ქრონიკული რინიტი და მისი მკურნალობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ქრონიკული რინიტი და მისი მკურნალობა

ქრონიკული რინიტის დროს,ეს ჯანსაღი პროცესიდარღვეულია. მიზეზი, კი ცხვირით სუნთქვის მუდმივი გაძნელება (ცხვირის ლორწოვანი გარსის და ნიჟარების შეშუპების გამო) და ცხვირიდან ჩამონადენია.ადამიანი იძულებული ხდება ისუნთქოს პირით, რის გამოც ფილტვებში ვეღარხვდება სათანადოდ მომზადებული და საკმარისი მოცულობის ჰაერი. შედეგად ვითარდება ჟანგბადის დეფიციტი, რაც ნეგატიურ ზეგავლენას ახდენსროგორც სასუნთქ, ისე გულსისხძარღვთა და სხვა ორგანოთა სისტემების ნორმალურ ფუნქციონირებაზე. ქრონიკული რინიტი გვხვდება ყველა ასაკში და მნიშვნელოვნად აქვეითებს შრომისუნარიანი მოსახლოების ცხოვრების ხარისხს.

ქრონიკული რინიტის რომელი ფორმები არსებობს?

არსებობს ალერგიული და არაალერგიული ქრონიკული რინიტი.ალერგიული რინიტი შესაძლოა იყოს სეზონურიხასიათის, ან მთელი წლის განმავლობაში მიმდინარე. ალერგენების ჩამონათვალი, ანუ მიზეზები რომლებიც იწვევენ ალერგიული რინიტის სიმპტომების განვითარებას, მრავალრიცხოვანია:ოთახის მტვრის ტკიპა, ცხოველის ბეწვი, ყვავილის მტვერი და ა.შ. აღსანიშნავია, რომ ხშირად პაციენტს თავად შეუძლია დაასახელოს ალერგენი. არაალერგიული რინიტის სიმპტომების გამომწვევი შესაძლებელია იყოს: რესპირატორული გამღიზიანებლები (თამბაქოს კვამლი, მძაფრი სუნიდა სხვა), ამინდის ცვალებადობა (ტემპერატურა, ტენიანობა), ცხელი, მწარე საკვები (განსაკუთრებით ასაკოვან პირებში), გარკვეული ჯგუფის მედიკამენტები (ბეტა ბლოკატორები და სხვა) და ა.შ. არაალერგიური რინიტის სინონიმებია ვაზომოტორული და იდიოპათური რინიტი (როდესაც ვერ დგინდება მიზეზი).

როგორ გავარჩიოთ ერთმანეთისგან ალერგიული და არაალერგიული რინიტი?

მათი გარჩევა ხშირად ძალზედ რთულია, რადგან საერთო სიმპტომები ახასიათებთ:

• ცხვირში გაჭედვა • ცემინება

• რინორეა (ცხვირიდან უხვი გამონადენი)

• ცხვირიდანხახაში ჩამონადენი.

დაავადების კლასიკური მიმდინარეობისას არაალერგიული რინიტის დომინანტი სიმპტომებია: ცხვირში გაჭედვა და ცხვირიდან ხახაში ჩამონადენი. ალერგიული რინიტის შემთხვევაში: რინორეა, ცემინება და თვალისმიერისიმპტომები (ქავილი და ცრემლდენა). აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ არაალერგიული რინიტის შემთხვევები 70%-ში 20 წლის ასაკიდან გვხვდება, მაშინ როცა ალერგიული რინიტი ძირითადად 20 წლამდე ასაკში, უმეტესად კი ბავშვებში იჩენს თავს.

mkurnali.ge

მკურნალობის რომელი მეთოდები არსებობს?

ქრონიკული რინიტის მკურნალობამედიკამენტურია, ხოლო არადამაკმაყოფილებელი შედეგის შემთხვევაში ქირურგიულ მეთოდსაც მივმართავთ, რაც ნიჟარების ქირურგიული წესით დაპატარავებას გულისხმობს. რინიტების მთავარი სამკურნალო საშუალებაა ინტრანაზალური, ანუ ცხვირზე ადგილობრივად მოქმედები კორტიკოსტეროიდი აეროზოლის სახით.

მოქმედი ნივთიერების მიხედვით კორტიკოსტეროიდების რამოდენიმე სახეობა არსებობს, რომელთა შორის მაღალი უსაფრთხოებით და ეფექტურობით გამოირჩევა მომეტაზონის ფუროატი, რომელსაც სამწუხაროდ ჩვენს ფარმაცევტულ ბაზარზე საკმაოდ მაღალი ფასი აქვს. საბედნიეროდ არის გამონაკლისი ესპანური წარმოების ნასოალდოს სახით, რომელიც სწორედ დაფალი ფასით და მაღალი ხარისხით არის გამორჩეული, ხოლო სწორად გამოყენების შემთხვევაში სამკურნალო ეფექტი თვალსაჩინო.აუცილებელია, რომ აეროზოლის შესხურების წინ, პაციენტმა კარგად გამოირეცხოს ცხვირი ფიზიოლოგიური ხსნარით.იგი ჩამორეცხავს ლორწოვან გარსს და აუმჯობესებს როგორც ნასოალდოს მოქმედებას, ასევე ცხვირის ლორწოვანის ფუნქციას.ხოლო აეროზოლის შესხურებისასფლაკონი და ცხვირი უნდა იმყოფებოდნენ ვერტიკალურ მდგომარეობაში.შესხურებისას თავის უკან გადაწევა არ შეიძლება.

R