ინჟინრებმა ადამიანის თვალის შემცვლელი წარმოადგინეს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ინჟინრებმა ადამიანის თვალის შემცვლელი წარმოადგინეს

ხელოვნურ თვალს გააჩნია ნანოგამტარებისგან შექმნილი „ბადურა“ და ლინზა სინათლის ფოკუსირებისათვის, ბროლის მაგივრად. სისტემა შექმნეს ჰონკონგის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტში.

მხედველობის სისტემა გულისხმობს, რომ სინათლე, რომელიც ხვდება თვალში, გადის ლინზების სისტემას და ეცემა ბადურას ფოტორეცეპტორებზე. აქ ინფორმაცია გარდაიქმნება სიგნალად, რომელიც გადაეცემა ტვინს. ხელოვნური თვალი ავსებულია ელექტროგამტარი სითხით. ადამიანის თვალიც სითხითაა სავსე. ხელოვნური თვალი უზრუნველყოფს მხედველობას სინათლისადმი მგრძნობიარე ნანოგამტარების საშუალებით. ნანოგამტარები რეაგირებენ სინათლეზე და გადასცემენ სიგნალს, როგორც თვალის ფოტორეცეპტორები.

სისტემის შრომისუნარიანობა გამოსცადეს მასზე რამდენიმე ასოს პროექციით. ხელოვნურმა თვალმა შეძლო I, E და Y ასოების ამოცნობა. თუმცა, შექმნილ გამოსახულებას საკმაოდ დაბალი ხარისხი ჰქონდა (დაახლოებით 100 პიქსელი, მაშინ, როდესაც თვალს 120-140 მეგაპიქსელი აქვს). ჯერჯერობით ხელოვნური თვალი გარეთა კვების წყაროს საჭიროებს, მაგრამ უახლოეს მომავალში სისტემა უნდა გახდეს ავტონომიური. მეცნიერები გეგმავენ ასევე იმის კვლევას, რამდენად შესაძლებელი იქნება ნანოგამტარისა და მხედველობის ნერვის დაკავშირება.