს მოწევისთვის თავის დანებებაში) ქალებთან ამცირებს დოფამინური
ცნობილია, რომ სტრესის ფონზე ადამიანს შეიძლება შეუმცირდეს თმის რაოდენობა.
იმპლანტებზე საუბრისას, პირველ რიგში, ესთეტიკური მოტივაცია რომ გვახსენდება, გასაკვირი არ არის.
ნებისმიერ ქალს უჭირს იმასთან შეგუება, რომ, ადრე თუ გვიან, მის მომხიბვლელობას ასაკი თავის კვალს დააჩნევს.
კვებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც სიმსივნის აღმოცენების, ასევე მისი განვითარების პროფილაქტიკაში.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად