/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სიახლეები

ჩიფსები და გაზიანი წყალი

ჩიფსები და გაზიანი წყალი
ახალი სასწავლო წლისთვის რუსეთის სკოლებში ჩიფსების, კანფეტებისა და ტკბილი სასმელების გაყიდვა აიკრძალება.

აკრძალვის ინიციატორი რუსეთის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროა. მისმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ჩიფსებსა და კანფეტებს ბავშვებისთვის სარგებლობა არ მოაქვს, ამიტომ აჯობებს, ისინი სასარგებლო პროდუქტებით, თუნდაც რძითა და კეფირით, შევცვალოთ.

***

მოხდილი რძე და მუწუკები

მოზარდი გოგონების მტერი მხოლოდ ტკბილეული როდი ყოფილა - სახეზე მუწუკები შესაძლოა მოხდილმა რძემაც გააჩინოს.

ჰარვარდელმა მეცნიერებმა მუწუკების გაჩენისა და კვების თავისებურებათა ურთიერთკავშირის დასადგენად 47 ათასზე მეტი ქალი გამოკითხეს.

აღმოჩნდა, რომ ქალების უმეტესობა (61%) ბავშვობაში მხოლოდ ჩვეულებრივ რძეს სვამდა, 20% - უცხიმოს, 7% - მოხდილს, ხოლო 2% - მშრალს. ქალებს, ვინც მოუხდელ რძეს დღეში სამჯერ მაინც სვამდა, სახეზე გამონაყარის გაჩენის ალბათობა 22%-ით მეტი ჰქონდათ, ვიდრე მათ, ვინც რძეს კვირაში ერთხელ ან უფრო იშვიათად მიირთმევდა, ხოლო მათ შორის, ვინც მხოლოდ მოხდილ რძეს იღებდა, ამ განსხვავებამ 44%-ს მიაღწია.

  • კიდევ უფრო სარისკო აღმოჩნდა რძის პროდუქტები - მათი წყალობით მუწუკების გაჩენის რისკი 63%-მდე იმატებდა. თუმცა ეს რიცხვები ჯერჯერობით არაფერს ნიშნავს. ვიდრე კვლევის შედეგები არ დადასტურდება, მოზარდებს ვურჩევთ, რძე აუცილებლად მიირთვან, ოღონდ ზომიერად.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

News - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

News

ამის შესახებ განაცხადა შვეციის სამედიცინო მომსახურების ფორმებისა და მეთოდების კონტროლის სახელმწიფო სამმართველომ. გარეგნულად განსხვავება თითქმის არ არის, ერთი შეხედვით ვერც კი იფიქრებ, რომ პაციენტის კბილში იხრახნება არა ლითონის ბორი, არამედ ლაზერის სხივი. მისი მოქმედების პრინციპი ასეთია: ლაზერი აცხელებს კბილის ქსოვილში არსებულ ძალიან მცირე რაოდენობის წყალს; იგი იქცევა ორთქლად, რომლის წნევაც იწვევს შეუიარაღებელი თვალისთვის უჩინარ, მაგრამ ძლიერ მიკროაფეთქებებს, რომლებიც კბილის ქსოვილზე მოქმედებს. მაკონტროლებელი უწყების მოხსენების თანახმად, ახალი ტექნოლოგია უფრო და უფრო მეტ პოპულარობას იძენს. ამ ხელსაწყოთი მომუშავე დანტისტების რაოდენობა ერთი წლის განმავლობაში წარმოუდგენლად გაიზარდა. ამასთან დაკავშირებით შესაბამისმა უწყებებმა ამ სიახლის ყოველმხრივი შესწავლა გადაწყვიტეს. თუმცა არსებობს უამრავი კითხვა, რომლებზეც პასუხის გაცემა აუცილებელია. მაგალითად, რამდენად მოხერხებულია ლაზერით კბილის დაბჟენა? ბჟენი ისევე მყარად ზის, როგორც ბორით დამუშავების შემდეგ? შესაძლებელია თუ არა ნერვის გადარჩენა ისევე, როგორც ბორმანქანის გამოყენების შემთხვევაში? მოხსენებაში ლაპარაკია იმაზე, რომ ლაზერის გამოყენება უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე ტრადიციული მეთოდისა, მაგრამ ამ მოსაზრებას არ ეთანხმება სიახლის ერთ-ერთი მომხრე, ექიმი პეტერ ფალსტედტი, რომელიც 10-დან 9 შემთხვევაში სწორედ ლაზერის სხივს იყენებს. მას მიაჩნია, რომ არცთუ იაფი ხელსაწყო ხარჯს აანაზღაურებს, თუ ეფექტურად იქნება გამოყენებული. იგი აცხადებს, რომ პროცედურა გაცილებით სწრაფად წარიმართება, ხოლო პაციენტი პრაქტიკულად ვერ გრძნობს ტკივილს.

ძუძუთი კვება სიმსუქნის წინააღმდეგ

მეცნიერებმა ერთმანეთს შეადარეს 6 თვიდან 1 წლამდე ასაკის 536 ბავშვის საკვების შემადგენლობა და ხარისხი. დიეტას საკვების შემადგენლობისა და ჯერადობის მიხედვით აფასებდნენ. ამასთან ერთად ითვალისწინებდნენ კვების ხასიათს და იმ ასაკს, რომელშიც ბავშვი ძუძუს მოსწყვიტეს და მის რაციონში მაგარი საკვები შეიტანეს. ექსპერიმენტი ექიმების მკაცრი მეთვალყურეობით ტარდებოდა. კვლევამ აჩვენა, რომ იმ ბავშვებს, რომელთაც დედები დიდხანს აწოვებდნენ ძუძუს, მასის ინდექსი უფრო ნაკლები ჰქონდათ, ვიდრე ხელოვნურ კვებაზე მყოფ პატარებს. ამასთანავე, ეს ფაქტი არ იყო დამოკიდებული არც ოჯახის წევრების აღნაგობასა და არც ბავშვის სიმაღლეზე. ეს მონაცემები ადასტურებს მოსაზრებას, რომელსაც მედიკოსები ადრეც გამოთქვამდნენ, კერძოდ, იმას, რომ ჩვილის კვების ხასიათი შემდგომ ცხიმოვანი ქსოვილის განვითარებაზე ახდენს გავლენას.

ბალერინებსა და სპორტსმენებს ცუდი ჯანმრთელობა აქვთ

ბალერინები და სპორტსმენი ქალები სუსტი სქესის სხვა წარმომადგენლებზე 4-ჯერ უფრო ხშირად უჩივიან ჯანმრთელობის პრობლემებს: გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს, სისხლძარღვთა ფუნქციურ ანომალიებს, ამენორეას, ძვლის სიმკვრივის ადრეულ დეფიციტს. ჰორმონების დონის განსაზღვრისთვის ჩატარებულმა სისხლის ანალიზმა აჩვენა, რომ მოცეკვავეთა 36% კვების არასწორ რეჟიმს მისდევს, 77% არ იღებს საკმარის კალორიებს, 27%-ს არ ჰქონია მენსტრუაცია ნახევარი წლისა და მეტი ხნის განმავლობაში, 23%-ს ძვლის მასის დეფიციტი აღენიშნება, 64%-ს - არტერიების არანორმალური გაფართოება სისხლის ნაკადის საპასუხოდ. გამოკვლეულთა 86%-ს ჩამოთვლილი პრობლემებიდან ერთი ან რამდენიმე აღმოაჩნდა, ხოლო 14%-ს - ხუთივე. კვლევაში მონაწილე 18-დან 35 წლამდე ასაკის მორბენალ ქალებს ასევე აღმოაჩნდათ ამენორეა, სისხლძარღვების დისფუნქცია, ანომალიური ჰორმონული პროფილი, გულ-სისხლძარღვთა ფუნქციისა და ჟანგბადის ათვისების დარღვევები. მედიკოსების თქმით, ჯანმრთელობისთვის მავნე შედეგების შესამცირებლად, მენსტრუალური ციკლის დარღვევისა და სისხლძარღვთა დისფუნქციის განვითარების შესაფერხებლად ბალერინებმა და სპორტსმენმა ქალებმა უნდა მიიღონ ვიტამინები, უპირველეს ყოვლისა კი ფოლიუმის მჟავა. იგი უცვლელი ნივთიერებაა სისხლის წითელი ბურთულების წარმოსაქმნელად.

გადაუდებელი მედიცინის განვითარების სამომავლო პერსპექტივა საქართველოში

ამერიკის მთავრობისა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით სასტუმრო "ბეტსში" გაიმართა კონფერენცია, რომელიც საქართველოში გადაუდებელი მედიცინის განვითარების სამომავლო პერსპექტივებს მიეძღვნა. კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი, საქართველოს პირველი ლედი სანდრა ელისაბედ რულოვსი, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში ჯონ ტეფტი, ემორის უნივერსიტეტის პროფესორი კენ ვოლკერი და UშAID-ის წარმომადგენლები. ალექსანდრე კვიტაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში იხსნება გადაუდებელი მედიცინის სასწავლო ცენტრი, რომელიც ყოველწლიურად 1000 ექიმსა და ექთანს გადაამზადებს. მანვე აღნიშნა, რომ ეს მედიცინის ერთ-ერთი წამყვანი დარგია, ამიტომ ასეთი ცენტრების გახსნა ძალიან მნიშვნელოვანია. პროექტი ეკუთვნის აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და მის განხორციელებას ამერიკის მთავრობა და ემორის უნივერსიტეტი უწყობს ხელს. "აღსანიშნავია, რომ როგორც ნ. ყიფშიძის სახელობისა და ღუდუშაურის სამედიცინო ცენტრებში, ისე სხვა კლინიკებში სასწრაფო სამედიცინო დახმარება საკმაოდ მაღალ დონეზეა. ემორის უნივერსიტეტიდან ხშირად ჩამოდიან პროფესიონალები, რომლებიც გადაუდებელი მედიცინის მართვაში გვეხმარებიან. ამერიკაში ეს სფერო უმაღლეს დონეზეა განვითარებული, ამიტომ მათი გამოცდილების გაზიარება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. კარგად ორგანიზებულ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას უამრავი სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია", - განაცხადა სანდრა ელისაბედ რულოვსმა. კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში ჯონ ტეფტი, რომელმაც განაცხადა: "ჩემი კოლეგები და UშAID-ის წარმომადგენლები ყველაფერს აკეთებენ, რათა საქართველოში გადაუდებელი მედიცინის განვითარების პროექტი წარმატებულად განხორციელდეს. ჩვენი დახმარებით რესპუბლიკურ საავადმყოფოში სასწავლო ცენტრი გაიხსნება, რაც გაზრდის სამედიცინო მომსახურების ხარისხსა და კმაყოფილი პაციენტების რიცხვს".

ემორის უნივერსიტეტის პროფესორმა კენ ვოლკერმა აღნიშნა, რომ პირველადი, გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ ამ სფეროში პროფესიონალების მომზადება აქვთ განზრახული. მათი პროგრამა საკმაოდ მასშტაბურია და საქართველოს ყველა ქალაქს მოიცავს.

ცუდი ეკოლოგია ღვიძლის დაავადებათა რისკფაქტორია

ამერიკელმა მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ღვიძლს მარტო ალკოჰოლი და ვირუსული ჰეპატიტი კი არა, არამედ გარემოს დაბინძურებაც აყენებს ზიანს. ყოველდღიურ ცხოვრებაში ადამიანი ეჯახება 100-ზე მეტ ქიმიურ ნივთიერებას, მათ შორის - პესტიციდებს, სპილენძსა და მის ნაერთებს. ეს ნივთიერებები ღვიძლის დაავადებების რისკს 6%-ით ზრდის.

ხილი და ბოსტნეული მოზარდის ფსიქიკას იცავს

ავსტრალიის ქალაქ პერტში ჩატარდა კვლევა, რომელშიც 14 წლის 1600 ბავშვი მონაწილეობდა. დადგენილ იქნა, რომ მოზარდებს, რომლებიც ბევრ ხილსა და ბოსტნეულს ჭამენ, იშვიათად აქვთ ფსიქიკური პრობლემები. თერაპევტებმა გამოიკვლიეს მოზარდთა კვების რეჟიმის კავშირი დეპრესიასა და აგრესიასთან. გამოვლენილ იქნა კავშირი კვების დასავლურ სტილსა და ფსიქიკურ მოშლილობათა განვითარებას შორის. კერძოდ, ემოციური და ქცევითი დარღვევები დაუდგინეს მოზარდებს, რომლებიც ეტანებოდნენ წითელ ხორცს, საკონდიტრო ნაწარმს, თეთრ პურს, ტკბილ გაზიან სასმელებს. ბავშვებს, რომლებიც ხშირად მიირთმევდნენ ხილსა და ბოსტნეულს, მსგავსი პრობლემები არ აღმოაჩნდათ. ფსიქოლოგები გვაფრთხილებენ, რომ ემოციური პრობლემების მქონე ყოველ მეხუთე ბავშვს მოწიფულ ასაკში ესა თუ ის ფსიქიკური დარღვევა ექნება. აღსანიშნავია, რომ ფსიქიკური დაავადებების ნახევარი სათავეს მოზარდ ასაკში იღებს. 1985 წლიდან სიმსუქნით დაავადებული ბავშვებისა და მოზარდების რიცხვი სამჯერ გაიზარდა. ერთ-ერთი მიზეზია პასიური ცხოვრების წესი - სუფთა ჰაერზე აქტიური თამაში ტელევიზორსა და კომპიუტერთან გართობამ შეცვალა. კვებასა და ცხოვრების წესზე კი უშუალოდ არის დამოკიდებული არა მარტო ფიზიკური განვითარება, არამედ ფსიქიკის სიჯანსაღეც.


ტკბილეულმა შესაძლოა უნაყოფობა და კიბო გამოიწვიოს

ახლახან ჩატარებული კვლევის მეოხებით გაირკვა, რომ დიდი ოდენობით ტკბილეული ტესტოსტერონისა და ესტროგენის მარეგულირებელ ცილებზე მოქმედებს. ფრუქტოზა და გლუკოზა, რომლებიც უხვად არის ტკბილეულში, ღვიძლის მიერ ლიპიდების გამომუშავებას ასტიმულირებს; რაც უფრო მეტია ორგანიზმში ლიპიდები, მით უფრო ნაკლებია SHBG - ცილა, რომელიც პასუხს აგებს სისხლში ტესტოსტერონისა და ესტროგენის ბალანსირებულ შემცველობაზე. SHBG-ის უკმარისობა იწვევს მძიმე დაავადებებს, მათ შორის - უშვილობას და კიბოს. ჰორმონული დარღვევების გამოსავლენად ექიმებმა პაციენტს სისხლში SHBG-ის ოდენობა უნდა განუსაზღვრონ.

ფილტვის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკა

კენტუკის უნივერსიტეტში შეიმუშავეს სისხლის ანალიზის მეთოდი ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბოს აღმოსაჩენად. ახალი მეთოდით დაავადების დიაგნოსტირება გაცილებით ადრეულ სტადიაზეა შესაძლებელი, ვიდრე რენტგენოგრაფიით ან კომპიუტერული ტომოგრაფიით. ტესტი ეფუძნება რიგი ანტიგენის აღმოჩენას, რომლებიც ორგანიზმში ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბოს დროს წარმოიქმნება. "ჩვენი მეთოდიკა გამოირჩევა მაღალი სიზუსტით (90%) და ავთვისებიან სიმსივნეს რენტგენოგრამაზე მის გამოჩენამდე 3-5 წლით ადრე აღმოაჩენს", - ირწმუნება კვლევის ხელმძღვანელი ლი ჯუნი. ტესტის მგრძნობელობა და სფეციფიკურობა მაღალია. ცრუ დადებითი და ცრუ უარყოფითი შედეგების ალბათობა 10-15%-ს არ აღემატება, ეს კი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე რენტგენოგრაფიის საფუძველზე დასმული მცდარი დიაგნოზის პროცენტული მაჩვენებელი. თუ ახალი მეთოდის საიმედოობა უფრო ფართომასშტაბიანმა კვლევამაც დაადასტურა, კიბოს სკრინინგისთვის ეს ტესტი ჩაუტარდება ყველა მწეველს, ვინაიდან ისინი ფილტვის კიბოს მაღალი რისკის ჯგუფში შედიან.

რევოლუცია დაუნის სინდრომის დიაგნოსტიკაში

"თაიმსის" ცნობით, ჰონკონგში შეიმუშავეს სისხლის ანალიზის უმარტივესი და უსაფრთხო მეთოდი, რომლის მეშვეობითაც ორსული შეიტყობს, სჭირს თუ არა მის შვილს დაუნის სინდრომი. დადებითი პასუხი ასიდან 90 შემთხვევაში სარწმუნოა (ანუ ტესტების 10% იძლევა ცრუ უარყოფით შედეგს), ხოლო უარყოფითი - ასიდან 97 შემთხვევაში (ანუ ტესტების 3% იძლევა ცრუ დადებით შედეგს). მეთოდის სანდოობა ჯერ სათანადოდ არ არის შესწავლილი, მისი ეფექტურობის დამტკიცებას კიდევ 3-5 წელი დასჭირდება. ამჟამად დაუნის სინდრომზე გენეტიკურ ანალიზს მხოლოდ მაღალი რისკის ჯგუფში შემავალ (40 წელს გადაცილებულ) ორსულებს უტარებენ. სანაყოფე წყლების ანალიზის მეთოდი სპონტანური აბორტის საშიშროებას ქმნის, ამიტომ ბევრი მის გაკეთებაზე უარს ამბობს, სისხლის ანალიზით დაუნის სინდრომის დიაგნოსტიკას კი არავითარი საფრთხე არ ახლავს თან, თუმცა ისიც სათქმელია, რომ დიაგნოსტიკის გამარტივებამ შესაძლოა აბორტების მკვეთრი გახშირება გამოიწვიოს.

სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები სულიერი და ემოციური განვითარების მხრივ სრულფასოვან პიროვნებებს წარმოადგენენ და არასრულფასოვანი ადამიანების რანგში მათი გაყვანა დაუშვებელია, თუმცა ჯერჯერობით ყველა ეთანხმება იმ აზრს, რომ ყოველმა ოჯახმა თავად უნდა გადაწყვიტოს, შეუძლია თუ არა ასეთი ბავშვის აღზრდა.

სქესის დადგენის ახალი მეთოდი

თუ აქამდე ნაყოფის სქესს ექოსკოპიით ორსულობის მე-11-12 კვირიდან ადგენდნენ, ამიერიდან ეს ჩასახვის მე-16 დღეს იქნება შესაძლებელი. თელ-ავივის სამედიცინო ცენტრის პრენატალურ-გენეტიკური დიაგნოსტიკის განყოფილებაში ჩატარებულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ ორსულობის მესამე კვირის დასაწყისში გოგონების მომავალ დედებს ქორიონული გონადოტროპინი სისხლში თითქმის ოცი პროცენტით მეტი აქვთ. როგორც გამოკვლევის ხელძღვანელმა, დოქტორმა იუვალ იარონმა განაცხადა, გამოკვლევის შედეგი ეჭვს არ იწვევს, თუმცა ჩასახვიდან რამდენიმე კვირაში ბავშვის სქესის განსაზღვრა მაინც არ შეიძლება 100%-ით სარწმუნოდ ჩაითვალოს.

ახალი ტესტი დიაბეტის სადიაგნოზოდ

ისრაელის სამედიცინო ცენტრში დიაბეტის ადრეული დიაგნოსტიკის სარწმუნო და მოხერხებული მეთოდი შეიმუშავეს - კვლევამ ცხადყო, რომ ინსულინრეზისტენტულ პირებს ორგანიზმში ცილა რბპ4-ის დონე მომატებული ჰქონდათ. ცილა rbp4-ს ნორმალურ პირობებში ცხიმოვანი ქსოვილის უჯრედები გამოიმუშავებს. მეცნიერთა თქმით, სისხლში მისი შემცველობის მომატება სანდო სადიაგნოზო კრიტერიუმია - მისი შესწავლით შესაძლოა გამოვლენილ იქნეს როგორც უკვე ჩამოყალიბებული დიაბეტი, ასევე მისი განვითარების რისკი. "ჩვენ მიერ მიღებული შედეგები იმაზე მეტყველებს, რომ rbp4 ავადმყოფის მდგომარეობის მოხერხებული მარკერია და რომ ის შესაძლოა ინსულინრეზისტენტობის ერთ-ერთი მიზეზი იყოს. პირველი სიმპტომების გამოვლინებამდე დიაბეტის რისკის განსაზღვრა ავადმყოფს პრევენციული ზომების მიღების საშუალებას მისცემს", - ამბობს კვლევის ხელმძღვანელი, პროფესორი ბარბარა კანი.

სპერმის ანალიზი სახლის პირობებში

ბირმინგემის უნივერსიტეტში შექმნეს ტესტი, რომელიც მამაკაცს საშუალებას მისცემს, სპერმის ხარისხი და ჩასახვისუნარიანობა სახლის პირობებში განსაზღვროს. ახალი ტესტი დღე-დღეზე გამოჩნდება ბრიტანეთის აფთიაქებში და ურეცეპტოდ გაიყიდება. სპერმა თავსდება აპარატში, რომელიც საშვილოსნოს ყელის იმიტაციას ახდენს. სპეციალური მექანიზმის ამუშავების შედეგად სპერმა მოძრაობაში მოდის და იწყებს გადაადგილებას დაბრკოლების - "საშვილოსნოს ყელის" მხარეს. ამის შემდეგ ხელსაწყო ითვლის სპერმატოზოიდებს, რომლებმაც ეს დაბრკოლება წარმატებით გადალახეს, გასანაყოფიერებლად საჭირო რაოდენობის უჯრედთა არსებობას კი წითელი ხაზის გაჩენით გვამცნობს.