რას ითვალისწინებს პროექტი "დიაბეტის გართულებების ადრეული პრევენციის და მართვის გაუმჯობესების ხელშეწყობა"? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რას ითვალისწინებს პროექტი "დიაბეტის გართულებების ადრეული პრევენციის და მართვის გაუმჯობესების ხელშეწყობა"?

გაუმჯობესების ხელშეწყობა. ამ მიზნის მისაღწევად პროექტის განხორციელების პროცესში იგეგემება შემდეგი ამოცანების გადაჭრა:

დიაბეტის ეროვნული რეგისტრის შექმნა;

საქართველოს 6 რეგიონში დიაბეტური რეტინოპათიის მქონე პაციენტების დახმარება პრევენციის, ადრეული დიაგნოსტიკის, ხარისხიანი მკურნალობისა და ცნობიერების ამაღლების გზით.

mkurnali.ge mkurnali.ge

შედეგად მოხდება მხედველობის ნაწილობრივი ან სრული დაკარგვის შემთხვევათა რიცხვის შემცირება. ამავე დროს, პროექტი ითვალისწინებს ოფთალმოლოგების, ენდოკრინოლოგების, ოჯახის ექიმების და ექთნების სწავლებას დიაბეტური რეტინოპათიის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მიდგომების შესახებ. ხოლო პროექტით მიღწეული შედეგების მდგრადობის უზრუნველსაყოფად, სამიზნე რეგიონებში დაგეგმილია დიაბეტის მქონე პაციენტთა ორგანიზაციების / პაციენტთა მხარდამჭერი ჯგუფების ორგანიზაციული შესაძლებლობების გაძლიერება (მათი ტექნიკური, ადვოკაციის, ფანდრაიზინგის უნარების და ორგანიზაციური რესურსის განვითარება). დაბოლოს, პროექტის ფარგლებში საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით დაგეგმილია 30 საადვოკაციო და მედია კამპანიის განხორციელება, რომელიც ხელს შეუწყობს დიაბეტის გართულებების ადრეულ პრევენციას და გაუმჯობესებული მართვის უზრუნველყოფას.

რომელი ორგანიზაციები ახორციელებენ პროექტს და რომელია სამიზნე რეგიონები?

"დიაბეტის მსოფლიო ფონდისა" და "ლაიონს ქლაბს ინთერნეიშენელ"-ის მხარდაჭერით აღნიშნულ პროექტს ახორციელებენ "ველფეარ ფაუნდეიშენი" და "ლაიონსების თვალის დიაბეტური კლინიკა - საქართველო".

mkurnali.ge mkurnali.ge mkurnali.ge mkurnali.ge

სამიზნე რეგიონებს კი წარმოადგენენ აჭარა, იმერეთი, სამეგრელო და ზემო სვანეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, შიდა და ქვემო ქართლი. პროექტი გაგრძელდება 30 თვის განმავლობაში და დასრულდება 2022 წელს.

mkurnali.ge

ეს არის ამ ორი დიდი ორგანიზაციის პირველი ერთობლივი პროექტი, რომელიც ხორციელდება საქრთველოში.

დიაბეტის მსოფლიო ფონდის მხრიდან პროექტის ხელმძღვანელი არის ბატონი სიმონ გაბრიჭიძე.

ლაიონს ქლაბს ინთერნეიშენალის მხრიდან პროექტს ხელმძღვანელობენ თბილისი სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორები ნინო კარანაძე და ნინო ჩარკვიანი.

mkurnali.ge

2020 წლის 7-8 ოქტომბერს ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორბელში დიაბეტის და დიაბეტური რეტინოპათიის ადრეული გამოვლენის მიზნით ჩატარდა მოსახლეობის სკრინინგი. სკრინინგის ჩატარებაში მონაწილეობდნენ ლაიონსების თვალის დიაბეტური კლინიკა - საქართველოს ოფთალმოლოგები და ლაინოსების ენდოკრინოლოგთა კლუბის ენდოკრინოლოგები. ამ სახის კვლევების გაგრძელების მიზნით ორბელის ამბულატორია აღიჭურვა ოფთალმოლოგიური გამოსაკვლევი აპარატურით და გლუკომეტრებით.

mkurnali.ge mkurnali.ge

სკრინიგის დროს მოსახლეობას დაურიგდა სპეციალური კითხვარები რომლის მიხედვითაც შეფასდება სკრინინგის შედეგები და ჩატარებული კვლევები.

"ლაიონსების თვალის დიაბეტურ კლინიკა - საქრთველოს" ესტუმრა აკადემიკოსი ემზარ გაგნიძე რომელმაც გაგვაცნო ამ რეგიონში არსებული მინერალური წყლების გავლენა დიაბეტიან პაციენტებზე . წარმოდგენილი კვლევების მიხედვით მინერალური წყალი "ძუღური" მნიშვნელოვნად აქვეითებს სისხლში შაქრის შემცველობას. მისი აზრით 80-90-ან წლებში ჩატარებული კვლევები მოითხოვს გაგრძელებას და იმის რეალურ დადასტურებას,რომ "ძუღურის" წყალი ნამდვილად ეფექტურია დიაბეტის მკურნალობაში.

ორბელში მიმდინარე სკრინინგის დროს დაიწყო "ძუღურის" წყლის გავლენის შესწავლა დიაბეტით დაავადებულ პაციენტებზე. მიღებული კვლევის შედეგები სასიხარულო და დამაიმედებელია, მოითხოვს დამუშავებას და შემდგომ გაფართოებულ კვლევებს.

mkurnali.ge