რა ზრდის ორგანიზმის ამტანობას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა ზრდის ორგანიზმის ამტანობას

უჯრედების უმრავლესობისათვის შაქარი უპირატეს ენერგიის წყაროს წარმოადგენს, მაგრამ საკვები ნივთიერების უკმარისობის, მაგალითად შიმშილის ან ექსტრემალური დატვირთვების დროს, უჯრედები ცხიმების დაშლაზე ერთვებიან.

ჰარვარდის სამედიცინო სკოლის მკვლევარებმა განსაზღვრეს ფერმენტ PHD3-ის უმნიშვნელოვანესი როლი. როდესაც საკვები ნივთიერებები მრავლადაა PHD3 მუხრუჭის მსგავსად მოქმედებს (ამუხრუჭებს არასაჭირო ცხიმების მეტბოლიზმს). ეს მუხრუჭი აღარ მოქმედებს, როდესაც საწვავი მთავრდება და საჭიროა მეტი ენერგია, მაგალითად ვარჯიშის დროს.

როგორც თაგვებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტმა აჩვენა, PHD3 -ის წარმოების ბლოკირება იწვევს ფიზიკური მოზმადების რამოდენიმე მაჩვენებლის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას. PHD3 ფერმენტის არმქონე თაგვები 40%-ით უფრო დიდ ხანს და  50%-ით უფრო მეტ მანძილზე დარბოდნენ და გააჩნდათ აერობული გამძლეობის მაღალი მარკერი.  ამტანობაზე ვარჯიშის შემდეგ, PHD3-ის დეფიციტის მქონე თაგვების კუნთებში იზრდებოდა ცხიმების მეტაბოლიზმი, იცვლებოდა ცხიმოვანი მჟავების შემადგენლობა და მეტაბოლური პროფილი.  ნორმალურ პირობებში PHD3 ქიმიურად მოდიფიცირებს მეორე ფერმენტს Aჩჩ2, რომელიც თავის მხრივ, ხელს უშლის მიტოქონდრიებში ცხიმოვანი მჟავების მოხვედრას მათი დაშლისა და ენერგიის გამოყოფისათვის.

შაქრის სიჭარბისას, PHD3 ქიმიურად მოდიფიცირებდა ACC2, და თრგუნავდა ცხიმების მეტაბოლიზმს. თუმცა შაქრის ნაკლებობისას, ხდება PHD3 აქტივობის დათრგუნვა და მიტოქონდრიებში ცხიმოვანი მჟავების მოხვედრა.