კვერცხუჯრედებს შეუძლიათ სპერმატოზოიდების ამორჩევა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კვერცხუჯრედებს შეუძლიათ სპერმატოზოიდების ამორჩევა

რომ მდედრობით სასქესო უჯრედებს-კვერცხუჯრედებს შეუძლიათ სპერმის ამორჩევა და ეს გადაწყვეტილება ყოველთვის მუდმივი პარტნიორის სასარგებლოდ არ მიიღება. კვლევის შედეგები გამოქვეყნებულია სამეცნიერო ჟურნალში Proceedings of the Royal Society B.

ადამიანები, სამწუხაროდ, ბევრ დროსა და ენერგიას კარგავენ მეწყვილის შესარჩევად. ახალი კვლევის შედეგები კი ცხადჰყოფს, რომ პარტნიორის შერჩევა ხშირად სექსის შემდეგაც გრძელდება.

მკვლევარებმა საინტერესო ექსპერიმენტებით შეისწავლეს, როგორ რეაგირებს სპერმატოზოიდები ფოლიკულარულ სითხეზე და მივიდნენ დასკვნამდე, რომ განაყოფიერების პროცესში კვერცხუჯრედები "იზიდავენ" სპერმას განაყოფიერების შანსის გასაზრდელად, თუმცა, ეს ყოველთვის ასე არ ხდება, მდედრობითი სასქესო უჯრედები ამას ყოველთვის არ მიმართავენ, ეს მხოლოდ მათი "სურვილისამებრ" ხდება, რადგან კვერცხუჯრედები ირჩევენ სპერმატოზოიდებს.

ექსპერიმენტებში მდედრის ფოლიკულური სითხე ზოგ შემთხვევაში განსაკუთრებულად იზიდავდა  მამრის სპერმას, სხვა შემთხვევაში კი სრულებითაც არა. ეს ადასტურებს იმას, რომ ადამიანის კვერცხუჯრედებსა და სპერმატოზოიდებს შორის კავშირი დამოკიდებულია პარტნიორების ფიზიოლოგიაზე და არა მათ პირად არჩევანზე.

სტოკჰოლმის უნივერსიტეტის ზოოლოგიის ფაკულტეტის ვალენბერგის აკადემიის წევრი, პროფესორი ჯონ ფიტცპატრიკი განმარტავს: "მიღებული შედეგები ნიშნავს იმას, რომ კვერცხუჯრედი ყოველთვის არ ეთანხმება თავის პატრონს ანუ ქალს პარტნიორის არჩევაში."

მკვლევარებმა ისიც აჩვენეს, რომ მიუხედავად რეგულარული სქესობრივი კავშირისა და მუდმივი პარტნიორისა, კვერცხუჯრედმა შესაძლოა მიიზიდოს არა თავისი პარტნიორის სპერმა, არამედ სხვა ინდივიდისა. ეს გადაწყვეტილება მთლიანად მდედრის კვერცხუჯრედზეა დამოკიდებული, სპერმატოზოიდებს მხოლოდ ერთი ფუნქცია აქვთ-გაანაყოფიერონ მდედრობითი სასქესო უჯრედი, მნიშვნელობა არ აქვს რომელი, მაშინ როცა, კვერცხუჯრედი ირჩევს მაღალხარისხიან ან გენეტიკურად შეთავსებად სპერმას, ასე ვთქვათ მისთვის "მოსაწონ და მისაღებ" სპერმატოზოიდს.

პროფესორ ჯონ ფიტცპატრიკის აზრით: "ეს კვლევა დიდ წარმატებას მოუტანს მედიცინას უნაყოფობის დამარცხებაში. დიდია ალბათობა იმისა, რომ საბოლოოდ გადაწყდეს "გაუგებარი, აუხსნელი" უნაყოფობის შემთხვევები და რაციონალურად დაიგეგმოს მკურნალობა.