წონის მატება ან წონის გაძნელებული კორექცია მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული ჩვენს ნაწლავებში მცხოვრებ „მეგობარ ბაქტერიებთან“ - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

წონის მატება ან წონის გაძნელებული კორექცია მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული ჩვენს ნაწლავებში მცხოვრებ „მეგობარ ბაქტერიებთან“

წონის მატება ან წონის გაძნელებული კორექცია მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული ჩვენს ნაწლავებში მცხოვრებ „მეგობარ ბაქტერიებთან“
ზაფხულის დადგომასთან ერთად, ერთ-ერთი ყველაზე პრობლემურ საკითხს ჭარბ წონასთან ბრძოლა წარმოადგენს. აღმოჩნდა, რომ წონის მატება ან წონის გაძნელებული კორექცია მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული ჩვენს ნაწლავებში მცხოვრებ „მეგობარ ბაქტერიებთან“. რა კავშირია ნაწლავის მირკობიოტასა და ზედმეტ კილოგრამებთან და როგორ ვებრძოლოთ ჭარბ წონას - ამ საკითხზე სასაუბროდ მივმართეთ ნინო ლომთაძეს - ენდოკრინოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის ექიმი-ენდოკრინოლოგს.

ქ-ნო ნინო, რას წარმოადგენს ადამიანის ნაწლავის მიკრობიოტა და რა გავლენა აქვს მას ჩვენს ჯანმრთელობაზე?

ქ-ნი ნინო:
ადამიანის ნაწლავური მიკრობიოტა ანუ მიკროფლორა წარმოდგენილია 1000-მდე სხვადასხვა სახეობის მიკროორგანიზმებით, რომელთა 80%-ზე მეტს შეადგენენ
ჩვენი ორგანიზმისთვის სასარგებლო „მეგობარი“ ბაქტერიები, ხოლო დანარჩენი მცირე ნაწილი წარმოდგენილია პირობითპათოგენური და პათოგენური ბაქტერიებით. ნაწლავური მიკრობიოტა ეს არის ცოცხალი მიკროორგანიზმებისაგან შემდგარი სისტემა რომელიც ჩვენს ორგანიზმში ასრულებს უამრავ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ფუნქციას: ნაწლავის ლორწოვანისთვის ქმნიან დამცველობით ბარიერს ინფექციური აგენტებისგან და პათოგენური მიკრობებისგან დასაცავად, მონაწილეობენ იმუნურ რეაქციებში, ახდენენ
ჰომეოსტაზის შენარჩუნებას , ასინთეზირებენ ვიტამინებს, მონაწილეობას ღებულობენ მინერალურ ცვლაში, ახდენენ მავნე ნივთიერებების დეტოქსიკაციას, აქტიურად მონაწილეობენ საკვების გადამუშავებისა და მომნელების პროცესებში, ასტიმულირებენ მნიშვნელოვანი ნივთიერებების: წყლის, რკინის, კალციუმის, ვიტამინინების შეწოვას. მარტივად რომ ვთქვათ, ნაწლავის ჯანსაღი მიკრობიოტა ჩვენი ჯანმრთელობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია.

ქ-ნი ნინო, ბოლო პერიოდში აქტიურად საუბრობენ, რომ ნაწლავის მიკრობიოტაში „მეგობარი ბაქტერიების“ რაოდენობრივი შემცირება პირდაპირ კავშირშია წონის მატებასთან და ასევე გავლენას ახდენს წონის გაძნელებულ კორექციაზე. რას გვეტყვით თქვენ?


ქ-ნი ნინო: დიახ, დღეისათვის მედიცინაში აქტუალურად განიხილება და უკვე მრავალი კლინიკური მტკიცებულებაც არსებობს იმის თაობაზე, რომ სხეულის მასა კორელაციაშია ნაწლავის მიკრობიოტასთან. ამას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. უპირველესად მინდა ავღნიშნო, რომ კვების სტილი და საკვები რაციონი მნიშვნელოვნად მოქმედებს ნაწლავური მიკრობიოტის შემადგენლობაზე. კვლევებით დადგენილია, რომ ცხიმებითა და მარტივად ათვისებადი ნახშირწყლებით მდიდარი საკვები პროდუქტების უხვად გამოყენება ჩვენს საკვებ რაციოში იწვევს ნაწლავური ფლორის შემადგენლობის მკვეთრ ცვლილებას: კერძოდ, მკვეთრად იზრდება ჩვენი ორგანიზმისთვის მავნე Firmicutes  კლასის ბაქტერიების წილი(Esherichia coli, Clostridium coccoides, Clostridium leptum) და მცირდება სასარგებლი Bacteroidetes-ის (Bacteroides, Lactobacillus, Prevotella) და Actinobacteria-ის (Bifidumbacterium) ბაქტერიების რაოდენობა. Firmicutes კლასის  ბაქტერიების დონის მატება იწვევს მავნე ცხიმოვანი მჟავების დაგროვებას ჩვენს ორგანიზმში, ისინი ახდენენ მეტი კალორაჟის ათვისებას ჩვენს მიერ მიღებული საკვებიდან, რაც ბუნებრივია იწვევს სხეულის წონაში მომატებას და ნივთიერებათა ცვლის დარღვევას. ასევე მავნე ბაქტერიების რაოდენობის ზრდა ჩვენს ნაწლავებში პროპორციულად იწვევს სასრგებლო მიკროფლორის რაოდენობის შემცირებას, რასაც მოჰყვება ვიტამინების, მიკრო და მაკრო ელემენტების, საჭირო ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ათვისების დაქვეითება. ყოველივე ეს იწვევს ჩვენი ორგანიზმის გამოფიტვას და სათავეს უდებს ბევრ პათოლოგიურ ცვლილებებს ჩვენს ორგანიზმში. აქედან გამომდინარე, ჩვენს მიერ მიღებული საკვები ულუფიდან რა რაოდენობით კალორია აითვისება, ან რა ოდენობით მავნე ცხიმოვანი მჟვები თუ საჭირო ვიტამინები და მინერალები შეიწოვემა ჩვენს ორგანიზმში ამაში უდიდესი წვლილი მიუძღვნის ჩვენს ნაწლავურ მიკროფლორას.

ნაწლავის ჯანსაღი მიკრობიოტა კი მონაწილეობენ ისეთი ვიტამინების, მინერალების სინთეზში და ათვისებაში, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლისა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ბიოლოგიური პროცესების რეგულირებაზე. ასევე, ლაქტო და ბიფიდობაქტერიები აქტიურად ახდენენ ისეთი ნახშირწყლების ფერმენტაციას როგორიცა ოლიგო და პოლისაქარიდები (მათ შორის ცელულოზა) , მონაწილეობას ღებულობენ ცხიმებისა და ცილების მეტაბოლიზმში, მსხვილ ნაწლავში გარდაქმნიან ქოლესტერინს შეუწოვად კოპროსტეროლად და ახდენენ ბილურუბინის ტრანსფორმაციას ურობილინად რაც აქვეითებს ქოლესტერინის დონეს ჩვენს ორგანიზმში.

რადგან ნაწლავის მირკობიოტის როლი ესოდენ დიდია, როგორ შეიძლება დავიცვათ ჩვენი ორგანიზმი მიკრობიოტის ბალანსის დარღვევისაგან? საკვები რაციონი შესაძლებელს ხდის „მეგობარი’’ ბაქტერიების რაოდენობრივ შენარჩუნებას ან აღდგენას?

ქ-ნი ნინო:
სწორი რაციონალური კვება ყოველთვის მნიშვნელოვანია. უნდა ვეცადოთ, რომ დღის განმავლობაში მივიღოთ ხილი, ბოსტნეული, რძის ნაწარმი და მაქსიმალურად შევზღუდავთ ტკბილეულსა და მავნე ცხიმების შემცველი საკვები პროდუქტები. ვინაიდან, როგორც უკვე ავღნიშნეთ, არაჯანსაღი პროდუქტების ჭარბი რაოდენობით გამოყენება მნიშვნელოვნად ზრდის საზიანო მიკროორგანიზმების რაოდენობას ჩვენს ნაწლავურ მიკრობიოტაში, რაც უაროფითად აისახება არამხოლოდ სხეულის მასისაზე, არამედ ჩვენს ჯანმრთელობაზეც. მაგრამ ისიც უნდა ავღნიშნოთ რომ, ნაწლავური მიკროფლორის აღსადგენად მხოლოდ რაციონალური კვების რეჟიმი საკმარისი არ არის და ამის მიზეზს სხვადასხვა გარემოება უდევს საფუძვლად. ჩვენ ვიცით რომ რძის პროდუქტები შეიცავს ბიფიდო და ლაქტობაქტერიებს, მაგრამ ბევრ ადამიანს აღენიშნება აღნიშნული პროდუქტების მიმართ აუტანლობა ან დღის მანძილზე ვერ ვიღებთ მათ საკმარისი ოდენობით. ასევე უნდა გავითვალისწინოთ ისიც რომ საჭმლის მომნელებელ სისტემაში ჩვენს მიერ მიღებული საკვები პროდუქტები განიცდიან კუჭის წვენის მხრიდან ზემოქმედებას რაც მკვეთრად ამცირებს სასარგებლო მიკროორგანზმების ცოცხალი სახით მოხვედრას მსხვილ ნაწლავში, ვინაიდან ბიფიდო და ლაქტო ბაქტერიები არ ხასიათდებიან მდგრადობით კუჭის წვენის მიმართ. სწორედ ამიტომ მიკროფლორის აღსადგენად, სწორ კვებასთან და ჯანსაღი ცხოვრების წესთან ერთად აუცილებელია იდეალურ საშუალებას წარმოადგენს პრობიოტიკული საშუალებების მიღება. ჯანმრთელობს დაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, მსოფლიოს გასტროენტეროლოგთა ასოციაციამ პრობიოტიკებს მიანიჭა უსაფრთხო პროდუქტების სტატუსი.

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, როდესაც ვირჩევთ მედიკამენტს მიკროფლორის აღდგენისთვის? როგორია თანამედროვე რეკომენდაციები... გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება ამ მხრივ...

mkurnali.ge

ქ-ნი ნინო: პირველ რიგში ყურადღება უნდა გავამახვილოთ მწარმოებელ კომპანიაზე, თუ რამდენად სანდო, ცნობილი, მაღალი ხარისხისა და სტანდარტების მქონეა იგი. გააჩნია თუ არა მას ხარისხის წარმოებისა და პრობიოტიკში შემავალი შტამების რეგულაცია,  აკმაყოფილებს თუ არა GMP/GLP სტანდარტებს. ასევე, მნიშვნელოვანია რამდენად შესწავლილია პრობიოტიკულ სამკურნალო საშუალებაში შემავალი პრე და პრობიოტიკული ორგანიზმების ხარისხი. მნიშვნელოვანია რომ შტამებისა და ბაქტერიების რაოდენობა შეესაბამებოდეს ჯანმრთელობს დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს და ბოლოს პრეპარატის უსაფრთოება, ეფექტიანობა და მიღების კონფორტულობა უნდა ემყარებოდეს კლინიკურ კვლევებს. სწორედ ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით, ჩემს სამედიცინო პრაქტიკაში არჩევანი შევაჩერე ევროპაში აღიარებულ ბრენდზე „ბიოპრონი 9 პრემიუმი“, რომელსაც მრავალწლიანი ისტორია აქვს ევროპის ქვეყნებში და აკმაყოფილებს WHO-ს, FAO-სა და GMP-ის სტანდარტებს. მომხლიბლა „ბიოპრონ 9 პრემიუმის“ ბალანსირებულმა შემადგენლობამ, რომელიც შეესაბამება ევროპის გასტროენტეროლოგთა რეკომენდაციებს. მის 1 კაფსულაში თავმოყრილია 10 მილიარდი ცოცხალი მიკროორგანიზმი, რომლებიც შესწავლილია გენეტიკურ დონეზე და ხასიათდებიან კლინიკური კვლევებით დადასტურებული ეფექტიანობითა და უსაფრთხოებით. „ბიოპრონ 9 პრემიუმი“ წარმოდგენილია ძალიან საინტერესო, ინოვაციური მიკროკაფსულირებული ფორმით, რაც საშუალებას მაძლევს ჩემს პაციენტებში მივიღო სწრაფი და გრძელვადიანი თერაპიული შედეგი. მნიშვნელოვანია, რომ „ბიოპრონ 9 პრემიუმი“ შექმნილია ყველა საერთაშორისო რეკომენდაციის გათვალისწინებით, არ შეიცავს შაქარს, გლუტენს და სხვა დანამატებს, ამიტომ ნებისმიერი პრობლემის მქონე პაციენტში თამამად შემიძლია გამოვიყენო.

ქ-ნო ნინო, მათ ვისაც აწუხებს ჭარბი წონა, მუდმივად ებრძვიან ზედმეტ კილოგრამებს, რა რჩევას მისცემთ?

ქ-ნი ნინო: პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ გავარკვიოთ წონის მატების ან ძლიერი კლების მიზეზი, ასევე ყოველთვის ვეცადოთ, რომ დავიცვათ ჯანსაღი ცხოვრების წესი, ვიკვებოთ ჯანსაღი პროდუქტებით, ვიყოთ ფიზიკურად აქტიურები და რაღა თქმა უნდა ვიზრუნოთ ჩვენს ორგანიზმში მცხოვრებ „მეგობარ“ ბაქტერიების ბალანსზე.

R
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
კატეგორიის სხვა სტატიები
გასულ საუკუნეში ქართველი მამაკაცი, რომელსაც სიმელოტე ტანჯავდა, ალბათ, ვერც კი წარმოიდგენდა,
კალიფორნიის უნივერსიტეტში შექმნეს მოწყობილობა, რომელიც მშობიარობის
„მე თმა ჰეალაინში გადავინერგე!“ - სავარაუდოდ, ამ სიტყვებს ამიერიდან უფრო მეტი ადამიანი იტყვის, მას შემდეგ, რაც თმის აღდგენითი მედიცინის სამკურნალო სამეცნიერო ცენტრს,
მსოფლიოში პირველად შესაძლებელი გახდა დაბლოკილი ან შევიწროვებული არტერიებისთვის
მუცლის შებერილობა, დიარეა, მეტეორიზმი, ყურყური - რატომ შეიძლება გამოიწვიოს ეს და საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევასთან დაკავშირეული სხვა ნიშნები
NL International-ის ფუნქციური საკვები “Energy Diet Smart” წარმოადგენს ჩანთით სატარებელ, მარტივ, ვიტამინებით გაჯერებულ, ბოლოგიურად სუფთა,
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
Notice: Undefined variable: new_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 227 Notice: Undefined variable: old_prcie in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 235 Notice: Undefined variable: deffered_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 243
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად