3D-ტექნოლოგიით კარდიოლოგიურ სტენტებს პაციენტებისთვის ინდივიდუალურად დაამზადებენ
ინდივიდუალური სტენტების სამგანზომილებიანი ბეჭდვა. ამ აღმოჩენის გაკეთება შესაძლებელი გახდა სელექტიური ლაზერული შენაერთის ტექნოლოგიის წყალობით. სამგანზომილებიანმა ბეჭდვამ შესაძლებელი გახადა კონკრეტული პაციენტისთვის სპეციფიკური რთული სამედიცინო საშუალების მაღალი გეომეტრიული სიზუსტით გაკეთება.
სტენტები, რომლებიც გამოიყენება არტერიის სანათურის გასაფართოვებლად, შესაძლებელია დამზადდეს ქირურგის ხელმძღვანეობით ცალკეული პაციენტის მოთხოვნილების შესაბამისად. დღემდე ქირურგების არსენალში მხოლოდ მზა სტენტები იყო. მოსალოდნელია, რომ სტენტების 3D-ბეჭდვით შესაძლებელი იქნება თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალური ანატომიის შენარჩუნება.
სპეციალისტების ამოცანას წარმოადგენდა 3D-ბეჭდვისთვის სწორი პარამეტრების შერჩევა, რათა მიეღოთ სტენტის თხელი, ბადისებრი სტრუქტურა.