News - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

News

AURA PSG სისტემა შესაძლოა გამოყენებულ იქნეს ძილის სკრინინგისთვის როგორც ლაბორატორიულად, ასევე გადატანითი Bluetooth(tm) უკაბელო ტექნოლოგიის მეშვეობით. გამაძლიერებლის მსუბუქი სისტემა პაციენტს მოხერხებული ჩანთით გადააქვს. ელექტროდი და გადამცემი უშუალოდ  AURA PSG-ს უერთდება. დამახასიათებელი პოლისომნოგრფიული სიგნალები იკრიბება და იშიფრება  AURA PSG-ში, შემდეგ კი გადაეცემა ბაზურ სადგურს რეალურ დროში მონაცემების შესაკრებად. ინფორმაცია უშუალოდ კომპიუტერში ინახება. AURA PSG სისტემას შეუძლია იოლი მოდიფიკაცია "შტარტ უპ" ფუნქციაზე მომხმარებლის მიერ მითითებულ დღესა და საათს. მონაცემების ჩაწერა ამ მომენტიდან იწყება. გამოკვლევის დასრულების შემდეგ მონაცემები დისკიდან ფირმა Grass-ის მიერ შემუშავებული პროგრამის TWin-ის მეშვეობით იტვირთება. წინამორბედი პოლისომნოგრაფიული მოწყობილობების მიმართ AURA PSG სისტემის უპირატესობაა უსადენო ლაბორატორიული გამოყენება, ამბულატორიული გამოყენება, 25 არხი, ჩამონტაჟებული პულსოქსიმეტრი, ელექტროდებისა და გადამცემების შიდა მიერთება, PTT პულსური ტალღის გატარების დრო, ძილის ავტომატური ანალიზი, კომპაქტური დიზაინი და გადატანის სიადვილე. მსოფლიოს მოსახლეობის მესამედი ძილის დარღვევებს უჩივის. ცნობილია 80-ზე მეტი სახეობის ძილის დარღვევა, მათ შორის - ინსომნია, ძილთან ასოცირებული სუნთქვის დარღვევები, ჰიპერსომნია, ძილის ცირკადული რიტმის დარღვევები, პარასომნია, ძილთან ასოცირებული მოძრაობითი დარღვევები, იზოლირებული სიმპტომები, ნორმალური ვარიანტები, ღამის ენურეზი, ღამის შიშები, სომნამბულიზმი, ბრუქსიზმი, ღამის კოშმარები, ხვრინვა, ძილის აპნოე, მიოკლონუსი. ძილის დარღვევა შესაძლოა გამოიწვიოს ზოგიერთმა პათოლოგიამ, კერძოდ, კარდიოვასკულურმა დაავადებებმა, ცერებროვასკულურმა შეტევებმა, ბრონქულმა ასთმამ, ფილტვის ქრონიკულმა ობსტრუქციულმა დაავადებამ, გასტროეზოფაგურმა რეფლუქსურმა დაავადებამ, პეპტიურმა წყლულმა. აქედან გამომდინარე, აშკარაა, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ძილის დაღვევების კვლევას. 

 

მამაკაცური გენის გაქრობის გამო მამაკაცთა მოდგმას გადაშენება ემუქრება

ავსტრიის ნაციონალური უნივერსიტეტის პროფესორი ჯენიფერ გრეივსი აფრთხილებს კაცობრიობას, რომ  მამაკაცის Y ქრომოსომას და მასთან ერთად მთელ მამაკაცთა მოდგმას გადაშენების საფრთხე ემუქრება. 300 მილიონის წლის წინ მამაკაცის Y ქრომოსომა 1 400 გენისგან შედგებოდა, ახლა კი მხოლოდ 45 გენს შეიცავს. ამის საფუძველზე მკვლევარმა დაასკვნა, რომ შესაძლოა, დროთა განმავლობაში ყველა გენი გაქრეს, თუმცა მეცნიერს არ დაუზუსტებია, რა მოუვათ ამ შემთხვევაში მამაკაცებს. საბედნიეროდ, უახლოეს 5 მილიონ წელიწადში ეს საშინელება არ მოხდება. ამასთანავე, ძლიერი სქესი შესაძლოა დაადგეს ზოგიერთი მღრღნელის გზას, რომელთაც Y ქრომოსომა არ გააჩნიათ და მის ფუნქციას სხვა გენი იღებს საკუთარ თავზე.

 

ნუშურები და იმუნიტეტი: ამოვიჭრათ? არ ამოვიჭრათ?..

ლაბორატორიული ექსპერიმენტის საფუძველზე გაირკვა, რომ ნუშურა ჯირკვლებს შეუძლია, ხელი შეუწყოს იმუნური სისტემის მუშაობას და შეასუსტოს ანთებითი პროცესები. სწორედ ამ თემაზე წაიკითხეს მოხსენება ამერიკის მიკრობიოლოგთა საზოგადოების ყოველწლიურ შეკრებაზე დიდი ბრიტანეთის სურსათის კვლევის ინსტიტუტის თანამშრომლებმა. გამოკვლევის ერთ-ერთმა ავტორმა ჯუზეპინა მანდალარიმ განაცხადა, რომ ნუშურა ჯირკვლებში შემავალი ნივთიერებები შესაძლოა გამოყენებულ იქნეს ინფექციური და ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ, რადგან მათ აქვთ იმუნომოდულატორული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. მკვლევარებმა შეაფასეს ნუშურა ჯირკვლების კომპონენტების გავლენა ლაბორატორიულ პირობებში გენიტალური ჰერპესვირუსით ინფიცირებული და არაინფიცირებული უჯრედების იმუნურ რეაქციაზე. აღმოჩნდა, რომ ნუშურა ჯირკვლის ექსტრაქტი თრგუნავდა ვირუსის რეპლიკაციას, მაშინ, როცა სხვა ექსტრაქტები მასზე არავითარ გავლენას არ ახდენდა.


 

ულტრაიისფერი სხივების მავნე გავლენისგან დამცავი სამაჯური

სტრეთქლაიდის უნივერსიტეტის ბრიტანელმა სპეციალისტებმა შესაძლოა გამოიგონონ მექანიზმი, რომელიც დამწვრობის გარეშე გარუჯვის საშუალებას მოგვცემს. მეცნიერებმა უკვე შექმნეს თხელი, თასმისმაგვარი სამაჯური, რომელიც მზის სხივების კანზე მეტისმეტად ძლიერი ზემოქმედებისას ფერად სიგნალს იძლევა. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ მათი გამოგონება შესაძლებელს გახდის ულტრაიისფერი გამოსხივებით გამოწვეული მრავალი დაავადების, მათ შორის - კატარაქტის, კანის კიბოსა და ერითემის, თავიდან აცილებას. თხელი ზონარი ავსებულია "ინტელექტუალური მელნით", რომელიც, მას შემდეგ, რაც ულტრაიისფერი გამოსხივების დონე მიაღწევს კრიტიკულ ნიშნულს, ვარდისფერს იღებს. სამაჯური ესადაგება სხვადასხვა ტიპის კანს და, სავარაუდოდ, მისი ფასიც ხელმისაწვდომი იქნება. და მაინც, ექიმები გვაფრთხილებენ, რომ მზისგან დამცავი საშუალებები სამაჯურის ტარების დროსაც კი გამოვიყენოთ.

 

ებრაელი ექიმები გაფანტული სკლეროზით დაავადებულებს განკურნების იმედს აძლევენ

ფულერენებს, რომლებიც სუფთა ნახშირბადის მოლეკულებს წარმოადგენს, ამჟამად ჰარვარდისა და თელ-ავივის უნივერსიტეტებში იკვლევენ გაფანტული სკლეროზის სამკურნალო ახალი პრეპარატის შესაქმნელად. ჰარვარდის სამედიცინო სკოლა და თელ-ავივის უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი ახალი თაობის მედიკამენტების შექმნას ცდილობენ. მათი მიზანია, შეიმუშაონ მექანიზმი ტვინისთვის ფულერენების მისაწოდებლად, რომლებიც თავის ტვინის მუშაობას ასტიმულირებენ და სიცოცხლეს უხანგრძლივებენ მის ნეირონებს. იდეა სრულიად ნოვატორულია. მართალია, ცხოველებზე გამოკვლევამ წარმატებით ჩაიარა, მაგრამ პრეპარატს კლინიკური გამოცდა ჯერ არ გაუვლია. მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ წარმატებას მიაღწევენ. ამ შემთხვევაში ახალი პრეპარატი გაფანტული სკლეროზით დაავადებულ მილიონობით ავადმყოფს მისცემს განკურნების იმედს. ამ პრეპარატის გამოყენებას ალცჰაიმერის დაავადების სამკურნალოდაც გეგმავენ, მაგრამ ექიმების მთავარი სამიზნე გაფანტული სკლეროზია.

 

ორსულობის დროს მეტამფეტამინის გამოყენება ნაყოფის ტვინის განვითარების შეფერხებას იწვევს

ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ჩაუტარეს 3-4 წლის 29 ბავშვს, რომელთა დედებიც ორსულობის დროს მეტამფეტამინს იღებდნენ და 37 ამავე ასაკის ბავშვს, რომლებიც მუცლადყოფნის პერიოდში არ განიცდიდნენ ამ ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედებას. პირველი ჯგუფის ბავშვებს თავის ტვინის თეთრი ნივთიერების სტრუქტურის ცვლილებები და ტვინის ასაკობრივი განვითარების შეფერხება აღმოაჩნდათ. კერძოდ, მათ დაუდგინეს თეთრ ნივთიერებაში მოლეკულათა დიფუზიის 4%-იანი დაქვეითება, რაც აქსონური ბოჭკოების განუვითარებლობაზე მეტყველებს. მეცნიერებს განზრახული აქვთ ფართომასშტაბიანი და ხანგრძლივი კვლევის ჩატარება იმის გასარკვევად, ნორმალიზდება თუ არა თავის ტვინში არსებული ეს ცვლილებები ასაკთან ერთად.

 

მადის შემსუსტებელი საკვები

იტალიელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომელი საკვები ამცირებს მადას და შეისწავლეს ამ პროცესის მექანიზმი. აღმოჩნდა, რომ დაბალი გლიკემიური ინდექსის მქონე პროდუქტები აძლიერებენ იმ ჰორმონების წარმოქმნის პროცესს, რომლებიც ამცირებენ მადას და ტვინს დანაყრების შესახებ სიგნალს უგზავნიან. გლიკემიური ინდექსი გვიჩვენებს პროდუქტებში არსებული ნახშირწყლების გავლენას სისხლში არსებული გლუკოზის დონეზე. მაღალი გლიკემიური ინდექსის მქონე პროდუქტებია თეთრი პური, ზოგიერთი ბურღული, ტკბილეული, დაბალი გლიკემიური ინდექსის მქონე პროდუქტების რიცხვს კი მიეკუთვნება ხილი, ბოსტნეული (უმრავლესობა) და რძის ნაწარმი. გამოკვლევამ აჩვენა, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც დაბალი გლიკემიური ინდექსის მქონე პროდუქტებით საუზმობენ, სისხლის პლაზმაში GLP-1-ის დონე 20%-ით მაღალი ჰქონდათ, ხოლო ინსულინის მაჩვენებელი - 38%-ით ნაკლები, ვიდრე მათ, ვინც მაღალი გლიკემიური ინდექსის მქონე პროდუქტებით იკვებება.