Hotsale.ge-ს წამყვანი კლინიკებისა და ექიმების სამედიცინო მომსახურება დაემატება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2020

Hotsale.ge-ს წამყვანი კლინიკებისა და ექიმების სამედიცინო მომსახურება დაემატება

Hotsale.ge-ს წამყვანი კლინიკებისა და ექიმების სამედიცინო მომსახურება დაემატება
დიდი ხანია, Hotsale.ge მომხმარებლებს წამყვან სტომატოლოგიურ კლინიკებში ყველაზე მოთხოვნად მანიპულაციებზე, ამბულატორიებში გინეკოლოგიურ, ორთოპედიულ, დერმატოლოგიურ და სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურებაზე 85%-მდე დანაზოგს სთავაზობს.

მიუხედავად ამისა, კომპანიამ გადაწყვიტა, სამედიცინო სერვისების ჩამონათვალი კიდევ უფრო გააფართოვოს და სხვადასხვა მიმართულებებით წამყვან სპეციალისტებთან ვიზიტი დაგეგმოს სპეცილაური შეთავაზების ფარგლებში, რომელიც ჰოთსეილის მომხმარებელს 80% დანაზოგის გაკეთების შესაძლებლობას აძლევს".

Hotsale.ge-ის აღნიშნული ნაბიჯის გადადგმისკენ შესაბამისმა მოთხოვნამ უბიძგა. COVID-19-ის გამო, მოსახლეობის დიდი ნაწილი დაზოგვაზე კიდევ უფრო ორიენტირებული გახდა.

ქვეყანაში შექმნილმა ეკონომიკურმა ვითარებამ სხვადასხვა მიმართულებით ხარჯების შემცირებისა და რამდენადაც შესაძლებელია, დანაზოგის გაკეთების ბიძგი
მოგვცა. როგორც Hotsale.ge-ში განმარტავენ, სწორედ ამიტომ გადაწყდა, ხარისხიანი და სანდო სამედიცინო მომსახურება მომხმარებლებისთვის მისაღებ ფასად შეეთავაზებინათ, რაც თავის მხრივ დანაზოგების სტიმულირებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.

"შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, აქტიურად ვმუშაობთ, რათა Hotsale.ge-ს, დაემატოს წამყვანი კლინიკებისა და სპეციალისტების მომსახურება ,ამბულატორიულ სერვისებზე.
ჩვენი მიზანია, ხარისხიანი სამედიცინო სერვისები
კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს. მალე, Hotsale.ge-ის მეშვეობით, მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება, ცნობილ და აღიარებულ ექიმებთან ვიზიტზე დიდი დანაზოგით მივიდეს და საჭირო გამოკვლევები ხელმისაწვდომ ფასად ჩაიტაროს. სიახლე ვებ-გვერდს მალე დაემატება", - განმარტავენ Hotsale.ge-ში.

Hotsale.ge-ის ახალი სერვისი თანაბრად საინტერესო შეიძლება იყოს მათთვის, ვინც კერძო დაზღვევით სარგებლობს და მათთვისაც, ვინც დაზღვევის სახელმწიფო პროგრამაშია ჩართული, რადგან რიგ სამედიცინო სერვისებზე დანაზოგი შეიძლება უფრო მიმზიდველი და ხელსაყრელი იყოს.

Hotsale.ge სერვისების განახლებისა და გამრავალფეროვნებაზე აქტიურად მუშაობს. ბოლო რამდენიმე თვეში ვებ-გვერდს ონლაინ-განვადება დანაზოგით, მიტანისა და სასტუმროს ონლაინ დაჯავშნის სერვისები დაემატა, რამაც მომხმარებლებს დამატებითი კომფორტი შეუქმნა. ჩამოთვლილ მომსახურებასთან ერთად, მალე Hotsale.ge Mkurnali.ge-სთან ერთობლივი პროექტის ფარგლებში ჯანმრთელობის მიმართულებით უფრო მრავალფეროვან სერვისს და დანაზოგს შემოგვთავაზებს.

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
კატეგორიის სხვა სტატიები
ბრიტანელი ფსიქიატრის ჰერაინ-ვივესის აზრით, სტრესის ჰორმონ კორტიზოლის დონის განსაზღვრა შესაძლებელია ყურში
ბრიტანული მედიკამენტები სიმბოლურ ფასად! 1 ლარად
გურჯაანის "ჯეო ჰოსპიტალსის" ონლაინ კლინიკა, რომელიც რეგიონში ერთადერთია ბინაზე პაციენტების მართვას
"ქარ­თუ­ლი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ბა­ლე­ტის" ხელ­მძღვა­ნე­ლი ილი­კო სუ­ხიშ­ვი­ლი ავა­რი­ა­ში მოყ­ვა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით,
გვესაუბრება ევროპის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციის საზოგადოების ნაციონალური კოორდინატორი საქართველოში, კლინიკა კარდიონეტი პინეოს ხელძღვანელი ზურაბ კლიმიაშვილი.
2020 წლის 14 ნოემბერს 14.00 საათზე, დიაბეტის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ქ. თბილისში
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად