ანტიოქსიდანტების სიჭარბე ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათო აღმოჩნდა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ანტიოქსიდანტების სიჭარბე ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათო აღმოჩნდა

იგი ცდილობდა, დიეტაში ჩაერთო სუპერპროდუქტების მაქსიმალური რაოდენობა, მჟაუნმჟავას მაღალი შემცველობით. აღნიშნული ქიმიური ნაერთი წარმოქმნის კრისტალებს, რომლებმაც დააზიანეს პაციენტის თირკმლის არხები.

პრობლემის გამოვლენა დიდხანს ვერ მოხერხდა. ანალიზები აჩვენებდა კრეატინინის მაღალ დონეს (თირკმლის უკმარისობის მახასიათებელი). ექიმებს აფიქრებდათ ის ფაქტი, რომ მამაკაცი, საზოგადოდ, ჯანსღი ცხოვრების წესის მიმდევარი იყო და დიდად არც ჯანმრთელობის მდგომარეობას უჩიოდა. მას არ ჰქონდა ანთების ნიშნები, დანარჩენი ანალიზებიც ნორმაში იყო.

ანალიზის პასუხის მიღებიდან რამდენიმე კვირაში მამაკაცს დაეწყო გულისრევა, შარდვის გამოყოფის შეფერხება. განმეორებითმა კვლევამ აჩვენა სისხლში კრეატინინის დონის 8-ჯერ მომატება, თირკმელები კი თითქმის აღარ გამოყოფდნენ შარდს. ექიმები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ თირკმლის ქსოვილი დაირღვა ოქსალატების დაგროვებით გამოწვეული ნეფროპათიის შედეგად.

მამაკაცმა აღნიშნა, რომ ყოველდღე ღებულობდა მინიმუმ 1 ლიტრ ნუშის რძეს, ჭამდა რამდენიმე კოვზ პომიდვრის პასტას, არაქისს, ბრაზილიურ ნიგოზს, ფუნდუკს, ფისტაშკებს, ნუშსა და კაკაოს ფხვნილს. რაციონი შეიცავდა დღეში 1500 მგ მჟაუნმჟავას. ეს 10-ჯერ აღემატებოდა დღიურ ნორმას.