მოლეკულა, რომელიც სიბერეს აფერხებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მოლეკულა, რომელიც სიბერეს აფერხებს

(საკვებ რაციონში ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე).

დაბალმოლეკულურ დიეტას კი უკვე ნაჩვენები აქვს ეფექტურობა სიბერის შეფერხებასა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა რისკის შემცირებაში.

წინამორბედი კვლევები მიუთითებს იმაზე, რომ სიბერის გადავადება შესაძლებელია რეგულარული ფიზიკური დატვირთვებით და საკვებ რაციონში კალორიათა შეზღუდვით.

ფრანგმა მეცნიერებმა პასტერის ინსტიტუტიდან დაადასტურეს, რომ მოლეკულას, სახელწოდებით GDF11, შეუძლია ორგანიზმზე დიეტის ანალოგიური დადებითი ეფექტების გამოვლენა, საკვები რაციონის ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე.

პერიოდულად შიმშილობა და კალორიათა მოხმარების 20-30 %-ით შემცირება, კვების ხარისხის შენარჩუნების ფონზე მნიშვნელოვნად აქვეითებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და კიბოს განვითარების რისკს. ამავდროულად ზრდის თავის ტვინში ახალი ნეირონების გამომუშავებას.

სხვა ექსპერიმენტებით დადგენილია, რომ "ახალგაზრდა" სისხლის გადასხმა ასაკოვანი ვირთაგვების ორგანიზმში ზრდის ამ უკანასკნელთა თავის ტვინში სისხლის მიმოქცევას და ასტიმულირებს ნეიროგენეზს.

მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ ამ ორ სტრატეგიას საერთო მექანიზმი აქვს და ჩაუღრმავდნენ GDF11 –მოლეკულის შესწავლას. დასახელებული მოლეკულა კარგა ხანია ცნობილია გამაახალგაზრდავებელი ეფექტებით.

ექსპერიმენტებით დადასტურდა, რომ GDF11 შეყვანა ასაკოვანი ვირთაგვების ორგანიზმში ასტიმულირებს ნეიროგენეზს და აუმჯობესებს სისხლძარღვების ფუნქციობას. მღრღნელებს უქვეითდებოდათ წონაც, თუმცა, ეს არ აისახებოდა მათ მადაზე.

დასკვნები გაამყარა ჰორმონ ადიპონექტინის ანალიზმაც. დასახელებული ჰორმონი ცხიმოვანი ქსოვილისაგან წარმოიქმნება და ამცირებს სხეულის მასას მადაზე გავლენის გარეშე.

კვლევის ავტორთა განცხადებით, GDF11 შეყვანის შემდეგ ცხოველებთან ადიპონექტინის მაღალი დონე ვლინდებოდა. ეს იმას ნიშნავს, რომ GDF11 იწვევს მეტაბოლურ ცვლილებებს, რომლებიც კალორიათა შეზღუდვით მიიღწევა.

მიღებულ შედეგებს დიდი პერსპექტივები აქვს სიმსუქნის, ნეიროდეგენერაციული პროცესებისა და სხვა დაავადებათა თერაპიების შემუშავებისათვის.

კვლევები ამ კუთხით ინტენსიურად გრძელდება, მით უფრო, რომ ამერიკელი მეცნიერების მიერ აქტიურად შეისწავლება შიდაუჯრედული მექანიზმები, რომლებიც საფუძვლად უდევს დაბალკალორიული დიეტების მიერ სიცოცხლის გახანგრძლივებას.