ფარმაკოლოგიის ისტორიაში ერთერთი ყველაზე მსხვილი სკანდალი ძალებს იკრებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფარმაკოლოგიის ისტორიაში ერთერთი ყველაზე მსხვილი სკანდალი ძალებს იკრებს

ოფიციალურად გამოაქვეყნეს ქვეყანაში ოპიოიდური ეპიდემიის შესახებ. ოპიოიდური პრეპარატები მიეკუთვნება ქვეყანაში ყველაზე ხშირად გამოწერილ საშუალებებს. აშშ-ს იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ  2016 წელს ოპიოიდური საშუალებებით ზედოზირების შედეგად  64000 ადამიანი დაიღუპა.

90-იან წლებში ბაზარზე გამოჩნდა საშუალო და ძლიერი ინტენსივობის ტკივილის სინდრომის სამკურნალო პრეპარატი  OxyContin. მან პირდაპირი მნიშვნელობით გაამდიდრა კომპანია Purdue. თავდაპირველად ექიმები შიშობდნენ ამ საშუალების მიღების შედეგად დამოკიდებულების განვითარების შესაძლებლობასთან დაკავშირებით, თუმცა OxyContin-ის აგრესიულმა მარკეტინგულმა სტრატეგიამ ყველაფერი შეცვალა.

OxyContin იყიდებოდა როგორც წამალი, "რომლითაც უნდა დაიწყოთ და რომელთან ერთადაც უნდა დარჩე". ამასთან საუბარი იყო არა მარტო ოპერაციით, კიბოთი  გამოწვეულ არამედ ქრონიკულ ტკივილზეც. დამტკიცებულია ექიმების მხრიდან ქრთამის აღების ფაქტებიც ამ საშუალების დანიშვნის სანაცვლოდ.  ამასთან ცნობილია, რომ კომპანია Purdue-ს არ ჩაუტარებია კლინიკური კვლევები პრეპარატის ადიქტიურ თვისებებთან დაკავშირებით. მიუხედავად ამისა, მაინც მიიღო თანხმობა ინსტრუქციით, რომელიც პრეპარატს უფრო უსაფრთხოდ ასახელებს სხვა ტკივილგამაყუჩებელ საშუალებებთან შედარებით.

უკანასკნელი მონაცემებით, კომპანიამ მრავალი სარჩელი მიიღო სახელმწიფო სტრქტურებიდან და უშუალოდ პაციენტებიდან, რის შედეგადაც კომპანიამ თავი გაკოტრებულად გამოაცხადა. ამერიკის შტატებმა განაცხადეს Purdue-დან 2,2 ტრილიონი დოლარის ამოღების თაობაზე არაკეთილსინდისიერი მარკეტინგის გამო.

იურისტების აზრით კომპანიამ ხელი შეუწყო ოპიოიდურ კრიზისს და შეგნებულად არაფერს იტყობინებოდა რისკებზე. თავად კომპანიის წარმომადგენლები უარყოფენ ოპიოიდურ ეპიდემიასთან კომპანიის კავშირს.