დედა ბავშვებს ფოტოს უღებდა, რა დროსაც 6 წლის ბიჭს ფეხი დაუცურდა და მტკვარში დაიხრჩო - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დედა ბავშვებს ფოტოს უღებდა, რა დროსაც 6 წლის ბიჭს ფეხი დაუცურდა და მტკვარში დაიხრჩო

- რას ჰყვებიან თვითმხილველები თბილისში მომხდარ ტრაგედიაზე

თბილისში, მდინარე მტკვარში 6 წლის ბავშვი დაიხრჩო. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც დედას ორი არასრულწლოვანი შვილი სასეირნოდ ჰყავდა გამოყვანილი.

როგორც "რუსთავი 2"-თან მომხდარის თვითმხილველები ჰყვებიან, დედა შვილებს მდინარესთან არსებულ კლდეზე ფოტოებს უღებდა, რა დროსაც 6 წლის ბიჭს ქვაზე ფეხი დაუცურდა და მტკვარში ჩავარდა.

მათივე ცნობით, მოზარდის გადასარჩენად წყალში შევიდნენ დედა და მისი და, თუმცა გადარჩენა ვერ მოახერხეს.

"როგორც ვიცით ბავშვს ქვაზე დაუცურდა ფეხი, დაც გადამხტარა საშველად... დედამ რომ დაინახა ორ-ორი ბავშვი წყალში, ისიც შევიდა წყალში... ბიჭი დაიღუპა, და რეანიმაციაშია" - ამბობენ თვითმხილველები.

ცნობისთვის, უბედური შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველების მისვლისას, ერთი მოზარდი გამოყვანილი იყო ნაპირზე, ერთი მცირეწლოვანი კი, მდინარის ჩქარი დინების გამო, გაუჩინარდა წყალში და ვერ ხერხდებოდა მისი ადგილსამყოფელის დადგენა. მაშველებმა მყისიერად დაიწყეს სამაშველო-საძიებო ოპერაცია როგორც წყალში, ასევე, მდინარის სანაპირო ზოლზე.

"სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა წყლიდან ამოიყვანეს უგონო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი, რომელსაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა და მაშველებმა ადგილზე ჩაუტარეს გულ-ფილტვის რეანიმაცია, თუმცა, სამედიცინო დახმარების მიუხედავად, ვერ მოხერხდა მოზარდის გადარჩენა და დაფიქსირდა გარდაცვალების ფაქტი", - ნათქვამია სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.