სიახლე "დეამედში" - თმის გადანერგვა ახალი ტექნოლოგიით - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სიახლე "დეამედში" - თმის გადანერგვა ახალი ტექნოლოგიით

რომ თმის გადანერგვით ეს პრობლემა მარტივად აღმოიფხვრებოდა. XXI საუკუნეში, პრობლემა სხვადასხვა თანამედროვე ტექნოლოგიის წყალობით, უმტკივნეულოდ გვარდება და არაერთი მამაკაცი ამ სამედიცინო მანიპულაციის დამსახურებით თავს ბედნიერად გრძნობს. სადღეისოდ ამ დარგის ცნობილი და გამოცდილი სპეციალისტები, პლასტიკური ქირურგები, კლინიკა "დეამედში" მუშაობენ. ესენი არიან პროფესორი ალექსი მახარაშვილი და მედიცინის დოქტორი დეა პაპასკირი, რომლებსაც თმის გადანერგვის ათასობით წარმატებული ოპერაცია აქვთ ჩატარებული საქართველოსა თუ უცხოეთში.

ჟურნალ "მკურნალის" სტუმარი ამჯერად ალექსი მახარაშვილია, რომელსაც ვესაუბრებით დარგის თავისებურებებსა და არსებულ პრობლემებზე.

- თმის გადანერგვას თითქმის საუკუნოვანი ისტორია აქვს, რაც იაპონიიდან იღებს სათავეს... ამ სფეროში პირველი პუბლიკაციები 1938 წელს გაჩდა, თანამედროვე ტრანსპლანტოლოგიამ კი ფეხი 1995 წლიდან აიდგა და დღემდე მოვიდა.

ინტერესი მას მერე გაჩნდა, რაც ჩემს მეუღლეს, დეა პაპასკირს, ესთეტიკურ და პლასტიკურ ქირურგიაში მუშაობის სურვილი გაუჩნდა, ეს იყო 2002 წელს. იმ პერიოდში ბევრ ადამიანს ვიცნობდით, ვისაც თმის ცვენა აწუხებდა და დახმარება სჭირდებოდა. თუმცა, მოსახლეობის დიდი ნაწილი სიმელოტეს ფიზიოლოგიურ მდგომარეობად არ აღიქვამდა, არავინ ფიქრობდა ამ სტრესით მიღებულ განცდებზე, ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე. გასცვივდა თმა, თითქოს, ასეც უნდა ყოფილიყო. არადა, ეს განცდა მნიშვნელოვანი სტრესია ადამიანისათვის.

უამრავი ხალხური მეთოდიც არსებობს, რომელთა გამოყენებაც არაერთ მამაკაცს უშედეგოდ უცდია, საბოლოოდ კი, ბედს შეგუებია.

თმის გადანერგვა ქირურგიაში რევოლუციური ნაბიჯია - ეტაპობრივად დაიხვეწა თმის ტრანსპლანტაციის მეთოდებიც და რადიკალურად შეიცვალა ამ პრობლემისადმი ადამიანების დამოკიდებულება...

- რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი ამ საქმეში?

- მთავარი და მნიშვნელოვანი პაციენტია. პაციენტის მოთხოვნაზე ვართ ორიენტირებული, ასევე შედეგზეც, ჩვენი მთვარი პრინციპი კი ასეთია _ არ ავნო!

- ხანდახან ისეც ხდება, რომ პაციენტი უკმაყოფილო რჩება...

- პლასტიკურ და ესთეტიკურ ქირურგიაში პაციენტი მოთხოვნას თავად აყენებს და ამ შემთხვევაში ექიმის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ეს მოთხოვნა ბუნებრივ ესთეტიკურ პარამეტრებს შეუსაბამოს.

იცით, როდის არის პაციენტი კმაყოფილი? როდესაც მისი მოლოდინი ემთხვევა რეალურ შედეგს. ამიტომ პაციენტთან კომუნიკაციას დიდი მნიშვნელობა აქვს. ექიმი, კომპეტენციასთან ერთად, თავისი კეთილსინდისიერებით უნდა მოქმედებდეს. არ უნდა დაჰპირდეს შეუძლებლის მიღწევას.

- ნებისმიერი მიზეზით დაკარგული თმის აღდგენაა შესაძლებელი?

- ეს არის ქირურგიული ოპერაცია და მას მკვეთრად განსაზღვრული ჩვენებები აქვს. თმის გადანერგვა ყველაზე ხშირად ანდროგენეტიკური ალოპეციის მქონეთ სჭირდებათ. შემდეგ მოდიან მეორეული ნაწიბუროვანი ალოპეციის მქონე პაციენტები (დამწვრობისა და სხვადასხვა სახის ტრავმის შედეგად განვითარებული ნაწიბურები თავის თმიან საფარველზე) და არიან ისეთები, რომლებსაც სხვადასხვა სახის კორექცია ესაჭიროებათ, წარბის, წვერისა და ულვაშის აღდგენა და ა.შ.

ამ შემთხვევებში, ერთადერთი გამართლებული მეთოდი თმის გადანერგვაა, თუმცა თმის ცვენის ბევრი სხვა სახეც არსებობს, სადაც არ არის ნაჩვენები თმის გადანერგვა, მაგალითად, ბუდობრივი ალოპეციისას. არის სხვა პათოლოგიებიც.

- ამ სფეროში, ე.წ. ბაზარზე რამდენიმე "მოთამაშე" გამოჩნდა. რამდენად გაქვთ ერთმანეთთან ურთიერთობა, უცვლით თუ არა ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას?

- თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოების წევრი ვარ და უამრავ კოლეგასთან არაერთ ქვეყანაში მაქვს კომუნიკაცია. ამასთან, ვარ საქართველოს თმის აღდგენის საზოგადოების პრეზიდენტი.

კლინიკა "ჰეალაინი" ჩვენ დავაფუძნეთ 2005 წელს, მე გახლდით იქ დირექტორი, ჩვენ განვავითარეთ და ამ მხრივ მშვიდად ვარ, რადგან ვიცი, რა დავტოვეთ. მთავარია, ეს კურსი კლინიკამ არ შეცვალოს, რადგან ჩვენი წამოსვლის შემდეგ ბევრი ახალი თანამშრომელია და მათ არ ვიცნობ.

მოკლედ, ქართველ კოლეგებს შორის მეტი კომუნიკაციაა საჭირო, რათა ერთად ვებრძოლოთ თმის გადანერგვის "შავ ბაზარს".

- რას ნიშნავს "შავი ბაზარი"?

- მოგეხსენებათ, როდესაც ამა თუ იმ დარგის პოპულარობა მატულობს, იქვე ამ სფეროში საქმიანობის სურვილიც სულ უფრო მეტს უჩნდება. ტექნოლოგიების დახვეწამ ხალხს გაუჩინა აზრი, თითქოს ეს არ არის ქირურგიული მანიპულაცია. ზოგი თმის გადანერგვას სალონურ პროცედურადაც კი აღიქვამს. ითხოვენ, აქტუალურია, კარგი შედეგები აქვს და ზოგს ჰგონია, რომ ამის კეთება იოლია. ამიტომაც, ამ საქმეს ხელი ბევრმა მოჰკიდა, მათ შორის, არაექიმებმაც და ეს მაშინ, როცა ჩვენ ათწლეულები დაგვჭირდა იმისთვის, რომ აქამდე მოვსულიყავით. ამან კი ე.წ. "შავი ბაზარი" გააჩინა. სხვათა შორის, ჩვენს სფეროში ყველაზე დიდი ბაზარი თურქეთშია.

- ვიცი, რომ სხვა ქვეყნებშიც გიწვევენ, სადაც სწორედ იმ არაკვალიფიციური "ქირურგების" დაშვებული შეცდომების გამოსწორება გიწევთ...

- ჩემი საქმიანობის 30% სხვების მიერ დაშვებული შეცდომების გამოსწორებაა... თუმცა, ისედაც ხშირად გვიწევს საზღვარგარეთ საქმიანობა. მოკლედ, ერთ-ერთ ქვეყანასა და კლინიკაში მასობრივად დადიოდა ხალხი, უამრავი დაზარალებული პაციენტი, რადგან თურქეთთან თანამშრომლობით ცუდ დღეში აღმოჩნდნენ. ამიტომ იქ ხალხის რეაბილიტაციაზე, კანის აღდგენაზე 2 თვე ვიმუშავეთ. გარკვეული პერიოდის შემდეგ კი მათთვის თმის აღდგენაზეც ვიზრუნებთ. თურქეთი ვახსენე, მაგრამ ასეთი ეპიზოდები ნებისმიერ ქვეყანაშია. ისე, თურქეთის მსგავს მარკეტინგულ სვლებს, სამწუხაროდ, ჩვენთანაც ვამჩნევ, მაგრამ იმედია, საქმე იმ დონემდე არ მივა, რომ ამით ქვეყანა დაზარალდეს.

mkurnali.ge mkurnali.ge

- რა ქნას ამ ყველაფრის ფონზე პაციენტმა, როგორ შეაფასოს სპეციალისტი და რაზე შეაჩეროს არჩევანი?

- ამ საქმეში წარმატების ფორმულა, პირველ რიგში, ექიმის კვალიფიკაცია, ცოდნა და გამოცდილებაა. მერე კი, თანამედროვე ტექნოლოგიების დაუფლება კვალიფიცირებულ ექიმსაც სჭირდებათ თუ ეს ყველაფერი თავის დონეზეა, პაციენტი დაცულია და შედეგიც გარანტირებული აქვს.

ამიტომ, ნუ მოგერიდებათ, მოსთხოვეთ ექიმს დიპლომი, სამუშაო ლიცენზია. ექიმი მუდმივად უნდა ვითარდებოდეს, ის სპორტსმენივითაა, თუ არ ვარჯიშობს, წარმატებას ვერ აღწევს. წლების წინ მიღებული ცოდნა საკმარისი არ არის. ექიმისთვის, განათლების გარდა, აუცილებელია მეცნიერული და კრიტიკული აზროვნების უნარიც, ეს თუ არ აქვს ექიმს, ვერ განვითარდება. ამიტომ ყურადღება ექიმის სამეცნიერო აქტივობასაც უნდა მივაქციოთ. ასევე, ნუ ენდობით ინტერნეტში ექიმზე წაკითხულ ტექსტებს, პირადად შეხვდით მას, გაესაუბრეთ იმ პაციენტებს, ვისაც მათთან ოპერაცია აქვთ გაკეთებული და მათი აზრიც მოისმინეთ, ბოლოს კი უკვე ინტუიცია გიკარნახებთ გადაწყვეტილებას.

- როგორია თქვენი მიდგომა თმის გადანერგვის სფეროში თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართულებით?

- კლინიკა "დეამედში" გამოიყენება ყველაზე ეფექტიანი და უსაფრთხო ტექნოლოგიები, რაც საუკეთესო შედეგებს იძლევა. გარდა იმისა, რომ ფეხდაფეხ მივყვებით ამ დარგის განვითარებას, გვაქვს ჩვენი მიღწევებიც, მაგალითად, 2004 წელს ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევებით საგრძნობლად გაიზარდა გადანერგილი ფოლიკულების სიცოცხლისუნარიანობა. დეა პაპასკირის სადისერტაციო ნაშრომის შედეგად კი შესაძლებელი გახდა ნაწიბურებში თმის ეფექტიანი გადანერგვა. ასე რომ, გარკვეული წვლილი შეგვაქვს ამ დარგის განვითარებაში და რა თქმა უნდა, სხვის გამოცდილებასაც ვიზიარებთ და ვაღიარებთ.

2019 წელს, ბანგკოკში, თმის აღდგენითი ქირურგიის საზოგადოების XXVII საერთაშორისო კონგრესზე, უნაკერო ტექნოლოგიით თმის გადანერგვის უპირველეს ტექნოლოგიად ექსპერტებმა და დამსწრე საზოგადოებამ ე.წ. ტრიველინის სისტემა აღიარეს. ერთი თვის შემდეგ ეს ტექნოლოგია უკვე დანერგილი იყო ჩვენს კლინიკაში. დღეს ვიყენებთ ამ ტექნოლოგიას, რომელმაც საგრძნობლად გააფართოვა ქირურგიის შესაძლებლობები. თუმცა, ის მხოლოდ კვალიფიციური ექიმის ხელში რეალიზდება. მას მრავალი რეჟიმი აქვს და უნდა იცოდე, რა შემთხვევაში როგორ გამოიყენო მათი კომბინაცია. ეს ტექნოლოგია გამორიცხავს გადანერგილი ფოლიკულების დაზიანებას და არანაირ კვალს არ ტოვებს თავის თმიან საფარველზე, მიიღწევა გადანერგილი თმის მაქსიმალური სიხშირე და ბუნებრივი შესახედაობა. კოლეგებს მოვუწოდებ, რომ დანერგონ ეს ტექნოლოგია თავიანთ პრაქტიკაში. ტრიველინის სისტემა უნაკერო მეთოდით თმის გადანერგვის უახლესი ტექნოლოგია გახლავთ, რომელსაც საუკეთესო შედეგები აქვს.

ასე რომ, პაციენტს სერიოზული დაფიქრება და დაკვირვება მართებს, როდესაც კლინიკას და ექიმებს ირჩევს.

ესაუბრა ლალი ფაცია