სხივური თერაპია: კიბოს მკურნალობის თანამედროვე შესაძლებლობები
სტატისტიკის მონაცემების მიხედვით, მხოლოდ გასულ წელს ამა თუ იმ ტიპის ავთვისებიანი სიმსივნე დიაგნოსტირებულ იქნა 18 მილიონზე მეტ ადამიანში. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კიბოს წარმატებული მკურნალობის მეთოდები ყოველწლიურად იხვეწება:
- ჩნდება ახალი წამლები,
- იზრდება ექიმების გამოცდილება და უნარები,
- იზრდება ონკოლოგიური დაავადებების თერაპიის ეფექტურობის დონე,
- ფართოვდება მტკიცებულებებზე დაფუძნებული კლინიკური კვლევების ბაზა.
ონკოლოგიაში ერთ ყველაზე დინამიურად განვითარებად სფეროს მიეკუთვნება სხივური თერაპია. ბევრი ფიქრობს, რომ კიბოს მკურნალობის ყველაზე გავრცელებული მეთოდი არის ქიმიოთერაპია. მაგრამ ეს ასე სულაც არ არის. პრაქტიკაში 100 პაციენტიდან დაახლოებით 20 პაციენტს ესაჭიროება ქირურგიული ჩარევა, 15 - მხოლოდ სხივური თერაპია და მხოლოდ 2-3 ადამიანს 100-დან ქიმიოთერაპია დაენიშნება, როგორც მკურნალობის ძირითადი მეთოდი.
ქირურგიულ ჩარევასთან შედარებით ნაკლები რისკი
ლოკალიზაციისა და სიმსივნის განვითარების სტადიიდან გამომდინარე სხივური თერაპია შეიძლება დაინიშნოს მისი რადიკალური ფორმით, როგორც სხივური ქირურგია. ავიღოთ პირველი სტადიის ლოკალიზებული ფილტვის სიმსივნის მქონე პაციენტის მაგალითი - აბლაციური რადიოთერაპიის გამოყენება 90% შემთხვევებში იძლევა სიმსივნური უჯრედების სულად მოშორების შესაძლებლობას ქსოვილების ფუნქციური ცვლილებების და გვერდითი მოვლენების გარეშე. ისეთების, როგორიცაა მაგალითად, ფილტვის კიბოს ქირურგიული ჩარევით მოცილების შემთხვევაში - როცა პაციენტები შეიძლება იტანჯებოდნენ ოპერაციის შემდგომი ტკივილებით ექვს თვემდე! გარდა ამისა, მკურნალობის ასეთი კურსის ღირებულება გაცილებით დაბალია.
ეფექტურობის მდგრადი ზრდა
სხივური თერაპიის ეფექტურობა, რა თქმა უნდა, მჭიდრო კავშირშია თანამედროვე ტექნიკურ შესაძლებლობებთან.
გარდა ამისა, ჩვენ ასევე ვამჩნევთ მრავალი პაციენტისათვის მკურნალობის დროის შემცირების შესაძლებლობასაც. ავიღოთ პროსტატის ლოკალიზებული კიბოს მაგალითი: იქ, სადაც ადრე მკურნალობის კურსი გრძელდებოდა დაახლოებით 2 თვის განმავლობაში და მოიცავდა 40 სეანსს, დღეს მსოფლიოს წამყვან კლინიკებს შეუძლიათ მიაღწიონ ზოგიერთი პაციენტისთვის სადარ შედეგებს - სულ რაღაც 5 სეანსით!
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია გავიგოთ, რომ ქიმიოთერაპიისგან ან იმუნოთერაპიისგან სხივური თერაპიისა და ქირურგიის ძირითადი განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ დასხივება ზემოქმედებს სიმსივნეზე წერტილოვნად და არ ახდენს გავლენას სისტემურად მთელს ორგანიზმზე.
ონკოლოგების მულტიდისციპლინური გუნდი
რაც არ უნდა თანამედროვე და ეფექტური იყოს თავად ტექნოლოგია, განმსაზღვრელ ფაქტორს, უდავოდ, ექიმების კვალიფიკაცია წარმოადგენს, რომლებიც აღნიშნულ ტექნოლოგიებს იყენებენ, ასევე საზღვრავენ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სხივური თერაპიის გამოყენების მიზანშეწონილობას.
სხივური თერაპიის ეფექტური კომპლექსური გამოყენების ერთ-ერთი საუკეთესო მსოფლიო მასშტაბის მაგალითია Acıbadem-ის კლინიკების საერთაშორისო ქსელის პრაქტიკა. სხივური თერაპიის მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტი, კლინიკა Acıbadem-ის პროფესორი უფუქ აბაჯიოღლუ, აკეთებს შემდეგ კომენტარს: "ჩვენ ვაფასებთ თითოეულ კონკრეტულ შემთხვევას და ვიყენებთ ოპტიმალური მკურნალობის გეგმას, ინდივიდუალურს ყოველი პაციენტისთვის. ზოგიერთისთვის საუკეთესო ვარიანტი იქნება ოპერაცია, ვიღაცისთვის - სხივური თერაპია, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში გამოსაყენებელია რამდენიმე მეთოდის კომბინაცია."
Acıbadem-ში რადიოლოგები აუცილებლად წარმოადგენენ მრავალპროფილიანი ონკოლოგების გუნდის ნაწილს, რომლებიც მუშაობენ თითოეულ პაციენტთან. ასეთ გუნდებში აუცილებლად წარმოდგენილია სამი ძირითადი მიდგომა - ქირურგია, სხივური თერაპია და სამედიცინო ონკოლოგია, ასევე ჩართულია მთელი რიგი სპეციალისტ-ტექნიკოსებისა, დიაგნოსტიკოსებისა და კლინიცისტებისა.
რომელმა პაციენტებმა უნდა გაიკეთონ სხივური თერაპია
დღეისათვის სხივური თერაპია გამოიყენება ავთვისებიანი სიმსივნეების ფართო სპექტრის მკურნალობისთვის, მათ შორის დაავადებათა გვიანდელ სტადიაზე თერაპიის ჩათვლით.
Acıbadem-ის კლინიკებს გააჩნიათ უახლესი მსოფლიო ტექნოლოგიები და ექიმების კვალიფიციური გუნდი, რომლებსაც შეუძლიათ და მზად არიან დაამარცხონ სიმსივნე.
აჯიბადემის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში:
თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 58, 0322158500
ბათუმი, გორგასლის 156, 0422223000
R