მოლეკულა, რომელიც სიბერეს აფერხებს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2020

მოლეკულა, რომელიც სიბერეს აფერხებს

მოლეკულა, რომელიც სიბერეს აფერხებს
GDF11 – მოლეკულა ახდენს დაბალმოლეკულური დიეტის იმიტაციას (საკვებ რაციონში ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე).
დაბალმოლეკულურ დიეტას კი უკვე ნაჩვენები აქვს ეფექტურობა სიბერის შეფერხებასა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა რისკის შემცირებაში.

წინამორბედი კვლევები მიუთითებს იმაზე, რომ სიბერის გადავადება შესაძლებელია რეგულარული ფიზიკური დატვირთვებით და საკვებ რაციონში კალორიათა შეზღუდვით.

ფრანგმა მეცნიერებმა პასტერის ინსტიტუტიდან დაადასტურეს, რომ მოლეკულას, სახელწოდებით GDF11, შეუძლია ორგანიზმზე დიეტის ანალოგიური დადებითი ეფექტების გამოვლენა, საკვები რაციონის ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე.

პერიოდულად შიმშილობა და კალორიათა მოხმარების 20-30 %-ით შემცირება, კვების ხარისხის შენარჩუნების ფონზე მნიშვნელოვნად აქვეითებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და
კიბოს განვითარების რისკს. ამავდროულად ზრდის თავის ტვინში ახალი ნეირონების გამომუშავებას.

სხვა ექსპერიმენტებით დადგენილია, რომ "ახალგაზრდა" სისხლის გადასხმა ასაკოვანი ვირთაგვების ორგანიზმში ზრდის ამ უკანასკნელთა თავის ტვინში სისხლის მიმოქცევას და ასტიმულირებს ნეიროგენეზს.

მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ ამ ორ სტრატეგიას საერთო მექანიზმი აქვს და ჩაუღრმავდნენ GDF11 –მოლეკულის შესწავლას. დასახელებული
მოლეკულა კარგა ხანია ცნობილია გამაახალგაზრდავებელი ეფექტებით.

ექსპერიმენტებით დადასტურდა, რომ GDF11 შეყვანა ასაკოვანი ვირთაგვების ორგანიზმში ასტიმულირებს ნეიროგენეზს და აუმჯობესებს სისხლძარღვების ფუნქციობას. მღრღნელებს უქვეითდებოდათ წონაც, თუმცა, ეს არ აისახებოდა მათ მადაზე.

დასკვნები გაამყარა ჰორმონ ადიპონექტინის ანალიზმაც. დასახელებული ჰორმონი ცხიმოვანი ქსოვილისაგან წარმოიქმნება და ამცირებს სხეულის მასას მადაზე გავლენის გარეშე.

კვლევის ავტორთა განცხადებით, GDF11 შეყვანის შემდეგ ცხოველებთან ადიპონექტინის მაღალი დონე ვლინდებოდა. ეს იმას ნიშნავს, რომ GDF11 იწვევს მეტაბოლურ ცვლილებებს, რომლებიც კალორიათა შეზღუდვით მიიღწევა.

მიღებულ შედეგებს დიდი პერსპექტივები აქვს სიმსუქნის, ნეიროდეგენერაციული პროცესებისა და სხვა დაავადებათა თერაპიების შემუშავებისათვის.

კვლევები ამ კუთხით ინტენსიურად გრძელდება, მით უფრო, რომ ამერიკელი მეცნიერების მიერ აქტიურად შეისწავლება შიდაუჯრედული მექანიზმები, რომლებიც საფუძვლად უდევს დაბალკალორიული დიეტების მიერ სიცოცხლის გახანგრძლივებას.

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
კატეგორიის სხვა სტატიები
პარ­ლა­მენ­ტის ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტი კობა და­ვი­თაშ­ვი­ლი ალა­დაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში მკურ­ნა­ლობს და ის ხე­ლოვ­ნუ­რი სუნ­თქვის აპა­რატ­ზე იმ­ყო­ფე­ბა.
მსახიობი კახი კავსაძე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ
კოვიდ-19 მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი როლის მატარებელ პანდემიად ჩამოყალიბდა, რომელიც უმძიმეს კვალს ამჩნევს ეკონომიკას და
ბრიტანელი ფსიქიატრის ჰერაინ-ვივესის აზრით, სტრესის ჰორმონ კორტიზოლის დონის განსაზღვრა შესაძლებელია ყურში
ბრიტანული მედიკამენტები სიმბოლურ ფასად! 1 ლარად
გურჯაანის "ჯეო ჰოსპიტალსის" ონლაინ კლინიკა, რომელიც რეგიონში ერთადერთია ბინაზე პაციენტების მართვას
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად