რა გახდა შატილის ტრაგედიის მიზეზი - სხვა სამარშრუტოს მგზავრის ნაამბობი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა გახდა შატილის ტრაგედიის მიზეზი - სხვა სამარშრუტოს მგზავრის ნაამბობი

გთავაზობთ სხვა მარშუტკის მგზავრის მონათხრობს, რომელიც ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე შეესწრო მძღოლებს შორის დიალოგს:

"იმ დღეს ჩვენც შატილში ვიყავით, სხვა სამარშრუტოთი. მათი მანქანა ჩვენზე წინ წამოვიდა, საკმაოდ სწრაფად მიდიოდნენ და ჩვენი მანქანა ჩამორჩა. მერე გზაზე ვნახეთ გაჩერებულები. ჩვენც გავჩერდით, ჩვენმა მძღოლმა ჰკითხა, ხომ არაფერი გიჭირთო. მუხრუჭებმა გამიცხელაო, არაფერია, ცოტა ხანს გავჩერდები და წამოვალო - უპასუხა იმ სამარშრუტოს მძღოლმა. ჩვენ გზა გავაგრძელეთ, ისინი უკან დარჩნენ და მერე ეს ტრაგედიაც მომხდარა".

მძღოლების ვერსიით, სავარაუდო მიზეზი დაღმართში მაღალი სიჩქარით წამოსვლა შეიძლებოდა ყოფილიყო, რამაც მუხრუჭების გადახურება და წყობიდან გამოსვლა გამოიწვია.

ბევრი ითქვა და დაიწერა ამ დღეებში ამ თემაზე, მაგრამ კიდევ ერთხელ მოგმართავთ ყველას, ვისაც ადამიანების სიცოცხლე გაბარიათ საჭესთან ჯდომისას: ვიაროთ ფრთხილად!