სრულ "ლოქდაუნს" გამოვრიცხავ, რადგან ვერც ეკონომიკა და ვერც ჯანდაცვის სისტემა ასეთ მკაცრ შეზღუდვებს ვერ გაუძლებს - სერგო ჩიხლაძე - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2020

სრულ "ლოქდაუნს" გამოვრიცხავ, რადგან ვერც ეკონომიკა და ვერც ჯანდაცვის სისტემა ასეთ მკაცრ შეზღუდვებს ვერ გაუძლებს - სერგო ჩიხლაძე

სრულ "ლოქდაუნს" გამოვრიცხავ, რადგან ვერც ეკონომიკა და ვერც ჯანდაცვის სისტემა ასეთ მკაცრ შეზღუდვებს ვერ გაუძლებს - სერგო ჩიხლაძე
ბოლო პერიოდში ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად, 1500-ზე მეტია. როგორც მთავრობის წევრები
განმარტავენ, ქვეყანას როგორც საწოლფონდის, ისე სამედიცინო პერსონალის რესურსი აქვს. მათ შორის, საუბარია, სამედიცინო უნივერსიტეტის მაღალკურსელთა და რეზიდენტთა რესურსის გამოყენებაზეც.

მთავრობის განცხადებების საპირისპიროდ, ოპოზიცია აცხადებს, რომ ჯანდაცვის სისტემა ჩOVID-19-ის შემთხვევების ამგვარ მატებას მოუმზადებელი შეხვდა.

რეალურად, გველის თუ არა ისევ "ლოქდაუნი" და რამდენად მომზადებულები ვხვდებით ზამთრის სეზონს, ამის შესახებ ექსპერტს ჯანდაცვის საკითხებში და პოლიტიკური პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" პოლიტსაბჭოს წევრს სერგო ჩიხლაძეს ვესაუბრეთ:

როგორია თქვენი პროგნოზები ინფიცირების შემთხვევების რაოდენობასთან დაკავშირებით და როგორ ფიქრობთ, რა
გველის ზამთრის სეზონზე?

შემთხვევების რაოდენობა იზრდება და რა თქმა უნდა, ზამთარში ინფიცირებულთა რაოდენობა უფრო გაიზრდება. შეიძლება, ზამთრის პერიოდში დღეში რამდენიმე ათას ინფიცირებულზე ავიდეთ და სამწუხაროდ, ამასვე ადასტურებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი. ამას დაემატება სეზონური გრიპის შემთხვევები, რაც მნიშვნელოვნად გააძნელებს დიფერენციაციულ დიაგნოსტიკას, ჩვეულებრივ სეზონურ გრიპთან გვაქვს
საქმე თუ კორონავირუსთან, მითუმეტეს, იმ დაბალი ლაბორატორიული სიმძლავრეების პირობებში, რომელიც სამწუხაროდ, საქართველოში გვაქვს.

მარტივად რომ ვთქვათ, ცოტაა ისეთი ლაბორატორიები, სადაც სეზონური და კორონავირუსის დიფერენცირება მოხდება და შესაბამისად, ეს პროცესი კიდევ უფრო გააძლიერებს ქაოსს. სეზონური გრიპების პერიოდში, ქვეყანაში ისედაც არის ხოლმე საწოლების ნაკლებობა და ამას ათასობით კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანი როდესაც დაემატება, ეს სიტუაციას მნიშვნელოვნად დაამძიმებს.

დღევანდელი მდგომარეობით, რამდენად მზადყოფნაშია ჯანდაცვა კიდევ უფრო მეტი დატვირთვისთვის?

სამწუხაროდ, სისტემა მზად არ არის. მთავრობამ, ჯანდაცვის სამინისტრომ ეფექტურად ვერ გამოიყენა ის 7 თვე, როცა ძალიან კარგად მომზადება შეიძლებოდა. ნაცვლად იმისა, რომ სამედიცინო პერსონალი გადაემზადებინათ, საწოლფონდის მობილიზაცია გაეკეთებინათ, დიაგნოსტიკური სიმძლავრეები გაეზარდათ, ჩვენ ვხედავდით სამთავრობო წრეების, სპიკერების, მთავრობის წევრების კეკლუცს ტელეეკრანიდან რომ რა კარგად, მართეს 5 და 10 შემთხვევა, მაშინ, როდესაც ეს დრო ზუსტად სისტემის მოსამზადებლად უნდა გამოეყენებინათ.

ჩვენ ყველამ ისედაც კარგად ვიცით, რომ საქართველოში ჯანდაცვის სისტემას ბევრი ნაკლოვანი მხარე აქვს და შესაბამისად, კიდევ უფრო მეტი მომზადება გვჭირდებოდა, ვიდრე სხვა ქვეყნებს და მადლობა ღმერთს, ამისთვის გვქონდა 7 თვე, რომელიც ვერ გამოვიყენეთ.

სამწუხაროდ, დღეს მივიღეთ სისტემის კატასტროფული გადატვირთვა და ფაქტობრივად, კოლაფსი, იმიტომ რომ ჩამოშლილია დიაგნოსტიკა, ტესტირების კომპონენტი, ჩვენ ვხედავთ, რომ ტესტები ხან მცირე რაოდენობით კეთდება, ხან იმაზე ნაკლები რაოდენობით, ვიდრე 20-50 შემთხვევა როცა გვქონდა. ეს არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება. რა ტესტებიც კეთდება მათი პასუხებიც დაგვიანებულია-ხოლმე, არ მუშაობს 112, იგვიანებს სასწრაფო და როდესაც მიდის, შესაბამის დახმარებას ვერ უწევს ადამიანს, რადგან კლინიკებში ადგილები არ არის, ასევე, მოშლილია ოჯახის ექიმის ინსტიტუტი, რაც ჩOVID-19-თან ბრძოლის პროცესში უმნიშვნელოვანესი რგოლია.

მთავრობამ ჰოპიტალური სექტორისა და საწოლფონდის მობილიზაციაზე ზრუნვა მხოლოდ ოქტომბრის დასაწყისში დაიწყო, როცა ეს აპრილ-მაისში უნდა გაკეთებულიყო. ასე რომ, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი მიმართულებით გვაქვს დაგვიანებული რეაქცია, მოუმზადებლობა.

როგორი ფიქრობთ, რამდენად ეფექტურია გადაწყვეტილება, მსუბუქმა COVID პაციენტებმა სახლებში იმკურნალონ?

ამ საკითხზე ჩვენ- "სტრატეგია აღმაშენებლის" სპეციალისტები ჯერ კიდევ მარტი-აპრილის თვეებში ვსაუბრობდით. ჩვენ ვამბობდით, რომ სწრაფად უნდა მომხდარიყო ოჯახის ექიმებისა და პირველადი ჯანდაცვის სკოლის გადამზადება, რომ პაციენტების უდიდესი ნაწილის მართვა, რომელთაც მსუბუქი სიმპტომატიკა ექნებოდათ ან უბრალოდ ტესტირება გაიკეთეს, დადებითი პასუხი ამოუვიდათ და უსიმპტომოები არიან, აუცილებელია ბინის პირობებში, მაგრამ ამისათვის აუცილებელია გამართული პირველადი ჯანდაცვა, ოჯახის ექიმის ინსტიტუტი და ა.შ.

გარდა ამისა, ამისთვის საჭიროა, თითოეულმა ადამიანმა იცოდეს, რომელ ოჯახის ექიმთან უნდა დარეკოს ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენის, დამძიმების ან კონსულტაციის გავლის სურვილის შემთხვევაში და ვინ გაუწევს მას კვალიფიციურ დახმარებას. ამისთვის სავსებით საკმარისი იყო 7 თვე, რომ მთავრობას აეწყო სისტემა, ამ ყველაფრის პროგრამული უზრუნველყოფა მომხდარიყო, თუმცა რა შედეგი გვაქვს, ყველა ვხედავთ.

დღეს, სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში პაციენტმა ბინაზე სატელეფონო კონსულტაცია რომ მიიღოს, მათ შორის, კერძო დაზღვევის მქონე პირებსაც კი, შეიძლება, 2-3 დღის განმავლობაში მოუწიოთ ლოდინი , რაც რა თქმა უნდა, ძლიან დიდი დაყოვნებაა და ვირუსის სპეციფიკიდან გამომდინარე შეიძლება, ერთ დღეში დამძიმდეს ადამიანი.

თქვენი ვარაუდით, გველის თუ არა წინ ახალი, მკაცრი რეგულაციები?

ძნელი სათქმელია, გველის თუ არა "ლოქდაუნი", რადგან ხშირ შემთხვევაში, ჩვენ არ ვიცით რეალური სურათი, ჩვენ არ ვიცით რეალური ციფრები. მაგალითად, არ ვართ დარწმუნებული, რომ ტესტირების ის მაჩვენებელი, რომელიც ყოველდღიურად ქვეყნდება, სანდოა, არ ვართ დარწმუნებული, ის საწოლფონდი, რომლის შესახებაც აცხადებენ, რამდენად რეალურია, ზუსტად არ ვიცით სამედიცინო პერსონალის რესურსების გადანაწილება და მობილიზება, აქედან გამომდინარე რეგულაციებზე საუბარი გამიჭირდებოდა.

თუმცა სექტორულად გარკვეულ შეზღუდვებს ვერ ავცდებით. ეს არის სასწავლო პროცესთან, ტრანსპორტში ქცევის წესებთან დაკავშირებით, საჯარო ადგილებზე შეკრებასთან და სამუშაო ადგილებზე დისტანციურ რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით და სხვა.

რა თქმა უნდა, სრულ "ლოქდაუნს" გამოვრიცხავ, რადგან ვერც საქართველოს ეკონომიკა და ვერც ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუძლებს ასეთ მკაცრ შეზღუდვებს, განსაკუთრების კვირებისა და თვეების განმავლობაში.

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
კატეგორიის სხვა სტატიები
ბრიტანელი ფსიქიატრის ჰერაინ-ვივესის აზრით, სტრესის ჰორმონ კორტიზოლის დონის განსაზღვრა შესაძლებელია ყურში
ბრიტანული მედიკამენტები სიმბოლურ ფასად! 1 ლარად
გურჯაანის "ჯეო ჰოსპიტალსის" ონლაინ კლინიკა, რომელიც რეგიონში ერთადერთია ბინაზე პაციენტების მართვას
"ქარ­თუ­ლი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ბა­ლე­ტის" ხელ­მძღვა­ნე­ლი ილი­კო სუ­ხიშ­ვი­ლი ავა­რი­ა­ში მოყ­ვა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით,
გვესაუბრება ევროპის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციის საზოგადოების ნაციონალური კოორდინატორი საქართველოში, კლინიკა კარდიონეტი პინეოს ხელძღვანელი ზურაბ კლიმიაშვილი.
2020 წლის 14 ნოემბერს 14.00 საათზე, დიაბეტის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ქ. თბილისში
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად