დიაბეტის მსოფლიო დღე 2020 – "ექთნები ახდენენ ცვლილებებს" - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დიაბეტის მსოფლიო დღე 2020 – "ექთნები ახდენენ ცვლილებებს"

(შეკრების ადგილი: ლაიონსების თვალის დიაბეტური კლინიკა - საქართველო, მის: მედეა ჩახავას ქ. #2) იგეგმება დიაბეტის შესახებ ცნობიერების ამაღლების აქცია. ჩატარდება მსვლელობა, დიაბეტის შესახებ საგანმანთლებლო მასალების გავრცელება, საჰაერო ბუშტების გაშვება და ა.შ.

აღნიშნული აქტივობა იმართება პროექტის "დიაბეტის გართულებების ადრეული პრევენციის და მართვის გაუმჯობესების ხელშეწყობა" ფარგლებში. პროექტის მხარდამჭერები არიან "დიაბეტის მსოფლიო ფონდი" და "ლაიონს ქლაბს ინთერნეიშენელი". განმახორციელებელ ორგანიზაციებს კი წარმოადგენენ "ველფეარ ფაუნდეიშენ" და "ლაიონსების თვალის დიაბეტური კლინიკა -საქართველო".

mkurnali.ge

აღსანიშნავია, რომ 14 ნოემბერს მსოფლიოში 1 მილიარდზე მეტი ადამიანი აღნიშნავს დიაბეტის მსოფლიო დღეს, რომელიც ეძღვნება ინსულინის აღმომჩენს, ნობელის პრემიის ლაურეატ ფრედერიკ ბანტინგს. ეს დღე დაფუძნდა 1991 წელს, საქართველოში კი აღინიშნება 1992 წლიდან. მიმდინარე წელს, დიაბეტის მსოფლიო დღის აღნიშვნა ხდება კოვიდ-19 გლობალური პანდემიის პირობებში.

mkurnali.ge

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ამ თემაზე მომზადებული ანგარიშის მიხედვით, დიაბეტის მქონე პირები ერთ-ერთი ყველაზე უფრო მოწყვლადია იმ ჯგუფებს შორის, რომლებიც განსაკუთრებით დაზარალდნენ გლობალური პანდემიის შედეგად.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში დიაბეტთან დაკავშირებული ჯანდაცვის სერვისების მიწოდება პანდემიის ზეგავლენით თითქმის განახევრდა. ამავე დროს, ადგილი აქვს ექთნების მწვავე დეფიციტს. გლობალურად, ამჟამად 6 მილიონი ექთნით მეტია საჭირო, რათა შესაძლებელი გახდეს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევა 2030 წლისათვის.

mkurnali.ge

სიტუაცია განსაკუთრებით მძიმეა საქართველოში, სადაც ერთ ექიმზე 0,8 (ხოლო პირველად ჯანდაცვაში 0,6) ექთანი მოდის. ამგვარად, 2020 წლის დიაბეტის მსოფლიო დღე მიზნად ისახავს ექთნების როლის წამოწევას დიაბეტის მართვისა და მკურნალობის საქმეში. ამ დღის სლოგანია: "ექთნები ახდენენ ცვლილებებს".

დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ:

სიმონ გაბრიჭიძე                                  ნინო კარანაძე

პროექტის მენეჯერი                            პროექტის თავმჯდომარე

ტელ: 2912699,                                       ტელ: 599763878

მობ: 599 969463                                      ელ. ფოსტა:

ელ. ფოსტა:                                           nino.karanadze@hotmail.com

gabritchidzes@gmail.com                          ლაიონს ქლაბს ინთერნეიშენალი

დიაბეტის მსოფლიო ფონდი               ლაიონსების თვალის დიაბეტური კლინიკა

ველფეარ ფაუნდეიშენი                         - საქართველო

mkurnali.ge