ზაფხული, ზღვა და ყურისანთება
ყურის მწვავე ანთება საკმაოდ ხშირი დასპეციფიური დაავადებაა.სპეციფიურობას, უმთავრესად მისი ანატომიური აგებულება განსაზღვრავს.
ყურის ანთებებიდანყველაზე ხშირია გარეთა და შუა ყურის მწვავე ანთება. შიგნითა ყურის ანთება შედარებით იშვიათია და ძირითადად შუა ყურის მწვავე ანთების გართულებას წარმოადგენს. გარეთა ყურის ანთებას გარეთა ოტიტი, შუა ყურის ანთებას - შუა ოტიტი, ხოლო შიგნითა ყურის ანთებას - ლაბირინთიტი ეწოდება. გარეთა ოტიტიგანსაკუთრებით ხშირია ზაფხულში, ხოლო შუა ოტიტიზამთარში, როდესაც აქტიურდება ზედა სასუნთქი სისტემის ვირუსული ინფექციები.
სეზონიდან გამომდინარე, დღეს ვისაუბროთ გარეთა ოტიტის შესახებ. განვიხილოთ სიმპტომები, ანთების გამომწვევი მიზეზები, ხელშემწყობი ფაქტორები, დიაგნოსტიკის და მკურნალობის მეთოდები დაასევე,მკითხველს მივცეთ ყურის სწორად მოვლის რჩევები.
რით აიხსნება გარეთა ოტიტისსიხშირე ზაფხულში?
ზოგადად, გარეთა ოტიტი, ცხელი და ტენიანი კლიმატური ზონის ქვეყნების დაავადებაა, რადგან ასეთი გარემო,ხელსაყრელ პირობას ქმნის ბაქტერიების და სოკოების გამრავლებისთვის. ჩვენთან სწორედ სიცხე და წყალთან ხშირი კონტაქტი უწყობს ხელს გარეთა ოტიტების შემთხვევების ზრდას ზაფხულის პერიოდში.
რა სიმპტომები ახასიათებს გარეთა ოტიტს?
ძირითადი სიმპტომები, რომლებითაც მოგვმართავენ პაციენტები გარეთა ოტიტის დროსყურის ტკივილი, დაგუბება და სმენის დაქვეითებაა.საინტერესო გახლავთ ის ფაქტი, რომ შუა ოტიტსაც იგივე სიმპტომები ახასიათებს,თუმცა მექანიზმი განსხვავებულია. კერძოდ გარეთა ოტიტის შემთხვევაში ჩამოთვლილიჩივილებისმიზეზია გარეთა სასმენი მილის კანის შეშუპება. შეშუპება იწვევს ტკივილს, დაგუბებას და სმენის დაქვეითებასაც. მწვავე შუა ოტიტის დროს, სიმპტომები ძირითადად დაკავშირებულია შუა ყურის აერაციის დარღვევასთან, ეს კიევსტაქის მილის შეშუპების და დახშობის შედეგადვითარდება.დაფის ღრუ ივსებაანთებადი სითხით,რაც ერთის მხრივ აფერხებს ბგერის გატარებას და იწვევს სმენის დაგუბებას და სმენის დაქვეითებას და მეორეს მხრივ დაფის აპკზე ზეწოლით იწვევს ძლიერ ტკივილს.როგორც ხედავთ, გარეთა და შუა ოტიტი, სიმპტომების მსგავსების მიუხედავად, ერთმანეთისგან განსხვავებული დაავადებებია და განსხვავებულ მკურნალობასაც საჭიროებენ.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩემი რჩევაა, რომ ჩამოთვლილი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, აუცილებლად მიმართოთ ოტორინოლარინგოლოგს, დროული და სწორი დიაგნოსტიკის და მკურნალობისთვის.
გარეთა ოტიტის ძირითადი გამომწვევი მიზეზი რა არის?
ანთების მიზეზია გარეთა სასმენი მილის კანში მიკრობის შეჭრა, რასაც ჩვენ თვითონ ვუწყობთ ხელს ყურის გამოწმენდისასსასმენი მილის კანის დაზიანებით. გოგირდის სახით, გარეთა ყურს ბუნებრივი დაცვის საშუალება გააჩნია. გოგირდს აქვს ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება. ამასთან სასმენ მილში ქმნის მჟავა გარემოს, რითიც აფერხებს მათ გამრავლებას. ჩვენ კი რას ვაკეთებთ ყურის გულმოდგინედ გამოწმენდით? ყურს ვაცლით ბუნებრივ დამცავ საფარს. ძლიერად და განსაკუთრებით ღრმად გამოწმენდისას ვაზიანებთ კანს, რა დროსაც ჩნდება ნაკაწრები, რომელთა გზით ბაქტერიები აღწევენ კანში და ამის შემდეგ იწყება ანთების განვითარება. სტატისტიკურად მწვავე გარეთა ოტიტი 80%-ში არის ბაქტერიებით, 20%-ში კი სოკოებით გამოწვეული.
ჩვენ თუ შეგვიძლია განვასხვავოთ ერთმანეთისგან ბაქტერიული და სოკოვანი გარეთა ოტიტი?
სოკოვანი ოტიტის დროს, გარეთა ოტიტის ზემოთ ჩამოთვლილ სიმპტომებს თან ერთვის შემაწუხებელი ქავილი. გასათვალისწინებელია, რომ ქავილი ყურში, მხოლოდ სოკოვან ინფექციას არ ახასიათებს. ის ხშირად თან ახლავს კანის სხვადასხვა დაავადებას, რომლებიც სასმენი მილის კანზეც შეიძლება ვრცელდებოდნენ. მაგალითად ეგზემა და სხვა სახის დერმატიტები.
ხელშემწყობი ფაქტორები
გარეთა ოტიტის წამახალისებელი ფაქტორების რამოდენიმე ჯგუფი შეგვიძლია გამოვყოთ. ესენია:
- ტრავმები - შესაძლებელია გამოვიწვიოთყურის გამოწმენდით, ყურსასმენებით, სასმენი აპარატებით, უცხო სხეულების და გოგირდის საცობის უხეში ამოღებით;
- გარემო ფაქტორები - გარემოს მაღალი ტემპერატურა და ტენიანობა;
- ანატომიური ფაქტორები - გარეთა სასმენი მილის სტენოზი, ანუ სივიწროვე, ჭარბი თმა გარეთა სასმენ მილში;
- კანის დაავადებები - ეგზემა, ფსორიაზი, სებორეა, კანის სხვა ანთებითი დაავადებები;
- სისტემური დაავადებები - შაქრიანი დიაბეტი, იმუნოსუპრესია (სუსტი იმუნიტეტი).
- შიდა ფაქტორები - გოგირდის შემცირებული გამოყოფა, ჭარბი ოფლიანობა;
- სხვა ფაქტორები - ყურში წყლის მოხვედრა, რადიაცია, ქიმიოთერაპია, სტრესი და სხვა.
ყურის ანთების დიაგნოსტიკა
ანატომიური აგებულებიდან გამომდინარე, ყურის დაავადებების დიაგნოსტიკა შეუიარაღებელი თვალით შეუძლებელია. ყურში ჩასახედად ძირითადად ვიყენებთ ოტოსკოპს, ან მიკროსკოპს. ვამოწმებთ სასმენი მილის გამავლობას, შეშუპებულია თუ არა კანი, არის თუ არა ნადები, ხომ არ არის მილი დახშული გოგირდის საცობით. საცობის, ან ნადების არსებობის შემთხვევაში, მიკროსკოპის დახმარებითვე ხდება მანიპულაციების ჩატარება, საცობის ამოღება და ნადების გასუფთავება. ამ დროს პაციენტი თავად ხედავს მონიტორზე მანიპულაციის მსვლელობას, რაც საშუალებას მაძლევს უკეთ ავუხსნა პაციენტს ყურის მდგომარეობა.
მკურნალობა
გარეთა ოტიტის მკურნალობა ტარდება ყურის წვეთებით. კვლევებმა აჩვენეს, რომ ეს არის მკურნალობის ყველაზე ეფექტური და უსაფრთხო მეთოდი. სისტემური მედიკამენტები ინიშნება მხოლოდ გართულების, ან 2-3 დღეში ეფექტის ვერ მიღების შემთხვევაში.
ხშირ შემთხვევაში ბაქტერიული და სოკოვანი ოტიტის გარჩევა თვალით შეუძლებელია, რაც ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო წვეთების შერჩევას ართულებს. ამიტომ ვანიჭებუპირატესობასყურის წვეთს კანდიბიოტიკი,რომელიცოთხ კომპონენტიანია და მის შემადგენლობაში შედის: ქლორამფენიკოლი - ფართო სპექტრის ანტიბიოტიკი; კლოტრიმაზოლი - ფართო სპექტრის ანტიმიკოზური (სოკოს საწინააღმდეგოო) საშუალება; ბეკლომეტაზონისდიპროპიონატი - გლუკოკორტიკოსტეროიდი (ხსნი შეშუპებას) დალიდოკაინისჰიდროქლორიდი - ტკივილგამაყუჩებელი.კანდიბიოტიკის გამოყენება შეგიძლიათ ზემოთ აღნიშნული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში და უპრობლემოდ შეიძენთ აფთიაქში ექიმის დანიშნუნლების გარეშეც, (თუდაფისმთლიანობაარარისდარღვეული) რადგან ის არის აბსოლუტურად უსაფრთხო, რაც დადასტურებულია მრავალი კვლევის შედეგად.
ჩვეულებრივ გამოყენება ჩაწვეთებისას ყურის ნიჟარა უნდა ავწიოთ მაღლა და ოდნავ უკან, რომ სასმენი მილი გასწორდეს და წვეთებმა ბოლომდე ჩააღწიონ. ამასთანავე დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ სასმენ მილში არ არის საცობი, რომელიც აფერხებს წვეთების ჩასვლას სიღრმეში. აუცილებელია მკურნალობის პროცესში ავირიდოთ ყურში წყლის მოხვედრა, ამისათვის თავის დაბანისას ყური უნდა დავახშოთ ვაზელინში დასველებული ბამბით.
რჩევები
გახსოვდეთ, რომ გოგირდი ჩვენი ყურების ბუნებრივი მცველია და აუცილებელია მისი არსებობა სასმენ მილში. ნუ ეცდებით ყურების გამოწმენდას ჩხირებით, ამით თქვენ მეტ ზიანს მიაყენებთ მათ. თუ გრძნობთ ყურებში დისკომფორტს აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თვითმკურნალობით შესაძლოა მდგომარეობა უფრო დაიმძიმოთ.
გისურვებთ ჯანმრთელობას და ჯანსაღ სმენას.
R