ოზურგეთში ბაგა-ბაღების 83 აღსაზრდელს ენტეროვირუსის ნიშნები აქვს - 3 ბავშვი კლინიკაშია გადაყვანილი - რა გახდა ვირუსის გავრცელების მიზეზი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ოზურგეთში ბაგა-ბაღების 83 აღსაზრდელს ენტეროვირუსის ნიშნები აქვს - 3 ბავშვი კლინიკაშია გადაყვანილი - რა გახდა ვირუსის გავრცელების მიზეზი

ხელმძღვანელის, მაკა ჭყონიას განცხადებით, საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა უმრავლესობა, რომელთაც სავარაუდოდ ენტეროვირუსის ნიშნები აქვთ, სახლში მკურნალობს, 3 კი კლინიკაშია გადაყვანილი.

ამასთან, მაკა ჭყონიას ინფორმაციით, ამ დროისთვის ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ.

"15 ოქტომბერს სასწავლო პროცესი 32 საბავშვო ბაღში დავიწყეთ. შაბათს, 16:00 საათისთვის პირველად მივიღეთ ინფორმაცია, რომ 4 ბავშვს ისეთი სიმპტომები აღენიშნებოდა, როგორიცაა სიცხე, ღებინება, დიარეა. აღნიშნულის შემდეგ დავიწყეთ მოკვლევა, დავუკავშირდით ყველა ბაღის მენეჯერს, დღის განმავლობაში არცერთი შეტყობინება არ იყო, თუმცა, მოგვიანებით, 32 ბაღიდან 11-ში აღსაზრდელებს მსგავსი სიმპტომები გამოუვლინდათ. მაშინვე ვაცნობეთ მომხდარის შესახებ საზოგადოებრივ ჯანდაცვას, სურსათის უვნებლობის სამსახურს, ეპიდემიოლოგებს. დღეს იყნენ მოსულები, შეხვდნენ ბაღის მენეჯერებს, ჩატარდა დეზინფექცია, ასევე ლაბორატორიული ანალიზები აიღეს. ამ დრომდე 80 ბავშვის შესახებ ვიცოდი, თუმცა ახლახან მაცნობეს, რომ უკვე 83 ბავშვს აღენიშნება მსგავსი სიმპტომები. აღსაზრდელების უმრავლესობა სახლშია. ოზურგეთის კლინიკაში სამი ბავშვია მოთავსებული. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ", - აღნიშნავს მაკა ჭყონია.

მისი განმარტებით, საბავშვო ბაღებში შეტანილი საკვები პროდუქტების ვადები და შენახვის პირობები დაცული იყო. მაკა ჭყონიას თქმით, ასევე უზრუნველყოფილი იყო სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები.

"აბსოლუტურად ყველაფერი შეესაბამება სტანდარტს, მაგრამ მოიკვლევენ. როგორც ვიცი, რამდენიმე მშობელს უთხრეს, რომ ეს ენტეროვირუსია", - განაცხადა ჭყონიამ.

ის ასევე უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შესაძლოა ბავშვები ბაღში შეტანილი ხორცით მოწამლულიყვნენ.

როგორც მაკა ჭყონია აცხადებს, ბაღში იყვნენ ისეთი აღსაზრდელებიც, რომლებსაც იმ კონკრეტულ დღეს ხორცი არ მიუღიათ.