ლევან რატიანი - შატილის გზაზე დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ლევან რატიანი - შატილის გზაზე დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

სამი ქალის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ექიმის თქმით, პაციენტები რეანიმაციულ განყოფილებაში რჩებიან, თუმცა მათი სასიცოცხლო ფუნქციები აღდგენილია.

"ორ მათგანთან გვაქვს კარგი ნევროლოგიური სტატუსი, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩაძახილზე ისინი ახელენ თვალს, ასრულებენ მარტივ ინსტრუქციებს. რაც შეეხება მესამე ქალს, მას გუშინ სახის ძვლების რეკონსტრუქციული ოპერაცია ჩაუტარდა, მისი მდგომარეობა რჩება სტაბილურად მძიმე, მაგრამ დადებითი დინამიკით. ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მართალია გამოჯანმრთელების ძალიან გრძელი გზა ექნებათ გასავლელი, მაგრამ იმედია, რომ ამას მათთან ერთად გადავლახავთ", – განაცხადა ლევან რატიანმა.

23 აგვისტოს, ხევსურეთში, სოფელ ბისოსთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა და 3 მძიმედ დაშავდა. მიკროავტობუსი, რომლითაც ტურისტული კომპანია "თრეველერ ჯის" მიერ ორგანიზებული ტურის მონაწილეები მგზავრობდნენ, კლდოვან ფერდობზე, დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ავტოავარიის მიზეზი. მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტი შემთხვევას სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით იძიებს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას.