ბავშვთა ნეიროქირურგია ACIBADEM-ში: წარმატების ფაქტორები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ბავშვთა ნეიროქირურგია ACIBADEM-ში: წარმატების ფაქტორები

ისეთ დახვეწილად გამართულ მექანიზმში, როგორიცაა ადამიანის ტვინი და ნერვული სისტემა! როდესაც კი საუბარს ვიწყებთ ბავშვთა ნეიროქირურგიაზე - ამოცანათა დელიკატურობა მხოლოდ იზრდება.

ბავშვთა ნეიროქირურგმა უნდა გაითვალისწინოს პატარა პაციენტების დამატებითი ანატომიური, ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური თავისებურებები. ეს მხოლოდ რამდენიმე მაგალითია:

mkurnali.ge

• მოზრდილი ადამიანის ტვინის ზონები უკვე ჩამოყალიბებულია, ხოლო ბავშვის ტვინი ჯერ განვითარების პროცესშია. პრაქტიკაში ეს ნიშნავს იმას, რომ გარკვეული არეები, რომლებიც ჩარევისთვის მოზრდილ ადამიანებისთვის ითვლება უსაფრთხოდ, ბავშვების ორგანიზმში ჩარევისთვის მიუღებელია.

• ოპერაციის დროს სისხლის 500 მლ დაკარგვისას - 80 კგ წონით მოზრდილს არც დასჭირდება გადასხმა, ასეთ დანაკარგს ორგანიზმი თვითონ აანაზღაურებს. ხოლო 5 კგ წონის ბავშვს სისხლძარღვთა სისტემაში სულ არის 400 მლ სისხლი, და 40 მლ-ის დაკარგვაც შეიძლება კატასტროფად იქცეს.

• ასევე კარდინალურად განსხვავდება მოზრდილთა და პატარა პაციენტების პოსტოპერაციული პერიოდიც. მოზრდილს შეუძლია კითხვებზე პასუხების გაცემა, საკუთარი მდგომარეობის აღწერა, ხოლო ბავშვებთან ექიმებს უწევთ ორიენტირება მხოლოდ მოძრაობებით ან მიმიკით.

ACIBADEM-ის კლინიკის ბავშვთა ნეიროქირურგიის განყოფილების გამგის, 30 წლიანი გამოცდილების ექიმის, პროფესორის მემეტ ოზეკის ზუსტი გამოთქმის თანახმად: „ბავშვი ხომ არ არის მხოლოდ მოზრდილის დაპატარავებული ასლი. მოზრდილის და ბავშვის შორის განსხვავებები დაახლოვებით ისეთივეა - როგორც თაგვსა და ჟირაფს შორის“.

mkurnali.ge

პატარა პაციენტების დიდი პრობლემები

შემთხვევათა უმეტესობა, რომლებთანაც პროფესორ ოზეკის გუნდს უწევს მუშაობა, შეიძლება დავყოთ 5 ძირითად მიმართულებად: თანდაყოლილი დარღვევები, სიმსივნეები, სპასტიურობა, ეპილეფსია და ტრავმა.

ტერმინი თანდაყოლილი დარღვევები გამოიყენება ნეიროქირურგიაში, როდესაც ბავშვი იბადება თავის ან ხერხემლის ტვინის პათოლოგიით. „არსებობს ასეთი ანომალიების მრავალი სახეობა, და ჩვენი გუნდი ყოველწლიურად ეხმარება ბევრ პაციენტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან“, - ამბობს პროფესორი ოზეკი.

ცენტრალური ნერვული სისტემის სიმსივნეებს ბავშვებში ხშირად ლოკალიზება აქვთ თავის ტვინის ღეროსა და ტალამუსის არეებში. ეს მცირე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არეები, რომლებიც ტვინის ცენტრში არიან განლაგებული და რომლებიც პასუხისმგებლები არიან ჩვენს შესაძლებლობაზე ვისუნთქოთ თავისუფლად, ვამოძრავოთ კიდურები, ჩავყლაპოთ საჭმელი, გამოვიყენოთ სახის მიმიკა. იმისათბის, რომ წარმატებით ვებრძოლოთ ასეთი სირთულის სიმსივნეებს, საჭიროა ზუსტი დიაგნოსტირება, გამოცდილება და შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა:

• ACIBADEM-ში ყველა ახალი პაციენტის დაავადების ისტორიები და სამკურნალო გეგმები განიხილება ყოველკვირეულ კონსილიუმზე, რომელშიც შედიან რადიოლოგები, რადიაციული ონკოლოგები, სამედიცინო ონკოლოგები და ბავშვთა ნეიროქირურგები.

• წინასაოპერაციო გამოკვლევების სიზუსტეს და ხარისხს, კლინიკაში უზრუნველყოფს მაღალი რეზოლუციის MRI 3 Tesla-s უახლესი მოწყობილობა და ასევე დამატებითი ტექნოლოგიები - რომლებიც გავლენას ახდენენ ქირურგიული ჩარევის სიზუსტეზე.

• კიდევ ერთი ფაქტორი – სპეციალისტების გამოცდილება. პროფესორი ოზეკი ხაზს უსვამს, რომ იგი აფასებს არამარტო ინდივიდუალურ უნარს, არამედ გუნდის ერთიან შეთანხმებულობას: „ჩვენ ვამაყობთ, რომ ჩვენ გუნდს ჰყავს ტექნიკოსები და ქირურგის ასისტენტები, რომლებთანაც ჩვენ უკვე 10 წელზე მეტს ვმუშაობთ, ხოლო ჩვენ ბავშვთა ანესთეზიოლოგთან - 27 წელი“.

ადრე ითვლებოდა, რომ ცერებრალური დამბლით გამოწვეული კუნთების სპასტიურობის დროს ერთადერთი დახმარება სამკურნალო გიმნასტიკაა, მაგრამ დღეს ACIBADEM-ში შესაძლებელია ოპერაციული ჩარევის რამდენიმე სახეობა, რაც შესაძლებლობას იძლევა პრობლემის მოგვარებას ფიზიკური დატვირთვის გაუმჯობესების დონეზე, 1500-ზე მეტი ასეთი ოპერაცია უკვე წარმატებით ჩატარდა აჯიბადემის კლინიკებში.

ნეიროქირურგიული ჩარევა ასევე ეხმარება იმ შემთხვევებშიც, როდესაც ეპილეფსიის მედიკამენტოზური მკურნალობა შედეგებს არ იძლევა. «ეპილეფსიის შეტევებს შეუძლიათ გამოიწვიონ ფიზიკური ტრავმა და ბავშვების ტვინის შეუქცევადი დაზიანებები. - განმარტავს პროფესორი ოზეკი. – ნეიროქირურგიას შეუძლია დახმარება».

mkurnali.ge

ACIBADEM-ის მიდგომა

ACIBADEM-ის საერთაშორისო კლინიკების ქსელში, ბავშვთა ნეიროქირურგიის თითოეული პაციენტი - ჩვენთვის უნიკალური და მნიშვნელოვანია. მისთვის კლინიკაში მუშაობს ნეიროქირურგების, თერაპევტებისა და ექთნების გამოცდილი გუნდი, და ასევე ხელმისაწვდომია ყველა სახის აუცილებელი თანამედროვე მოწყობილობა, რაც დღესდღეობით მსოფლიოში არსებობს.

აჯიბადემის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში:

თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 58, 0322158500

ბათუმი, გორგასლის 156, 0422223000

R