რა ნიშნით გამოარჩია ქართული ხარისხის ფონდმა კლინიკა ჰეალაინი და მიანიჭა მას ხარისხის ნიშანი? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა ნიშნით გამოარჩია ქართული ხარისხის ფონდმა კლინიკა ჰეალაინი და მიანიჭა მას ხარისხის ნიშანი?

„ჰეალაინს“ საქართველოს ხარისხის ასოციაციისგან „ხარისხის ნიშანი - ქართული ხარისხი“ მიენიჭა. ეს, ყველაფერთან ერთად, ნიშნავს იმასაც, რომ კლინიკის საქმიანობის ყველა რგოლი აკმაყოფილებს დასავლურ სტანდარტებს.

საქართველოს ხარისხის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, თეა რაზმაძე ასოციაციის საქმიანობისა და „ხარისხის ნიშნის შესახებ გვესაუბრება:

- საქართველოს ხარისხის ასოციაცია არის ხარისხის სფეროში პირველი და ერთადერთი არასამთავრობო, არაკომერციული, დამოუკიდებელი და ბიზნესის, მეცნიერებისა და ხარისხის პროფესიონალთა გაერთიანება საქართველოში, დაფუძნებული დემოკრატიულ და თვითმართველობის პრინციპებზე. ჩვენი ასოციაციის საქმიანობა ჩაფიქრებულია, როგორც უწყვეტი ეროვნული მოძრაობა მაღალი ხარისხისა და საერთაშორისო სტანდარტებისაკენ. დღეს, საბაზრო ეკონომიკაში არსებული კონკურენციის პირობებში ორგანიზაციები მუდმივად ეძებენ ალტერნატივას, დაარწმუნონ დამკვეთი თუ მომხმარებელი, შეიძინონ მათი პროდუქცია ან ისარგებლონ მათი მომსახურებით. ერთ-ერთი ასეთი ძირითადი საშუალებაა, ორგანიზაციამ წარმოადგინოს პროდუქციის (საქონელი, მომსახურება, სამუშაო) საუკეთესო ხარისხის დამადასტურებელი მოწმობები, გაცემული დამოუკიდებელი ორგანოების მიერ. სწორედ ამიტომ, 2003 წელს შევიმუშავეთ შესაბამისი მეთოდური უზრუნველყოფა და შევქმენით რვა დებულება, რომელიც წარმოადგენს ჩვენს ინტელექტუალურ საკუთრებას, პროგრამისთვის: “ხარისხის ნიშანი - ქართული ხარისხი”, რომლის სერტიფიკატი და ემბლემა შეიძლება გამოყენებულ იქნას საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, როგორც პროდუქციის მაღალი ხარისხის დამადასტურებელი საერთო ნაციონალური მოწმობა.

mkurnali.ge

„ქართული ხარისხის ნიშანი” კომპანიებს საშუალებას აძლევს, ნებაყოფლობით მიიღონ მამტკიცებელი და ავტორიტეტული დადასტურება თავიანთი პროდუქციის /მომსახურების მაღალი ხარისხის შესახებ, დამკვეთებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს (მაგ: სატენდერო კომიტეტებს, სახელმწიფო ორგანოებს და სხვ.) წარუდგინონ პროგრამით გათვალისწინებული საექსპერტო შეფასებისა და ტესტირების შედეგების ანგარიში, როგორც მომსახურების ან პროდუქციის მაღალი ხარისხის დოკუმენტალური მტკიცებულება, ხოლო მომხმარებელს აძლევს საშუალებას, „ხარისხის ნიშნით“ ამოიცნოს პროფესიონალთა მიერ აღიარებული საუკეთესო ხარისხის პროდუქტი და მომსახურება. ამას გარდა, 2005 წლიდან „საქართველოს ხარისხის ასოციაცია“ ევროპის ხარისხის ორგანიზაციის ნაციონალური წევრია ხმისა და ვეტოს უფლებით. მათი მხრიდან პროექტის მხარდაჭერამ „ქართული ხარისხის ნიშანი“ უფრო ავტორიტეტული და აღიარებული გახადა.

- რა არის ის მთავარი კრიტერიუმები, რომელთაც ითვალისწინებთ კომპანიების განხილვის და ხარისხის ნიშნის მინიჭების დროს?

-პროგრამის “ხარისხის ნიშანი - ქართული ხარისხი“ მიზანია საუკეთესო ხარისხის პროდუქციისა და მომსახურებისა გამოვლენა და მათ შესახებ მომხმარებელთათვის ინფორმაციის მიწოდება. სწორედ ამიტომ, ხარისხის ასოციაცია, კომპანიებს , რომლებიც ქმნის ხარისხიან პროდუქციას/მომსახურებას, სთავაზობს პროგრამაში „ხარისხის ნიშანი -ქართული ხარისხი“ მონაწილეობის მიღებას. პროგრამა არ არის დაფუძნებული კონკურსის წესზე, შესაბამისად, არ ითვალისწინებს პროდუქციის შედარებით შეფასებას. „ქართული ხარისხის ნიშნის“ შეფასების პროგრამის მიხედვით ფასდება ორგანიზაციის სტრატეგია, მისია, მიზნები და ვალდებულებები ხარისხის სფეროში, ასევე, ლიდერთა და პერსონალის მუშაობის შედეგები. თითოეული კომპანიის სპეციფიკიდან გამომდინარე, ”ხარისხის ნიშნის” ექსპერტები შეისწავლიან და აფასებენ ხარისხის მენეჯმენტს, მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას, შრომის უსაფრთხოებას, ჰიგიენურ და სანიტარულ ნორმებს. ტარდება ლაბორატორიული კვლევები და ტესტირებები. ასევე, პროგრამით დადგენილი წესებითა და იდუმალი კლიენტის მეთოდის გამოყენებით ფასდება მომსახურების ხარისხი. 17 წლის განმავლობაში „ქართული ხარისხის ნიშნის“ მფლობელი 150- მდე კომპანია გახდა, თუმცა ამ ეტაპზე მათგან მხოლოდ 50 ინარჩუნებს “ ქართული ხარისხის ნიშნით“ საკუთარი პროდუქციისა და მომსახურების მარკირების უფლებას.

- რომელ კომპონენტებს აკმაყოფილებდა „ჰეალაინი“ და რა გახდა უმთავრესი მიზეზი იმისა, რომ სწორედ ამ კომპანიას მიენიჭა ხარისხის ნიშანი?

- კლინიკა „ჰეალაინ ინტერნეიშნლ“ არის მაღალკვალიფიციურ პროფესიონალთა გუნდი, რომელიც ორიენტირებულია მომსახურების ხარისხის მუდმივი გაუმჯობესებისა და მომხმარებელთა მოთხოვნების მაქსიმალურად დაკმაყოფილებისკენ. კომპანია გამოირჩევა თმის გადანერგვის ინოვაციური სისტემების და ტექნოლოგიების დანერგვით, მაღალკვალიფიციური პერსონალით და მაღალი ხარისხის მომსახურებით. პროგრამით „ქართული ხარისხის ნიშანი“ შეფასების ფარგლებში ექსპერტთა მიერ ჩატარდა ყველა იმ დოკუმენტის ანალიზი, რომელიც განსაზღვრავს მოთხოვნებს მომსახურების ხარისხის მიმართ: მომსახურების მოცულობა და გამოცდილება, საქმიანობის მარეგულირებელი დოკუმენტაცია, ხელშეკრულებები, მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობა, გამოყენებული სამედიცინო მასალები, პერსონალის რაოდენობა და კვალიფიკაცია, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები, შრომის უსაფრთხოება, რისკ-მენეჯმენტი. შემოწმდა მომსახურების გაწევის პროცესი პაციენტის პირველი ვიზიტიდან საბოლოო შედეგამდე. ყველა ეტაპზე დაცულია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები და უსაფრთხოების წესები; პერსონალი გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმითა და კეთილსინდისიერებით.

საექსპერტო კომისიის გადაწყვეტილებით, წარმოდგენილი დოკუმენტაციის და შეფასების შედეგთა მაჩვენებლების ანალიზის მიხედვით, კლინიკა „ჰეალაინ ინტერნეიშნლ“ მიერ გაწეული მომსახურების ხარისხი შეესაბამება პროგრამით დადგენილი ხარისხის უმაღლეს დონეს და კომპანიას მიენიჭა „ქართული ხარისხის ნიშნის“ ემბლემის გამოყენების უფლება 3 წლის ვადით.

mkurnali.ge

- მინიჭების შემდეგ, რა სტანდარტები უნდა შეინარჩუნოს ან დახვეწოს კომპანიამ და ამ შემთხვევაში, „ჰეალაინმა“?

- „ქართული ხარისხის ნიშნის“ მინიჭებით ასოციაცია კომპანიის ხელმძღვანელობასთან ერთად იღებს უდიდეს პასუხისმგებლობას კლინიკის მომსახურების მაღალ ხარისხზე. ხარისხის ნიშნის გამოყენების უფლების მინიჭების შემდეგ კომპანია და მის მიერ გაწეული მომსახურება ექვემდებარება მუდმივ კონტროლს მონიტორინგის გეგმის შესაბამისად.

სწორედ ამიტომ, სერტიფიკატის მოქმედების ვადაში ყოველწლიურად ჩატარდება საინსპექციო აუდიტი, რათა დადასტურდეს, ინარჩუნებს თუ არა კლინიკა მომსახურების მაღალი სტანდარტს და შეესაბამება თუ არა კლინიკის ხარისხის მენჯემენტი და მომსახურება ხარისხის ნიშნით დადგენილ უმაღლეს დონეს. „ჰეალაინი“,ამ ეტაპზე , უმაღლეს დონეზე აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას და ვიმედოვნებთ, უახლოეს მომავალში შეძლებს საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას. ეს მათ მისცემს საშუალებას, კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანონ თმის გადანერგვის სფეროში მათ მიერ გაწეული მომსახურების ხარისხი და ღირსეული კონკურენცია გაუწიონ მსოფლიოს წამყვან კლინიკებს.

„ჰეალაინის“ წარმატების შესახებ AMBEBI.GE-ს კლინიკის დირექტორი და თანადამფუძნებელი, პლასტიკური ქირურგი ირაკლი ბებიაშვილი ესაუბრა. მისი თქმით, ეს აღიარება საერთაშორისო სტანდარტებისკენ მიმართული გადადგმული დიდი ნაბიჯია.

- „ქართული ხარისხის” ნიშნის მონიჭება მოხდა ზ/ა ასოციაციის დამოუკიდებელი ექსპერტებისა და მეცნიერების მიერ კლინიკის საქმიანობის რამდენიმეთვიანი კვლევების, ტესტირების საფუძველზე. ახალი კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ მოგვცა სტიმული, რომ გამოთავისუფლებული დრო არ დაგვეკარგა და ჩვენი მოქალაქეებისთვის შეგვემსუბუქებინა ის რუტინა, რომელიც თან ახლავს საჭიროების შემთხვევაში საუკეთესო სერვისის ან პროდუქციის შერჩევა/ამორჩევას. ამიერიდან, „ჰეალაინ ინტერნეიშნლ“-ს ნამდვილად აქვს რაოდენობრივ და ობიექტურად გაზომილ მონაცემებზე დაყრდნობილი ავტორიტეტული, დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ დოკუმენტალურად გაფორმებული მამტკიცებელი, რომ „ჰეალაინის“ თმის გადანერგვის სერვისი საუკეთესოა და შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს, ქართული ხარისხის ფონდის ზ/ა ყველა კრიტერიუმით. მინდა შევაქო „ჰეალაინის“ მთელი, უცვლელი გუნდი და მივულოცო ეს აღიარება, არ გვაკლდა უცხოური კომპანიების მიერ აღიარებები, მაგრამ ეს ხარისხის ნიშანი განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონეა, მით უმეტეს, რომ ვალდებულებებიც და პასუხისმგებლობაც ერთიორად გაგვეზარდა ჩვენი სერვისის მომხმარებლების, განსაკუთრებით კი ჩვენი თანამემამულეების წინაშე: ხარისხს შენარჩუნება და მუდმივი ამაღლება სჭირდება. „ქართული ხარისხის“ მოპოვება ნამდვილად დიდი სტიმულია სამედიცინო სფეროში მოღვაწე სხვა კომპანიებისთვის, რომ ანალოგიურად იმოძრავონ ევროპული სტანდარტების დამკვიდრებისკენ.

ასევე, ვთვლი, რომ ეს არის ეროვნული, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქმედება, ვინაიდან პანდემიით შექმნილი ახალი რეალობის პირობებში ევროპელებისთვის და დანარჩენი მსოფლიოსთვისაც ვიქნებით სანდოობის თვალსაზრისით სასურველი კლინიკა, სადაც სიამოვნებით მოგვმართავენ თმის გადანერგვის სერვისის მისაღებად, ეს კი ეკონომიკურ ჭრილში ჩვენი სახელმწიფოსთვისაც მნიშვნელოვანია. ეჭვი არ მეპარება, რომ ტურიზმის სფეროს რეაბილიტაციაში სამედიცინო ტურიზმი იქნება წამყვანი მიმართულება.

- კონკურენტებად ვის მოიაზრებდით და რა იყო ის მთავარი ფაქტორი, რის გამოც სწორედ თქვენ მიიღეთ ხარისხის ნიშანი?

- თმის გადანერგვა გუნდური პროცედურაა, სადაც გამოცდილება, პროფესიონალიზმი, ერთად მუშაობის დახვეწილი სულისკვეთება ყველაზე მნიშვნელოვანია. ზუსტად ამით გამოვირჩევით, რომ მედპერსონალი პროფესიონალიზმის გარდა, მთელი 16 წელია ერთად საქმიანობს, არის ნოვატორობაზე და პაციენტების ინტერესებზე ორიენტირებული. ბევრი სიახლე ამ დარგში დაპატენტებული გვაქვს, რომელსაც არა მარტო ჩვენ, არამედ, სხვა უცხოური კლინიკებიც იყენებენ. გვაქვს უთანამედროვესი აპარატურა, რომელიც უნიკალურია და მოიხსენება ინტელექტუალურ აპარატად, თმის გადანერგვის ყველა ეტაპს ვახორციელებთ ნოვატორული მეთოდებით: მოპოვებული გრაფტები (თმის ფოლიკულური გაერთიანებები) 100%-იანი სიცოცხლის უნარიანია, ვითვალისწინებთ სარეციპიენტო არეში კანის სისხლითმომარაგების ხარისხს და სასურველი მაქსიმალური სიხშირით ვახორციელებთ თმის ჩანერგვას (50-64 გრაფტი/სმ2-ში), ვნერგავთ გრძელ თმას, წვერს, წარბებს. FUE უნაკერო მეთოდით ვახორციელებთ თმის გადანერგვას ტანიდან და წვერიდან თავზე (თავზე სადონორო მარაგის არარსებობის შემთხვევაში). ვახორციელებთ თმის ცვენის მკურნალობას თანამედროვე ტექნოლოგიებით, მათ შორის თრომბოციტებით და ციტოკინებით გამდიდრებული საკუთარი პლაზმით. ამ ყველაფრის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი კი გახლავთ პროფესორი თამაზ თამაზაშვილი, საქართველოში და ამიერკავკასიაში თმის გადანერგვის დარგის დამფუძნებელი, რომელიც ამჟამად ნიუ-იორკში მოღვაწეობს და უძღვება „ჰეალაინის“ კლინიკურ საქმიანობას. „ჰეალაინის“ წარმატებაზე ასევე მეტყველებს თმის გადანერგვის შედეგით კმაყოფილი პაციენტები - თითქმის აბსოლიტური უმრავლესობა, ვინც თმის გადანერგვის სერვისი ჩვენთან მიიღო.

რაც შეეხება კონკურენციას, პოტენციურ პაციენტებად ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს მივიჩნევთ, თმის გადანერგვის უამრავი კლინიკა არსებობს მთელს მსოფლიოში, თუმცა გამორჩეული რამოდენიმეა და „ჰეალაინ ინტერნეიშნლ“-იც მათ შორის შედის. ამის ნათელი მტკიცებულებაა ზ/ა ბოლო ჯილდოც - „ხარისხის ნიშანი - ქართული ხარისხი“

ეკა აბაშიძე

R