ექსპერტიზის შედეგი ცნობილია - გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

ექსპერტიზის შედეგი ცნობილია - გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით

ექსპერტიზის შედეგი ცნობილია - გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით
სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს. უწყე­ბის ცნო­ბით, 19 წლის ფეხ­ბურ­თე­ლის სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზი წყალ­ში დახ­რჩო­ბა გახ­და.

"მა­ღა­ლი სა­ჯა­რო ინ­ტე­რე­სის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, გვსურს სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­ვა­წო­დოთ ინ­ფორ­მა­ცია გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტზე, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მი­ღე­ბუ­ლი სა­მარ­თლებ­რი­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე.

ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის თა­ნახ­მად, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზია ას­ფიქ­სია წყალ­ში დახ­რჩო­ბით.

ამავდრო­უ­ლად, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­დარ­ზე აღი­ნიშ­ნე­ბა სიკ­ვდი­ლის წინა ახლო პე­რი­ოდ­ში მკვრი­ვი-ბლაგ­ვი საგ­ნის მოქ­მე­დე­ბით მი­ყე­ნე­ბუ­ლი, სი­ცო­ცხლის­დრო­ინ­დე­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი შუბ­ლის/თა­ვის, ორი­ვე თვალ­ბუ­დის, ზედა და ქვე­და ტუ­ჩის მი­და­მო­ებ­ში, მარ­ჯვე­ნა
იდაყ­ვის სახ­სრი­სა და მარ­ჯვე­ნა წი­ნამ­ხრის მი­და­მო­ებ­ში, აგ­რეთ­ვე მუც­ლის, სა­ზარ­დუ­ლის, ბოქ­ვე­ნის, წე­ლი­სა და ორი­ვე დუნ­დუ­ლოს მი­და­მო­ებ­ში.

mkurnali.ge

ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის მი­ხედ­ვით, აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, იზო­ლი­რე­ბუ­ლად აღე­ბუ­ლი, ატა­რე­ბენ სხე­უ­ლის და­ზი­ა­ნე­ბა­თა მსუ­ბუ­ქი ხა­რის­ხის ნიშ­ნებს.

სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნი­სა და საქ­მე­ში არ­სე­ბუ­ლი სხვა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის ერ­თობ­ლი­ვი ანა­ლი­ზის სა­ფუძ­ველ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გი­ორ­გი
შა­ქა­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის და­ზუს­ტე­ბის შე­სა­ხებ. კერ­ძოდ, სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის უკვე არ­სე­ბულ კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას და­ე­მა­ტა და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჯგუ­ფუ­რად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა, და­ნა­შა­უ­ლი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ე" ქვე­პუნ­ქტით და გა­მო­ძი­ე­ბა გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ნა­წილ­ში წა­რი­მარ­თე­ბა აღ­ნიშ­ნუ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ით.

საქ­მე­ზე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გრძელ­დე­ბა ინ­ტენ­სი­უ­რი გა­მო­ძი­ე­ბა. მი­ღე­ბუ­ლი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მაქ­სი­მა­ლუ­რად სწრა­ფად და ეფექ­ტი­ა­ნად ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლია მთე­ლი რიგი სა­გა­მო­ძი­ე­ბო და საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბე­ბი, მათ შო­რის, შე­სა­ბა­მი­სი სა­ექ­სპერ­ტო კვლე­ვით და­სად­გე­ნია დას­კვნა­ში აღ­ნიშ­ნულ და­ზი­ა­ნე­ბა­თა წარ­მო­შო­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბი და სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­რე­მო­ე­ბე­ბი.

ამავდრო­უ­ლად, მი­სა­ღე­ბია ბი­ო­ლო­გი­უ­რი, ქი­მი­უ­რი, ტრა­სო­ლო­გი­უ­რი, სა­ინ­ფორ­მა­ციო-ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი და სხვა პირ­თა სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნე­ბი. უწყვეტ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს მოწ­მე­თა გა­მო­კი­თხვე­ბი და უკვე მო­პო­ვე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის ანა­ლი­ზი.მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ მი­ღე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა შე­სა­ბა­მი­სი სა­მარ­თლებ­რი­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რის შე­სა­ხე­ბაც გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ოჯახს და სა­ზო­გა­დო­ე­ბას პე­რი­ო­დუ­ლად მი­ე­წო­დე­ბა დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია.

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე არ­სე­ბუ­ლი მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მო­მა­ვალ­შიც მი­აწ­ვდის სა­ზო­გა­დო­ე­ბას დე­ტა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რის შე­სა­ხე­ბაც წი­ნას­წარ აუ­ცი­ლებ­ლად გა­ი­მარ­თე­ბა კონ­სულ­ტა­ცია გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ოჯახ­თან.საქ­მის სირ­თუ­ლის და სენ­სი­ტი­უ­რო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, პრო­კუ­რა­ტუ­რა სთხოვს ყვე­ლას თავი შე­ი­კა­ვონ გა­და­უ­მო­უ­წ­მე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის­გან, რათა სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მი­ე­ცეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა სრულ­ყო­ფი­ლი გა­მო­ძი­ე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად და შე­სა­ბა­მი­სად, პრო­კუ­რა­ტუ­რას სა­მარ­თლებ­რი­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­სა­ღე­ბად, რათა აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე დად­გინ­დეს ჭეშ­მა­რი­ტე­ბა და და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დენ­მა პი­რებ­მა სრუ­ლი სიმ­კაც­რით აგონ პა­სუ­ხი კა­ნო­ნის წი­ნა­შე.

ასე­ვე, მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა ასა­ჯა­რო­ებს სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნას თე­მის სენ­სი­ტი­უ­რო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ფო­ტო­ვი­ზუ­ა­ლუ­რი ნა­წი­ლის გა­რე­შე" - ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
კატეგორიის სხვა სტატიები
გასულ საუკუნეში ქართველი მამაკაცი, რომელსაც სიმელოტე ტანჯავდა, ალბათ, ვერც კი წარმოიდგენდა,
კალიფორნიის უნივერსიტეტში შექმნეს მოწყობილობა, რომელიც მშობიარობის
„მე თმა ჰეალაინში გადავინერგე!“ - სავარაუდოდ, ამ სიტყვებს ამიერიდან უფრო მეტი ადამიანი იტყვის, მას შემდეგ, რაც თმის აღდგენითი მედიცინის სამკურნალო სამეცნიერო ცენტრს,
მსოფლიოში პირველად შესაძლებელი გახდა დაბლოკილი ან შევიწროვებული არტერიებისთვის
მუცლის შებერილობა, დიარეა, მეტეორიზმი, ყურყური - რატომ შეიძლება გამოიწვიოს ეს და საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევასთან დაკავშირეული სხვა ნიშნები
NL International-ის ფუნქციური საკვები “Energy Diet Smart” წარმოადგენს ჩანთით სატარებელ, მარტივ, ვიტამინებით გაჯერებულ, ბოლოგიურად სუფთა,
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
Notice: Undefined variable: new_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 227 Notice: Undefined variable: old_prcie in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 235 Notice: Undefined variable: deffered_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 243
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად