კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღების მცდელობები ზვიგენებს გადაშენებით ემუქრება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2020

კითხვა-პასუხი

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღების მცდელობები ზვიგენებს გადაშენებით ემუქრება

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღების მცდელობები ზვიგენებს გადაშენებით ემუქრება
ამერიკელი ცხოვლეთა დამცველები Shark Allies ორგანიზაციიდან შეშფოთებას გამოთქვამენ, იმის თაობაზე, რომ 500,000 ზვიგენი შეიძლება დაიღუპოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შესაქმნელად.

ცნობილია, რომ ზვიგენის ღვიძლში გამომუშავებული სკვალენი, COVID-19- ის საწინააღმდეგო პოტენციური ვაქცინების ნაწილია. მაგალითად, ბრიტანული ფარმაცევტული კომპანია GlaxoSmithKline იყენებს ზვიგენის ღვიძლის სკვალენს, რომ შექმნას დამხმარე საშუალებები გრიპის ვაქცინებში გამოსაყენებლად.


გაზაფხულზე კომპანიამ გამოაცხადა, რომ გამოუშვებს მილიარდ დოზას სკვალენს კორონავირუსის ვაქცინებში გამოსაყენებლად. Shark Allies-ის შეფასებით, მსოფლიოში, COVID-19-ის სკვალენის შემცველი ვაქცინის ერთი დოზით ყველა ადამიანის ვაქცინაციისთვის 250,000 ზვიგენის მოკვლა იქნება საჭირო. ხოლო თუ საჭირო იქნება ორი
ინექცია, რიცხვი გაორმაგდება. სხვათა შორის, GlaxoSmithKline–მა უკვე გამოაცხადა, რომ ნედლეულის ალტერნატიულ წყაროებს ეძებს.


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, 1997 წლიდან, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის თითო დოზა შეიცავს დაახლოებით 10 მილიგრამ სკვალენს. ემულსიის ფორმის მქონე სკვალენი ემატება ვაქცინას იმუნოგენურობის ასამაღლებლად. სკვალენს, ეფექტურობის ასამაღლებლად, ასევე უმატებენ რამდენიმე ექსპერიმენტული ვაქცინას,
მათ შორის პანდემიური გრიპისა და მალარიის ვაქცინებს.

როგორც დამხმარე საშუალება, სკვალენი აძლიერებს იმუნურ პასუხს, რაც ვაქცინებს უფრო ეფექტურს ხდის. მაგალითად, კომპანია Novartis-ის ადიუვანტი MF59. აღსანიშნავია, რომ სკვალენი თავისთავად არ არის დამხმარე საშუალება, მაგრამ სკვალენის ემულსიები აძლიერებს იმუნურ პასუხს.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
კატეგორიის სხვა სტატიები
პროექტის მიზანია დიაბეტის და დიაბეტური რეტინოპათიის ადრეული დიაგნოსტიკა და პაციენტზე ზრუნვის
სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ჰორმონი გრელინი,
ნორმაში, ადამიანი უნდა სუნთქავდეს ცხვირით, რათამოხდეს შესუნთქული ჰაერის ნაკადისგაფილტვრა, გათბობა, დატენიანება და ოპტიმალური წნევითფილტვებში ჩაშვება.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად