ოზურგეთში ბაგა-ბაღების 83 აღსაზრდელს ენტეროვირუსის ნიშნები აქვს - 3 ბავშვი კლინიკაშია გადაყვანილი - რა გახდა ვირუსის გავრცელების მიზეზი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2020

ოზურგეთში ბაგა-ბაღების 83 აღსაზრდელს ენტეროვირუსის ნიშნები აქვს - 3 ბავშვი კლინიკაშია გადაყვანილი - რა გახდა ვირუსის გავრცელების მიზეზი

ოზურგეთში ბაგა-ბაღების 83 აღსაზრდელს ენტეროვირუსის ნიშნები აქვს - 3 ბავშვი კლინიკაშია გადაყვანილი - რა გახდა ვირუსის გავრცელების მიზეზი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის ხელმძღვანელის, მაკა ჭყონიას განცხადებით, საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა უმრავლესობა, რომელთაც სავარაუდოდ ენტეროვირუსის ნიშნები აქვთ, სახლში მკურნალობს, 3 კი კლინიკაშია გადაყვანილი.

ამასთან, მაკა ჭყონიას ინფორმაციით, ამ დროისთვის ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ.

"15 ოქტომბერს სასწავლო პროცესი 32 საბავშვო ბაღში დავიწყეთ. შაბათს, 16:00 საათისთვის პირველად მივიღეთ ინფორმაცია, რომ 4 ბავშვს ისეთი სიმპტომები აღენიშნებოდა, როგორიცაა სიცხე, ღებინება, დიარეა. აღნიშნულის შემდეგ დავიწყეთ მოკვლევა, დავუკავშირდით ყველა ბაღის მენეჯერს, დღის განმავლობაში არცერთი შეტყობინება არ იყო, თუმცა, მოგვიანებით, 32 ბაღიდან 11-ში
აღსაზრდელებს მსგავსი სიმპტომები გამოუვლინდათ. მაშინვე ვაცნობეთ მომხდარის შესახებ საზოგადოებრივ ჯანდაცვას, სურსათის უვნებლობის სამსახურს, ეპიდემიოლოგებს. დღეს იყნენ მოსულები, შეხვდნენ ბაღის მენეჯერებს, ჩატარდა დეზინფექცია, ასევე ლაბორატორიული ანალიზები აიღეს. ამ დრომდე 80 ბავშვის შესახებ ვიცოდი, თუმცა ახლახან მაცნობეს, რომ უკვე 83 ბავშვს აღენიშნება მსგავსი სიმპტომები. აღსაზრდელების უმრავლესობა სახლშია.
ოზურგეთის კლინიკაში სამი ბავშვია მოთავსებული. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ", - აღნიშნავს მაკა ჭყონია.

მისი განმარტებით, საბავშვო ბაღებში შეტანილი საკვები პროდუქტების ვადები და შენახვის პირობები დაცული იყო. მაკა ჭყონიას თქმით, ასევე უზრუნველყოფილი იყო სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები.

"აბსოლუტურად ყველაფერი შეესაბამება სტანდარტს, მაგრამ მოიკვლევენ. როგორც ვიცი, რამდენიმე მშობელს უთხრეს, რომ ეს ენტეროვირუსია", - განაცხადა ჭყონიამ.

ის ასევე უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შესაძლოა ბავშვები ბაღში შეტანილი ხორცით მოწამლულიყვნენ.

როგორც მაკა ჭყონია აცხადებს, ბაღში იყვნენ ისეთი აღსაზრდელებიც, რომლებსაც იმ კონკრეტულ დღეს ხორცი არ მიუღიათ.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
კატეგორიის სხვა სტატიები
ტრადიციული იაპონური მწვანე ჩაი აფერხებს ორგანიზმის დაბერებას
შემოდგომა უბრალოდ რუხი ცა არ არის. ტემპერატურის ხშირი ცვალებადობა, ქარი, მაღალი ტენიანობა, წვიმა - ამ სეზონზე
დიდი ხანია, Hotsale.ge მომხმარებლებს წამყვან სტომატოლოგიურ კლინიკებში ყველაზე მოთხოვნად მანიპულაციებზე,
ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს მოქალაქეები
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად